მოიძებნა 668064 ჩანაწერი
21461.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
გამოკვლევაში გაანალიზებულია ქართლის მოქცევის შესახებ ქართული და სომხური წყაროები, კოპტური, არაბულენოვანი და ეთიოპური სვინაქსარები.
The study analyses the Georgian-Armenian sources on The Conversion of Georgia, Coptic, Arabic-language and Ethiopic synaxaries.
21462.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ავტორი ეხება ქართლის გაქრისტიანების შესახებ ეფრემ მცირის თვალსაზრისს და მსჯელობს ანტიოქიის ეპისკოპოსის ევსტათის მოგზაურობის შესახებ საქართველოში. განიხილავს ანტონ I-ის ცნობას, რომლის თანახმად ევსტათიმ თავისი ხელით გაანათლა იბერები.
The author analyses Eprem Mtsire's conception of the Christianization of Kartli and the journey of Eustathius the Bishop of Antioch to Georgia, the evidence of Anton I, according to which, Eustathius enlightened the Iberians with his own hand.
21463.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მიუხედავად ამისა, მეცნიერის აზრით, ევსტათი ვერ ჩაითვლება ქართლის განმანათლებლად, როგორც ამას თავის დროზე სამართლიანად აღნიშნავდა მ. ბროსე. მკვლევარი ეხება ანტიოქიის პატრიარქთან გიორგი ათონელის ცნობილ დისკუსიას.
Nevertheless, in the scholar's view, Eustathius cannot be considered the illuminator of Kartli, as rightly noted by Brosset, touching upon Giorgi the Athonite's debate with the Patriarch of Antioch.
21464.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
კარდინალ ნიკოლო მარინის თაოსნობითა და დაფინანსებით დაარსებულ ჟურნალში “ბესარიონი, აღმოსავლეთის პერიოდული ორგანო~, რომელიც 1896-1923 წლებში გამოდიოდა რომში, მრავალი საინტერესო სტატია ეძღვნება ქრისტიანული აღმოსავლეთის და, კერძოდ, საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, საერთოდ კულტურის საკითხებს.
The journal Bessarione, a Periodical of the East, sponsored and founded by Cardinal Niccolo Marini, which was issued in Rome in 1896-1923, devoted many interesting articles to the Christian East, particularly Georgian history, literature and cultural questions.
21465.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
საქართველოს შესახებ მოთავსებული გამოკვლევების ავტორია აურელიო პალმიერი, რომლის ერთ-ერთი პირველი სტატია ბიბლიის ძველი ქართული რედაქციების საკითხებზე ჟურნალის ოთხ ნომერშია დასტამბული.
The articles on Georgia are authored by Aurelio Palmieri. One of his first articles on questions of the Old Georgian redactions of the Bible are printed in four issues of the journal.
21466.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მკვლევარის აზრით, ქართული ლიტერატურა ავი ვარსკვლავის ქვეშ დაიბადა.
In the researcher's opinion, Georgian literature was born under an evil star.
21467.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ავტორი სტატიის შესავალში მოკლედ გადმოსცემს ისლამის წინააღმდეგ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ისტორიას და მსჯელობს საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესწავლის აუცილებლობაზე.
In the introduction to the article the author tells briefly the history of Georgia's centuries-old struggle against Islam, arguing the need of studying the history of the Georgian Church.
21468.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ა. პალმიერის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ალ. ცაგარელმა, ალ. ხახანაშვილმა, თ. ჟორდანიამ, ე. თაყაიშვილმა, ივ. ჯავახიშვილმა და ნ. მარმა გამოაქვეყნეს ქართული ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლები, ჯერ კიდევ სრულყოფილად არ არის შეფასებული ქართული ლიტერატურა.
In Palmieri's view, although A. Tsagareli, A. Khakhanashvili, T. Zhordania, E. Taqaishvili, I. Javakhishvili and N. Marr published the most important texts of Georgian literature, this literature is not yet fully appreciated.
21469.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მკვლევარი მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს ქართული ბიბლიური ტექსტების ყველაზე ძველსა და მნიშვნელოვნად მიჩნეულ ხელნაწერებს და დაწვრილებით მსჯელობს მათზე XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართველოლოგიურ ლიტერატურაზე დაყრდნობით.
The researcher draws the reader's attention only to the oldest manuscripts of Georgian biblical texts, discussing them in detail on the basis of the Kartvelological literature of the second half of the 19th century.
21470.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
სტატიის შემდეგ მონაკვეთში მკვლევარი საუბრობს ძველი ქართული ლიტერატურის ალ. ხახანაშვილისეულ პერიოდიზაციაზე, სადაც გამოყოფილია მოსამზადებელი და კლასიკური პერიოდები.
The next section of the article deals with A. Khakhanashvili's periodization of Georgian literature, in which two periods are identified: preparatory and classical.
21471.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მკვლევარი შენიშნავს, რომ მწირია მოსამზადებელი პერიოდის დოკუმენტები.
The researcher notes the paucity of documents of the preparatory period.
21472.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ისინი ძირითადად წარმოდგენილია წარწერებით მცხეთის ჯვარზე, სასანიდთა პერიოდის მონეტებზე, უთარიღო ხელნაწერებზე.
These are largely represented by inscriptions on the Jvari church in Mtskheta, coins of Sassanian times, and undated Georgian manuscripts.
21473.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
პირველი ლიტერატურული ძეგლები საეკლესიო ხასიათისაა.
The first literary texts are of church character.
21474.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ქრისტიანული იდეალებით იკვებება ქართველთა სოციალური და ლიტერატურული ცხოვრება.
The social and litarary life was nourished by Christian ideals.
21475.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
საქართველოში ღრმად გაიდგა ფესვები სამონასტრო ცხოვრებამ.
Monastic life took deep roots in Georgia.
21476.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მონასტრები, განსაკუთრებით საზღვარგარეთ არსებული, ქართული კულტურის უნიკალური კერები იყო.
Monasteries, particularly those abroad, were unique seats of Georgian culture.
21477.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით, რომელსაც მხარს არ უჭერს “ქართლის ცხოვრება~, მირიანმა იერუსალიმში ააშენებინა მონასტერი, პეტრე იბერიელმა კი მდინარე იორდანეს ნაპირზე.
According to literary tradition, not supported by Kartlis Tskhovreba, Mirian had a monastery built in Jerusalem, while Peter the Iberian had one built on the bank of the Jordan.
21478.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ქართული კოლონიები შეიქმნა შავ მთაზე, საბაწმიდაში, VIII საუკუნიდან - ათონის მთაზე.
Georgian colonies were set up on the Black Mountain, Saint Sabas, and from the 8th century, on Mount Athos.
21479.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
საქართველოში მონასტრები მოქმედებდა ტბეთში, ხახულში, საფარაში, ოპიზაში, გელათში, მარტვილში, იყალთოსა და გრემში.
In Georgia monasteries functioned in Tbeti, Sapara, Opiza, Gelati, Martvili, Iqalto and Gremi.
21480.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ყველაზე მნიშვნელოვანი კოლონიები იყო სირიაში, იერუსალიმში, სინასა და ათონის მთებზე.
The most important colonies were in Syria and on Mount Sinai, Jerusalem and Mount Athos.