668043 Records found
576061.
Biology | Chapter XLIX
შეგრძნება მოიცავს ამ ენერგიის გარდაქმნას სენსორული რეცეპტორების მემბრანული პოტენციალის ცვლილებად, რასაც ცენტრალური ნერვული სისტემისკენ (ცნს) გადაცემული მოქმედების პოტენციალების სიხშირის ცვლილებამდე მივყავართ.
Sensation involves converting this energy into a change in the membrane potential of sensory receptors, which leads to a change in frequency of action potentials transmitted to the central nervous system (CNS).
576062.
Biology | Chapter XLIX
სენსორული რეცეპტორები ამ პროცესში ოთხ ფუნქციას ასრულებს: სენსორული ტრანსდუქცია, ამპლიფიკაცია, ტრანსმისია და ინტეგრაცია.
Sensory receptors perform four functions in this process: sensory transduction, amplification, transmission, and integration.
576063.
Biology | Chapter XLIX
სენსორულ რეცეპტორთა ორი ტიპისთვის (დაჭიმვის რეცეპტორებისთვის მდინარის კიბოში და წამწამიანი უჯრედებისთვის, ხერხემლიანთა ყურში და თევზებისა და ამფიბიების ლატერალური ხაზის სისტემაში) ეს ფუნქციები სურათ 49.2 – ზეა ნაჩვენები.
These functions are shown in Figure 49.2 for two types of sensory receptors: a stretch receptor in a crayfish and a hair cell, which detects motion in the vertebrate ear and in lateral line systems of fishes and amphibians.
576064.
Biology | Chapter XLIX
სენსორული ტრანსდუქცია.
Sensory Transduction.
576065.
Biology | Chapter XLIX
სტიმულის ენერგიის გარდაქმნა სენსორული რეცეპტორის მემბრანული პოტენციალის ცვლილებად სენსორული ტრანსდუქციის სახელით არის ცნობილი. თვითონ მემბრანის პოტენციალის ცვლილება კი რეცეპტორული პოტენციალის სახელით.
The conversion of stimulus energy into a change in the membrane potential of a sensory receptor is called sensory transduction, and the change in membrane potential itself is known as a receptor potential.
576066.
Biology | Chapter XLIX
სურათ 49.2 ა-ზე ჩანს, რომ რეცეპტორული პოტენციალი საფეხურებრივი პოტენციალია დიდი მისი სიდიდე იცვლება სტიმულის სიძლიერის შესაბამისად.
Note in Figure 49.2a that receptor potentials are graded potentials; their magnitude varies with the strength of the stimulus.
576067.
Biology | Chapter XLIX
ყველა რეცეპტორული პოტენციალი სენსორული რეცეპტორის პლაზმურ მემბრანაში არსებული იონური არხის გახსნის ან დახურვის შედეგია, რაც ცვლის მემბრანის იონურ გამტარობას.
All receptor potentials result from the opening or closing of ion channels in the sensory receptor's plasma membrane, which changes the ionic permeability of the membrane.
576068.
Biology | Chapter XLIX
სურათ 49.2-ზე მოცემულ მაგალითებში მემბრანის დაჭიმვა ან მოღუნვა არის ის სტიმული, რომელიც იონთა არხების გახსნას ან დახურვას იწვევს.
In the examples in Figure 49.2, stretching or bending of the membrane is the stimulus that causes ion channels to open or close.
576069.
Biology | Chapter XLIX
სხვა სენსორულ რეცეპტორებში, არხები იხსნება ან იხურება, როდესაც უჯრედგარე ნივთიერებები უკავშირდება მემბრანულ ცილებს, ან როდესაც სენსორული რეცეპტორის პიგმენტი სინათლის აბსორბციას ახდენს.
In other sensory receptors, channels open or close when substances outside the cell bind to proteins on the membrane or when pigments in the sensory receptor absorb light.
576070.
Biology | Chapter XLIX
აღნიშნული მექანიზმები ამ თავში მოგვიანებით იქნება განხილული.
