668043 Records found
576101.
Biology | Chapter XLIX
მექანორეცეპტორები. მექანორეცეპტორები შეიგრძნობენ ფიზიკურ დეფორმაციას, რომელიც ისეთი სტიმულებით არის გამოწვეული როგორიცაა წნევა, შეხება, გაჭიმვა, მოძრაობა და ბგერა – მექანიკური ენერგიის ყველა ფორმა.
Mechanoreceptors. Mechanoreceptors sense physical deformation caused by stimuli such as pressure, touch, stretch, motion, and sound all forms of mechanical energy.
576102.
Biology | Chapter XLIX
მექანორეცეპტორების მემბრანის გაღუნვა ან დაჭიმვა ზრდის მემბრანის განვლადობას ნატრიუმისა და კალიუმის იონების მიმართ.
Bending or stretching of a mechanoreceptor's plasma membrane increases the membrane's permeability to sodium and potassium ions.
576103.
Biology | Chapter XLIX
როდესაც ეს ხდება, მემბრანის პოტენციალი იცვლება EK და ENa შორის, რასაც დეპოლარიზაცია მოჰყვება.
When this happens, the membrane potential moves to a value between Ek and Ena, resulting in depolarization.
576104.
Biology | Chapter XLIX
სურათ 49.2-ზე მოცემულია მდინარის კიბოს გაჭიმვის რეცეპტორი და ხერხემლიანთა წამწამოვანი უჯრედები მექანორეცეპტორები.
The crayfish stretch receptor and the vertebrate hair cell in Figure 49.2 are mechanoreceptors.
576105.
Biology | Chapter XLIX
სხვა მაგალითია ხერხემლიანთა გაჭიმვის რეცეპტორები, რომელიც ჩონჩხის კუნთის სიგრძეს აკონტროლებს.
Another example is the vertebrate stretch receptor, which monitors the length of skeletal muscles.
576106.
Biology | Chapter XLIX
ამ შემთხვევაში მექანორეცეპტორები მგრძნობიარე ნეირონების დენდრიტებია, რომლებიც სპირალურად ეხვევა ჩონჩხის კუნთის პატარა ბოჭკოს შუა უბანს.
The mechanoreceptors in this case are the dendrites of sensory neurons that spiral around the middle of small skeletal muscle fibers.
576107.
Biology | Chapter XLIX
თითო კუნთოვანი თითისტარი შედგება 2-დან 12-მდე ასეთი ბოჭკოსგან, შემოფარგლულია შემაერთებელი ქსოვილით, იგი მოთავსებულია სხვა კუნთოვანი ბოჭკოების პარალელურად.
Muscle spindles, each containing about 2 to 12 of these fibers surrounded by connective tissue, are distributed throughout the muscle, parallel to other muscle fibers.
576108.
Biology | Chapter XLIX
როდესაც კუნთი იჭიმება, თითისტარის ბოჭკოებიც იჭიმება. ეს იწვევს მგრძნობიარე ნეირონის დეპოლარიზაციას და რთავს მოქმედების პოტენციალს, რომელიც ზურგის ტვინისკენ გადაიტანება.
When the muscle is stretched, the spindle fibers are stretched, depolarizing sensory neurons and triggering action potentials that are transmitted to the spinal cord.
576109.
Biology | Chapter XLIX
კუნთოვანი თითისტარი და მისი მაინერვირებელი მგრძნობიარე ნეირონები ნერვული წრის ნაწილებია, რომლებიც საფუძვლად უდევს რეფლექსებს.
Muscle spindles and the sensory neurons that innervate them are part nerve circuits that underlie reflexes.
576110.
Biology | Chapter XLIX
ძუძუმწოვრების შეხების შეგრძნება ეფუძნება მექანორეცეპტორებს, რომლებიც მგრძნობიარე ნეირონების დენდრიტებია.
The mammalian sense of touch also relies on mechanoreceptors that are the dendrites of sensory neurons.
