668043 Records found
577801.
Biology | Chapter LII
გადარჩენის მრუდები.
Survivorship Curves.
577802.
Biology | Chapter LII
სიცოცხლის ხანგრძლივობის დიაგრამაში მონაცემთა წარმოდგენის გრაფიკულ საშუალებას წარმოადგენს გადარჩენის მაჩვენებლის მრუდია აგება, ეს არის ჯერ კიდევ ცოცხალთა წილის, ანდა რაოდენობის მაჩვენებელი ყოველი ასაკობრივი ჯგუფისათვის.
A graphic way of representing the data in a life table is a survivorship curve, a plot of the proportion or numbers in a cohort still alive at each age.
577803.
Biology | Chapter LII
მოდით, გამოვიყენოთ ბელდინგის თრიების მონაცემები, რომლებიც მოცემულია დიაგრამაში 52.1, იმისათვის, რომ ავაგოთ გადარჩენის მრუდი ამ პოპულაციისათვის.
Let's use the data for Belding's ground squirrels in Table 52.1 to construct a survivorship curve for this population.
577804.
Biology | Chapter LII
საერთოდ, გადარჩენის მრუდი იგება ისეთი პოპულაციის კოჰორტებისათვის, რომლებშიც 1.000 ინდივიდია გაერთიანებული.
Generally, a survivorship curve is constructed beginning with a cohort of 1,000 individuals from a population.
577805.
Biology | Chapter LII
ბელდინგის თრიებისათვის გადარჩენის მრუდის აგება ჩვენ შემდეგნაირად შეგვიძლია, გავამრავლოთ ყოველი წლის დასაწყისში ცოცხალ ინდივიდთა პროპორცია (დიაგრამაზე 52.1. მოცემული მესამე და მერვე სვეტები) 1.000-ზე ანუ კოჰორტას ჰიპოთეზური საწყისის მაჩვენებელზე.
We can do this for the Belding's ground squirrel population by multiplying the proportion alive at the start of each year (third and eighth columns of Table 52.1) by 1,000 (the hypothetical beginning cohort).
577806.
Biology | Chapter LII
შედეგად მივიღებთ ყოველი წლის დასაწყისისათვის ცოცხალ ინდივიდთა რაოდენობას.
The result is the number alive at the start of each year.
577807.
Biology | Chapter LII
ამ რაოდენობის შეპირისპირება ბელდინგის თრიების მდედრთა და მამრთა რაოდენობასთან გვაძლევს დიაგრამას 52.4.
Plotting these numbers versus age for female and male Belding's ground squirrels yields Figure 52.4.
577808.
Biology | Chapter LII
შედარებით სწორი ხაზი მიუნიშნებს სიკვდილიანობის შედარებით სტაბილურ დონეზე.
The relatively straight lines indicate relatively constant rates of death.
577809.
Biology | Chapter LII
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში მამრებს სიცოცხლის ხანგრძლივობის შედარებით დაბალი დონე ახასიათებთ, ვიდრე მდედრებს.
However, males have a lower survival rate overall than females.
577810.
Biology | Chapter LII
სურათი 52.4. წარმოადგენს ბუნებრივ პოპულაციაში არსებული გადარჩენის მრავალ მოდელთაგან ერთ-ერთს.
Figure 52.4 represents just one of many patterns of survivorship exhibited by natural populations.
577811.
Biology | Chapter LII
თუმცა გადარჩენის მრუდები შეიძლება მეტად განსხვავებული იყოს, მაინც შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ტიპად.
Though diverse, survivorship curves can be classified into three general types.
577812.
Biology | Chapter LII
I ტიპის მრუდი დასაწყისში სწორია, რაც მიუნიშნებს ადრეულ და შუა ასაკში სიკვდილიანობის დაბალ დონეზე, შემდეგ მრუდი მკვეთრად ვარდება დაბლა რადგანაც სიკვდილიანობის დონე უფროს ასაკში იზრდება.
A Type I curve is flat at the start, reflecting low death rates during early and middle life, then drops steeply as death rates increase among older age groups.
577813.
Biology | Chapter LII
ადამიანებსა და მრავალ სხვა დიდ ძუძუმწოვრებს, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ნაშიერს წარმოშობენ და უზრუნველყოფენ მათ სათანადო მზრუნველობით, ხშირად შეესაბამებათ ამგვარი მრუდი.
Humans and many other large mammals that produce few offspring but provide them with good care often exhibit this kind of curve.
577814.
Biology | Chapter LII
ამის საპირისპიროდ, მესამე ტიპის მრუდი დასაწყისში ძალიან მკვეთრად ვარდება დაბლა, რაც მიუნიშნებს ახალგაზრდებში სიკვდილიანობის ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ შემდეგ მაღლა იწევს და სწორდება, რადგანაც სიკვდილიანობის დონე მცირდება იმ ინდივიდებში, რომლებმაც მოახერხეს და გარკვეულ კრიტიკულ ასაკში სიკვდილს გადაურჩნენ.
In contrast, a Type III curve drops sharply at the start, reflecting very high death rates for the young, but then flattens out as death rates decline for those few individuals that have survived to a certain critical age.
577815.
Biology | Chapter LII
მრუდის ეს ტიპი, როგორც წესი, შეესაბამება იმ ორგანიზმებს, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობის ნაშიერებს წარმოშობენ და მათ მიმართ ზრუნვას ან არ იჩენენ, ან იჩენენ ძალიან მცირე დოზით, ასეთია მრავალწლიანი მცენარეები, მრავალი თევზი და ზღვის უხერხემლო ორგანიზმები.
This type of curve is usually associated with organisms that produce very large numbers of offspring but provide little or no care, such as long-lived plants, many fishes, and marine invertebrates.
577816.
Biology | Chapter LII
მაგალითად ხამანწკამ შეიძლება დაყაროს მილიონობით ქვირითი, მაგრამ უმეტესობა ახალგამოჩეკილი თევზისა ჯერ კიდევ თავკომბალობისას მტაცებლების მსხვერპლი ხდება ან სხვა მიზეზით იღუპება.
An oyster, for example, may release millions of eggs, but most offspring die as larvae from predation or other causes.
577817.
Biology | Chapter LII
ის მცირე რაოდენობა, რომლებიც იმდენ ხანს მოახერხებენ გადარჩენას, რომ შესაფერისი სუბსტრატი მოძებნონ, დამაგრდნენ და ზრდა იწყონ, შედარებით დიდხანს ცოცხლობენ.
Those few that survive long enough to attach to a suitable substrate and begin growing a hard shell will probably survive for a relatively long time.
577818.
Biology | Chapter LII
მეორე ტიპის მრუდი პირველსა და მესამეს შორის შუალედურს წარმოადგენს, მასში სიკვდილიანობის დონე უფრო სტაბილურია ორგანიზმთა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
Type II curves are intermediate, with a constant death rate over the organism's life span.
577819.
Biology | Chapter LII
გადარჩენის მრუდის ეს ტიპი გვხვდება ბელდინგის თრიებში და ზოგიერთ სხვა მღრღნელებში, სხვადასხვა ტიპის უხერხემლოებში, ზოგი ტიპის ხვლიკებში და ზოგიერთ ერთწლიან მცენარეებში.
This kind of survivorship occurs in Belding's ground squirrels and some other rodents, various invertebrates, some lizards, and some annual plants.
577820.
Biology | Chapter LII
მრავალი სახეობა ამ სამი ძირითად ტიპს შუა მდებარეობს, ზოგიერთ სახეობაში კი აღინიშნება უფრო რთულ მოდელები.
Many species fall somewhere between these basic types of survivorship or show more complex patterns.