მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577781.
ბიოლოგია | თავი LII
ცხოველებში ხშირად ვხვდებით სტანდარტული გაფანტვის მოდელს, ეს ხდება ისეთი სოციალური და ანტაგონისტური ურთიერთმოქმედების შედეგად, როგორიცაა ტერიტორიულობა – შემოფარგლული ფიზიკური სივრცის დაცვა სხვა ინდივიდების შემოჭრისაგან.
Animals often exhibit uniform dispersion as a result of antagonistic social interactions, such as territoriality the defense of a bounded physical space against encroachment by other individuals.
577782.
ბიოლოგია | თავი LII
სტანდარტული მოდელები იმდენად გავრცელებული არ არის პოპულაციებში, როგორც ჯგუფური მოდელები.
Uniform patterns are not as common in populations as clumped patterns.
577783.
ბიოლოგია | თავი LII
უწესრიგო გაფანტვას ადგილი აქვს მაშინ, როცა არ არსებობს მყარი მიზიდულობა ანდა წინააღმდეგობა პოპულაციის ინდივიდებს შორის ანდა როცა ძირითადი ქიმიური და ფიზიკური ფაქტორები შესწავლის არეალში შედარებით ჰომოგენურია.
Random dispersion occurs in the absence of strong attractions or repulsions among individuals of a population or where key physical or chemical factors are relatively homogeneous across the study area.
577784.
ბიოლოგია | თავი LII
ერთი ინდივიდის პოზიცია დამოკიდებულია სხვა ინდივიდებზე.
The position of each individual is independent of other individuals.
577785.
ბიოლოგია | თავი LII
მაგალითად, მცენარეები, რომლებიც აღმოცენდნენ ქარის მიერ მოტანილი თესლებისაგან, როგორც მაგალითად, ბაბუაწვერა, ზოგჯერ უწესრიგოდა არიან გარემოში განლაგებულნი.
For example, plants established by windblown seeds, such as dandelions, are sometimes randomly distributed in a fairly consistent habitat.
577786.
ბიოლოგია | თავი LII
უწესრიგო მოდელები ისეთი გავრცელებული არ არის ბუნებაში, როგორც შეიძლება გეგონოთ.
Random patterns are not as common in nature as one might expect.
577787.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის უმეტესობაში შეინიშნება ჯგუფური დისტრიბუციის ტენდენცია.
Most populations show at least a tendency toward a clumped distribution.
577788.
ბიოლოგია | თავი LII
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ პოპულაციის სიმჭიდროვისა და გაფანტვის მოდელებზე, ეს არის სახეობათა ეკოლოგიური მოთხოვნილებანი, გარემოს სტრუქტურა და პოპულაციის შიგნით ინდივიდებს შორის ურთიერთქმედება, – ასევე გავლენას ახდენენ პოპულაციის სხვა მახასიათებლებზეც.
The factors that influence population density and dispersion patterns-ecological needs of a species, structure of the environment, and interactions between individuals within the population also influence other characteristics of populations.
577789.
ბიოლოგია | თავი LII
დემოგრაფია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის პოპულაციის სასიცოცხლო სტატისტიკასა და პოპულაციის ცვლილებებს დროში.
Demography is the study of the vital statistics of populations and how they change over time.
577790.
ბიოლოგია | თავი LII
დემოგრაფების განსაკუთრებული ინტერესის საგანია შობადობის დონე და ის, თუ როგორ ვარირებს იგი სხვადასხვა ინდივიდებში (განსაკუთრებით მდედრებში) და სიკვდილიანობის დონე.
Of particular interest to demographers are birth rates and how they vary among individuals (specifically among females) and death rates.
577791.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის სასიცოცხლო სტატისტიკური მონაცემების შესაჯამებლად საუკეთესო საშუალებაა სიცოცხლისუნარიანობის დიაგრამების აგება.
A useful way of summarizing some of the vital statistics of a population is with a life table.
577792.
ბიოლოგია | თავი LII
დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, როცა სიცოცხლის დაზღვევა პირველად შემოიღეს, სადაზღვევო კომპანიებს სჭირდებოდათ იმის დადგენა, თუ საშუალოდ რამდენ ხანს შეეძლო მოცემული ასაკის ინდივიდს სიცოცხლე.
About a century ago, when life insurance first became available, insurance companies needed to estimate how long, on average, individuals of a given age could be expected to live.
577793.
ბიოლოგია | თავი LII
ამის გასარკვევად დემოგრაფებმა შეიმუშავეს სიცოცხლის ხანგრძლივობის დიაგრამები, ანუ სპეციფიკურ ასაკზე ორიენტირებული პოპულაციის სიცოცხლის ხანგრძლივობის მოდელების შემაჯამებელი მონაცემები.
To do this, demographers developed life tables age-specific summaries of the survival pattern of a population.
577794.
ბიოლოგია | თავი LII
სიცოცხლის ხანგრძლივობის დიაგრამის აგების საუკეთესო საშუალებაა, თვალი მივადევნოთ კოჰორტას ანუ ერთი და იმავე ასაკის ინდივიდებისაგან შემდგარი ჯგუფების ცხოვრებას დაბადებიდან სიკვდილამდე.
The best way to construct a life table is to follow the fate of a cohort, a group of individuals of the same age, from birth until all are dead.
577795.
ბიოლოგია | თავი LII
სიცოცხლის ხანგრძლივობის დიაგრამის ასაგებად უნდა განვსაზღვროთ იმ ინდივიდთა რაოდენობა, რომლებიც თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გარდაიცვლებიან და გამოვითვალოთ კოჰორტას გადარჩენილ ინდივიდებთან მიმართებაში მათი პროპორცია.
To build the life table, we need to determine the number of individuals that die in each age group and calculate the proportion of the cohort surviving from one age to the next.
577796.
ბიოლოგია | თავი LII
კოჰორტას სიცოცხლის ხანგრძლივობის დიაგრამის აგება ძნელია გარეულ ცხოველებზე და მცენარეებზე და შესაძლებელია სახეობათა მხოლოდ მცირე რაოდენობაზე.
Cohort life tables are difficult to construct for wild animals and plants and are available for only a few species.
577797.
ბიოლოგია | თავი LII
შერმანისა და მორტონის მიერ ბელდინგის თრიების შესწავლას დიაგრამის აგება მოჰყვა.
Sherman and Morton's studies of the Tioga Pass Belding's ground squirrels resulted in the life table.
577798.
ბიოლოგია | თავი LII
აღნიშნული დიაგრამა პოპულაციის მრავალ დეტალს ხდის ფარდას.
The table reveals many things about the population.
577799.
ბიოლოგია | თავი LII
მაგალითად, მესამე და მერვე სვეტების სია კოჰორტაში შესაბამისად იმ მამრებისა და მდედრების პროპორციის მაჩვენებელია, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში.
For instance, the third and eighth columns list, respectively, the proportions of females and males in the cohort that are still alive at each age.
577800.
ბიოლოგია | თავი LII
მეხუთე და მეათე სვეტების შედარება გვაჩვენებს, რომ მდედრებთან შედარებით მამრებს სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ.
A comparison of the fifth and tenth columns reveals that males have higher death rates than females.