576111.
Biology | Chapter XLIX
ისინი ხშირად შემაერთებელ ქსოვილში არიან გახვეულნი.
Often they are embedded in layers of connective tissue.
576112.
Biology | Chapter XLIX
შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურა და რეცეპტორების ადგილმდებარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მექანიკური ენერგიის ტიპზე (მსუბუქი შეხება, ვიბრაცია, ან ძლიერი წნევა მათთვის საუკეთესო სტიმულია).
The structure of the connective tissue and the location of the receptors dramatically affect the type of mechanical energy (light touch, vibration, or strong pressure) that best stimulates them.
576113.
Biology | Chapter XLIX
ის რეცეპტორები, რომლებიც მსუბუქ შეხებას აფიქსირებს კანის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს; ისინი ძალიან მსუბუქი მექანიკური ენერგიის ზემოქმედებას რეცეპტორულ პოტენციალად გარდაქმნიან.
Receptors that detect light touch are close to the surface of the skin; they transduce very slight inputs of mechanical energy into receptor potentials.
576114.
Biology | Chapter XLIX
ძლიერ წნევასა და ვიბრაციაზე მორეაგირე რეცეპტორები კანის ღრმა შრეებშია მოთავსებული.
Receptors responding to strong pressure and vibrations are in deep skin layers.
576115.
Biology | Chapter XLIX
სხვა რეცეპტორები შეიგრძნობენ თმის რხევას (არ უნდა აგვერიოს სურათ 49.2-ზე მოცემულ წამწამოვან უჯრედებში).
Other receptors sense movement of hairs (not to be confused with the hair cells in Figure 49.2).
576116.
Biology | Chapter XLIX
ის რეცეპტორები რომლებიც, ძუძუმწოვრების (მაგალითად, როგორიცაა კატა და ბევრი მღრღნელი) მაგარი ულვაშის ძირშია მოთავსებული, უაღრესად მგრძნობიარეა და შესაძლებლობას აძლევს ცხოველს სიბნელეში, ახლოს მყოფი ობიექტი დააფიქსიროს.
Those at the base of the stout whiskers of mammals such as cats and many rodents are extremely sensitive and enable the animal to detect nearby objects in the dark.
576117.
Biology | Chapter XLIX
ქემორეცეპტორები. ქემორეცეპტორები მოიცავს ძირითად რეცეპტორებს, რომლებიც ატარებს ინფორმაციას ხსნარის მთლიანი კონცენტრაციის შესახებ და სპეციფიკურ რეცეპტორებს.
Chemoreceptors. Chemoreceptors include both general receptors that transmit information about the total solute concentration of a solution and specific receptors that respond to individual kinds of molecules.
576118.
Biology | Chapter XLIX
მაგალითად, ძუძუმწოვართა ტვინში ოსმორეცეპტორები, ძირითადი რეცეპტორებია, რომლებიც აფიქსირებენ სისხლის მთლიანი კონცენტრაციის ცვლილებებს და ასტიმულირებენ წყურვილის შეგრძნებას, ოსმოლარულობის გაზრდის დროს.
Osmoreceptors in the mammalian brain, for example, are general receptors that detect changes in the total solute concentration of the blood and stimulate thirst when osmolarity increases.
576119.
Biology | Chapter XLIX
ოთახის ბუზის ფეხში არსებული წყლის რეცეპტორები რეაგირებენ სუფთა წყალზე ან რომელიმე ნივთიერების ხსნარზე.
Water receptors in the feet of house flies respond to pure water or to a dilute solution of virtually any substance.
576120.
Biology | Chapter XLIX
უმეტეს ცხოველს ასევე აქვს სპეციფიკური მოლეკულების მათ შორის გლუკოზის, ჟანგბადის, ნახშირორჟანგის და ამინმჟავების რეცეპტორები.
Most animals also have receptors for specific molecules, including glucose, oxygen, carbon dioxide, and amino acids.