მოიძებნა 668065 ჩანაწერი
20001.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ვფიქრობთ, ზედმეტია ამ შემთხვევითი აზრების საფუძვლის ძიება.
I do not think it worth looking for the origins of these casual ideas.
20002.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ცნობილია, რომ ქართული ენა არ განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრია სომხური ენა.
As is known, Georgian does not belong to the Indo-European family of languages, while Armenian does.
20003.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ასევე შეუძლებელია საუბარი ქართული პოეზიის რაიმე სერიოზულ კონტაქტზე სომხურთან.
Nor can one speak about any serious contacts of Georgian poetry with Armenian.
20004.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ქართულ ენაზე XII საუკუნიდან იქმნება უბრწყინვალესი საერო პოეზია, რომლის მსგავსი შუასაუკუნეების სომხურ მწერლობაში საზოგადოდ არ ჩანს.
Beginning with the 12th century a brilliant secular poetry was created in Georgian whose like is generally absent in Mediaeval Armenia.
20005.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
სომხურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების სფეროდან ევროპულ სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებულ მცდარ კონცეფციათაგან განმარტება და ინტერპრეტირება ყველაზე მეტად სჭირდება ქართული ანბანის წარმოშობის პრობლემას.
Of the erroneous conceptions in the sphere of Armenian-Georgian literary relations, current in European scholarly literature, the problem of the origin of the Georgian alphabet stands most in need of comment and interpretation.
20006.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის თეორია ემყარება სომხურ საისტორიო წყაროს - V საუკუნის სომეხი მწერლის კორიუნის “მესროპ-მაშტოცის ცხოვრებას~.
The theory on the origin of the Georgian alphabet from Armenian is based on an Armenian historical source: Koryun's work The Life of Mesrop-Mashtotz.
20007.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
მესროპ მაშტოცი სომეხთა განმანათლებელია.
The latter was the enlightener of the Armenians.
20008.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
მას მიეწერება V საუკუნის დასაწყისში სომხური ანბანის შექმნა.
He is credited with the creation of the Armenian alphabet early in the 5th century.
20009.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
კორიუნის თხზულების თანახმად სომხური ანბანის შექმნის შემდეგ მესროპი გადავიდა იბერიაში და ალბანეთში და ამ ხალხებს შეუქმნა ანბანი.
According to Koryun, after creating the Armenian alphabet Mesrop went to Iberia and Albania, creating alphabets for the peoples of these countries.
20010.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
“მესროპ-მაშტოცის ცხოვრებამ~, როგორც მნიშვნელოვანმა საისტორიო წყარომ არმენისტთა ყურადღება საკმაოდ ადრე მიიპყრო.
The Life of Mesrop-Mashtotz, being an important historical source, early claimed the attention of Armenists.
20011.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
აქედან იგი შევიდა პალეოგრაფისტთა ინტერესის სფეროშიც და ევროპაშიც ქართველოლოგიის დასაწყისიდანვე მესროპ-მაშტოცი გამოცხადდა ქართული ანბანის შემქმნელად.
Then it entered the sphere of palaeographists' interests, and from the inception of Kartvelology in Europe Mesrop-Mashtotz was proclaimed the creator of the Georgian alphabet.
20012.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ეს თეორია გაზიარებული იყო საქართველოშიც. კერძოდ, მას ვხვდებით კ. კეკელიძის “ქართული ლიტერატურის ისტორიის~ პირველ, 1923 წლის გამოცემაშიც.
This theory was shared in Georgia too, viz. it occurs in the first, 1923, edition of K. Kekelidze's History of Georgian Literature.
20013.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ბუნებრივია, რომ ეს ამბავი იკითხება არა მხოლოდ ევროპელ მოგზაურთა მონათხრობებში საქართველოს შესახებ, არამედ ევროპულ ქართველოლოგიურ ლიტერატურაშიც და საზოგადოდ ლიტერატურის ისტორიებშიც.
This story naturally recurs not only in the narratives of European travellers about Georgia but also in European Kartvelological literature, and generally, in histories of literature.
20014.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ქართველოლოგიის დღევანდელ დონეზე ქართული ანბანის წარმოშობის სომხურობის თეორია განვლილ ეტაპად ითვლება.
At the present level of Kartvelology the theory of the Armenian provenance of the Georgian alphabet is considered a past stage.
20015.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ამ თეორიის მეცნიერული განხილვა და უარყოფა იწყება ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფიით “ქართული პალეოგრაფია~(1926).
Scholarly examination and rejection of this theory began with Ivane Javakhishvili's monograph, Georgian Palaeography (1926).
20016.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
დღეისათვის კორიუნის თხზულების ცნობის ჭეშმარიტება უარყოფილია შემდეგი არგუმენტების ბაზაზე:
Today the evidence found in Koryun's work is rejected on the basis of the following arguments:
20017.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
კორიუნის ცნობას ქართული ანბანის წარმოშობის თაობაზე არ იცნობს ქართული საისტორიო მწერლობა და ქართული წყაროები.
Koryun's evidence on the origin of the Georgian alphabet is unknown to Georgian historical writings and Georgian sources.
20018.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
უფრო მეტიც, ქართული ტრადიციით, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია XI საუკუნის ქართველი მემატიანის ლეონტი მროველის “მეფეთა ცხოვრებაში~, ქართული ანბანი შექმნილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში ფარნავაზ მეფის დროს.
Furthermore, by tradition, documented in the Life of the Kings of the 11th-century Georgian annalist Leonti Mroveli, the Georgian alphabet was created in the 3rd century B.C., in the reign of King Parnavaz.
20019.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
80-იანი წლების არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ქართული ანბანის შექმნის ეს ვერსია მიღებული იყო საქართველოში ჯერ კიდევ VI საუკუნეში:
Archaeological excavations conducted in the 1980s point to the acceptance of this version of the creation of the Georgian alphabet in Georgia as far back as the 6th century.
20020.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა ადრინდელი შუასაუკუნეების ქვის სვეტი, რომელზედაც ამოკვეთილია ქართული ანბანი და მითითებულია თარიღი, 284 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რაც ემთხვევა ქართლში ფარნავაზის მეფობის დროს და ალბათ უნდა მიუთითებდეს ანბანის შექმნის დროზე.
A column discovered in Eastern Georgia has the Georgian alphabet carved on it, with the indication of the date, 284 B.C., coinciding with the reign of Parnavaz in Kartli and probably pointing to the time of creation of the alphabet.