მოიძებნა 668064 ჩანაწერი
22981.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ სხვადასხვა ინტენსივობის მქონე ულტრაბგერა იწვევს შრატის კომპლემენტალური აქტივობის არამარტო დაქვეითებას, არამედ ხშირად მის მთლიან გაქრობასაც კი.
The investigations have shown that ultrasound waves of various intensities cause a change of the immunological reactivity, expresses in a decrease of the content of the complement and even in its full disappearance from the serum.
22982.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
კომპლემენტის რაოდენობა შრატში პირდაპირ დამოკიდებულებაში იმყოფება როგორც ულტრაბგერის ზემოქმედების ძალასთან, ისე მისი ზემოქმედების ხანგრძლივობასათან.
The complement content in the serum is in direct dependence upon the intensity as well as upon the duration of the ultrasound wave effect on the live organism.
22983.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
მორფიუმის ცნს-ზე მოქმედების მექანიზმის ზოგიერთი საკითხის შესახებ.
On some aspects of the mechanism of morphine effect on the CNS.
22984.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
მორფიუმი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.
Morphine is a preparation widely used in medical practice.
22985.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
განხილულია პრეპარატის მოქმედება ექსპერიმენტულ ცხოველთა ცნს-ზე. ნაჩვენებია ნარკოტიკული ნივთიერების გავლენა უჯრედის მემრანულ სტრუქტურებზე და ორგანიზმში მიმდინარე იმუნოლოგიურ პროცესებზე.
The paper is concerned with different aspects of the action of the preparation on the CNS of experimental animals. The effect of this narcotic agent on the membrane structures of cell and immunological processes in the organism.
22986.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
სხვადასხვამხრივ მიმართული ერთჯერადი და მრავალჯერადი განივი გადატვირთვების გავლენა პანკრეასის ჰისტოსტრუქტურაზე.
The effect of variously-directed, single and multiple longitudinal overloads on the histostructure of the pancreas.
22987.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
ექსპერიმენტში 200 მამალ კურდღელზე შესწავლილია ცენტრიფუგით სხვადასხვამხრივ მიმართულ ერთჯერადი და მრავალჯერადი, სხვადასხვა სიდიდისა და დროის აჩქარებათა გავლენა პანკრეასის ჰისტოსტრუქტურაზე.
The author investigated the effect of variously-directed, single and multiple, accelerations differing in magnitude and time of action, on the pancreas histostructure. The study involved 200 centrifuge tests with male rabbits.
22988.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
მაკრო- და მიკროსკოპიულმა გამოკვლევებმა გამოავლინეს უხეში ცვლილებები როგორც სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ისე ორგანოს პარენქიმაშიც.
Macro-microscopic investigations revealed gross changes in the organ parenchyma.
22989.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
როგორც წესი, ორგანოში აღინიშნება სისხლძარღვთა მნიშვნელოვანი ჰიპერემია.
As a rule, there was considerable vascular hyperemia.
22990.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
ვენები მკვეთრად გაფართოებულია.
Veins are dilated.
22991.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
პანკრეასის ქსოვილში აღნიშნულია პერივასკულარული შეშუპებები და სისხლჩაქცევები.
Perivascular oedemata and haemorrhages were found in the pancreas tissue.
22992.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
წერტილოვანი სისხლჩაქცევები იყო აგრეთვე ლანგერნაკის კუნძულაკებში.
Punctate haemorrhages are found in Langerhans islets.
22993.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
თირეოიდული კათეფსინების ჰისტოქიმიური აქტივობა ნორმასა და სხვადასხვა ფორმის ჩიყვის დროს.
Histochemical characteristics of thyroidal cathepsins in norm and in various forms of goiter.
22994.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
ჰისტოქიმიური რეაქციის ინტენსივობა ყველაზე უფრო მკაფიოდ გამოხატულია დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დროს, შემდეგ კვანძოვანი და ბოლოს ნორმალურ თირეოიდულ ქსოვილში.
The intensity of the histochemical reaction was more pronounced in diffuse toxic goiter, less in adenomatous goiter and the least in the normal thyroid tissue.
22995.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
ყველაფერი ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ ფარისებრივი ჯირკვლისათვის დამახასიათებელია ფაგოლიზოსომური ფუნქცია.
All this points to the phagolysosomal function of the thyroid.
22996.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
ექსპერიმენტული მწვავე ქოლეცისტიტების დროს პერიფერიული სისხლის მდგომარეობა.
Peripheral blood state in experimental acute cholecystitis.
22997.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მედიცინა
ნაღვლის ბუშტის სადინარის გადაკვანძვა და ნაწლავის ჩხირის ვირულენტური კულტურის შეყვანა კრისტალურ ქემოტრიფსინთან ერთად იწვევს მწვავე ქოლეცისტიტის სურათის განვითარებას ცდიდან 24-48 საათში დამახასიათებელი ცვლილებებით პერიფერიული სისხლის თეთრი რიგის უჯრედებში.
Isolated cystic dust ligation and administration of virulent culture of Escherichia coli with crystalline chymotrypsin solution into gallbladder causes an experimental acute cholecystitis in dogs with characteristic changes in peripheral blood of white series.
22998.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მორფოლოგია
მრავლობითი დამიზნებითი ბიოპსიის მეთოდის დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ქრონიკული გასტრიტის დროს.
Diagnostic importance of multiple gastroscopic biopsy in chronic gastritis.
22999.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მორფოლოგია
მრავლობითი დამიზნებითი ბიოპსიის მეთოდის გამოყენებით შესწავლილია 181 ავადმყოფი.
Multiple gastroscopic biopsy has been carried out in 181 patients with chronic gastritis.
23000.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭის ლორწოვანი გარსის ერთი და იგივე ტოპოგრაფიული არიდან აღებული ორი ბიოპსიით ერთნაირი ხასიათის დაზიანება დადგინდა 90,3-91,1%, ხოლო სხვადასხვა ტოპოგრაფიული უბნებიდან აღებული ბიოპსიური მასალის შედარებით - 28%.
Identical changes of the mucosa have been found in 90.3-91.1 per cent of cases as a result of two biopsies from the same topographic region. Identical changes from different topographic regions have been found in 28 per cent of cases.