მოიძებნა 668064 ჩანაწერი
22921.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
კონვექციური ღრუბლების რადიოლოკაციური მახასიათებლების მრავალგანზომილებიანი რეგრესიული ანალიზის საფუძველზე მოძებნილია სეტყვასაშიშროების კომპლექსური მაჩვენებელი.
The complex index of hail hazard has been found on the basis of multidimensional regressive analysis of the radar characteristics of convective clouds.
22922.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
მისი გამოყენებით ხერხდება სეტყვისა და საწვიმარი ღრუბლების ერთმანეთისაგან საიმედოდ გარჩევა და ზემოქმედების ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობის შეფასება ზარალის მინიმუმზე დაყვანის გათვალისწინებით.
Its application will allow reliable distinction of hail- and shower–producing clouds and to evaluate the expediency of seeding operations, reducing to minimum the possible losses.
22923.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
დედამიწის ზედა მანტიის წარმოშობის საკითხისათვის.
On the question of the origin of the Earth’s upper mantle.
22924.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
ოპტიმალური პროცესების თეორიის საფუძველზე ამოხსნილია დედამიწაში სიმკვრივის ოპტიმალური განაწილების ვარიაციული ამოცანა.
A variation problem concerned with the finding of optimum density distribution is considered, using the theory of optimum processes.
22925.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ სიმკვრივის ოპტიმალურ განაწილებას შეესაბამება გრავიტაციული ენერგიის მინიმუმი.
The optimum distribution corresponds to the minimum of gravitation energy.
22926.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
დადგენილია სიმკვრივის მკვეთრი ნახტომის არსებობა დედამიწის ბირთვისა და მანტიის საზღვარზე და ზედა მანტიის ხარჯზე დედამიწის გაფართოება.
Conclusions are made about a drastic jump of density at the interface between the core and the mantle and about the expansion of the Earth at the expense of the upper mantle.
22927.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
ვერტიკალური დრეიფის გავლენის შესახებ ელექტრონული კონცენტრაციის განაწილებაზე იონოსფეროს F-არეში.
On the influence of vertical drifts on the electron concentration distribution in the ionospheric F region.
22928.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
მოყვანილია ელექტრულ გამოთვლით მანქანაზე უწყვეტობის განტოლების რიცხვითი ინტეგრირების შედეგები ვერტიკალური დრეიფების გათვალისწინებით.
The results of numerical integration on a digital computer of a continuity equation for electron gas, taking into consideration the drifts, are given.
22929.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
ამოხსნა მიღებულია P=1 (O<sub>2</sub> და O -ს სრული შერევა) და P=1,75 (O და N<sub>2</sub> -სთვის დიფუზური წონასწორობა) მნიშვნელობებისათვის.
Solutions are found for P=1 (O<sub>2</sub> and O full mixture) and P=1,75 (O and N<sub>2</sub> diffusion equilibrium).
22930.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
მიღებულია ელექტრონული კონცენტრაციის დღეღამური და სიმაღლის მიხედვით განაწილება დრეიფის სხვადასხვა სიდიდეებისათვის.
Altitudinal and daily distributions of the electron concentration for different values of the drifts are obtained.
22931.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
ტემპერატურის ველის სტატისტიკური სტრუქტურის შესახებ.
Statistical structure of temperature field.
22932.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
მოყვანილია საქართველოს ტემპერატურული ველის სივრცითი და დროითი სტატისტიკური სტრუქტურის პირველი კომპლექსური გამოკვლევის შედეგები.
The findings of a first complex study of the spatial and temporal statistical structure of the temperature field of Georgia are presented.
22933.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოფიზიკა
მიღებული სივრცითი კორელაციური ფუნქციები და სტატისტიკური პარამეტრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეტეოროლოგიური ველების ობიექტური ანალიზის, ტემპერატურის სტატისტიკური პროგნოზის და მეტეოროლოგიური ქსელის რაციონალურად განლაგების ამოცანებში.
The obtained spatial correlation functions and statistical parameters may be used in an objective analysis of meteorological fields (in the statistical prognosis of temperature) and for rational distribution of the meteorological network and in forecast diagrams.
22934.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოქიმია
გოგირდის იზოტოპების ფრაქციონირება პირიტ - ბარიტის პარაგენეზის ჰიდროთერმული სინთეზის პროცესში.
Fractionation of sulfur isotopes in the process of hydrothermal synthesis of pyrite – barite paragenesis.
22935.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, გეოქიმია
ექსპერიმენტულად და რიგი საბადოების მაგალითზე ნაჩვენებია, რომ ბუნებაში შემჩნეული გოგირდის იზოტოპების ფრაქციონირება სულფიდსულფატურ პარაგენეზისებში ხდება კინეტიკური იზოტოპური ეფექტის გამო.
Experimentally and by recourse to a number of ore deposits it is shown that fractionation of sulphur isotopes in sulphide – sulphate paragenesis, observed in nature, is due to the kinetic isotope effect.
22936.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, დრეკადობის თეორია
თერმოდრეკადობის ბმული თეორიის ძირითადი ბრტყელი დინამიკური ამოცანების ამოხსნადობის შესახებ.
On the solvability of some basic plane problems of dynamics of the connected theory of thermoelasticity.
22937.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, დრეკადობის თეორია
განხილულია თერმოდრეკადობის ბმული თეორიის ორგანზომილებიანი დინამიკური ამოცანები.
Dynamic problems of two–dimensional dynamic thermoelasticity are considered.
22938.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, დრეკადობის თეორია
პოტენციალთა მეთოდის, ლაპლასის გარდაქმნის და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით დამტკიცებულია ამ ამოცანების კლასიკური ამოხსნის არსებობისა და ერთადერთობის თეორემები.
Using the potential theory, the Laplace transform and the theory of singular integral equations, the existence and uniqueness theorems of the classical solutions are proved.
22939.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, დრეკადობის თეორია
ფირფიტის ღუნვის თეორიის ერთი შერეული ამოცანა.
One mixed problem of the plate bending theory.
22940.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, დრეკადობის თეორია
კირხჰოფ-ლიავის თეორიის საზღვრებში ცხადი სახით არის აგებული თხელი ფირფიტის ღუნვის ამოცანის ამოხსნა ნახევარწრისათვის, როცა საზღვრის რკალური ნაწილი დამაგრებულია, ხოლო სწორხაზოვანი ნაწილი - თავისუფლად დაყრდნობილი.
Within the limits of the Kirchhoff–Love theory the solution of the problem of semi–circular plate bending is given in closed form, when the arched part of the plate boundary is clamped and the rectilinear part is simply supported.