We will examine these mechanisms later in the chapter.
576071.
Biology | Chapter XLIX
ბევრი სენსორული რეცეპტორის გასაოცარი თვისებაა, უკიდურესი მგრძნობელობა: მათ უნარი აქვთ სტიმულის უმცირესი ფიზიკური ერთეული დააფიქსირონ.
One amazing feature of many sensory receptors is extreme sensitivity: They can detect the smallest physical unit of stimulus possible.
576072.
Biology | Chapter XLIX
სინათლის რეცეპტორების უმეტესობას შეუძლია დააფიქსიროს სინათლის ერთი კვანტი (ფოტონი); ქიმიურ რეცეპტორებს უნარი აქვთ ერთი მოლეკულა შეამჩნიონ.
Most light receptors can detect a single quantum (photon) of light; chemical receptors can detect a single molecule.
576073.
Biology | Chapter XLIX
ხოლო შიგნითა ყურის წამწამოვან უჯრედებს შეუძლიათ ნანომეტრის მხოლოდ ნაწილის მოძრაობა დააფიქსირონ.
And hair cells of the inner ear can detect a motion of only a fraction of a nanometer.
576074.
Biology | Chapter XLIX
რეცეპტორების მგრძნობელობა პირობების მიხედვითაც შეიძლება შეიცვალოს.
Receptor sensitivity also changes with conditions.
576075.
Biology | Chapter XLIX
მაგალითად, ადამიანის პირში გლუკოზის რეცეპტორების მგრძნობელობა შეიძლება შეიცვალოს შაქრის კონცენტრაციის სიდიდის რამდენიმე მნიშვნელობის შესაბამისად, საკვების ზოგადი ხასიათისა და მასში შაქრის რაოდენობის ცვლილების მიხედვით.
For example, the sensitivity of glucose receptors in the human mouth can vary over several orders of magnitude of sugar concentration as both the general state of nutrition and amount of sugar in the diet change.
576076.
Biology | Chapter XLIX
ამპლიფიკაცია. სტიმულის ენერგიის გაძლიერება სენსორული გზის უჯრედების მიერ ამპლიფიკაციად არის წოდებული.
Amplification. The strengthening of stimulus energy by cells in sensory pathways is called amplification.
576077.
Biology | Chapter XLIX
მაგალითად, თვალიდან ტვინისკენ გატარებულ მოქმედების პოტენციალს 100,000-ჯერ უფრო მეტი ენერგია აქვს, ვიდრე იმ რამდენიმე ფოტონს, რომლებმაც ეს პოტენციალი გამოიწვია.
For example, an action potential conducted from the eye to the brain has about 100,000 times as much energy as the few photons of light that triggered it.
576078.
Biology | Chapter XLIX
ამპლიფიკაციის ნაწილი სენსორულ რეცეპტორებში მჟღავნდება და სიგნალის გამტარ გზას ხშირად ამაში მეორად მესენჯერული სისტემებს შეაქვს წვლილი.
Some amplification occurs in sensory receptors, and signal transduction pathways involving second messengers often contribute to it.
576079.
Biology | Chapter XLIX
რთული გრძნობათა ორგანოს შემთხვევაში ამპლიფიკაცია შეიძლება დამხმარე სტრუქტურებშიც მოხდეს, ამის მაგალითია ბგერითი ტალღის გაძლიერება შიგნითა ყურთან მიღწევამდე 20-ჯერ მეტი ფაქტორით.
Amplification may also take place in accessory structures of a complex sense organ, as when sound waves are enhanced by a factor of more than 20 before reaching receptors of the inner ear.
576080.
Biology | Chapter XLIX
მას შემდეგ რაც სტიმული გარდაიქმნება რეცეპტორულ პოტენციალად, მოქმედების პოტენციალები გადაიტანება ცნს-ში.
After energy in a stimulus has been transduced into a receptor potential, action potentials are transmitted to the CNS.