მოიძებნა 668064 ჩანაწერი
23141.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტყევეობა
მოყვანილია გარეული თხილის ფორმების შესწავლის შედეგები საქართველოს მაღალმთის ტყეებში.
The findings of a study of the variety of hazel forms in the high – mountain areas of Georgia are presented.
23142.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტყევეობა
გამოყოფილია სამეურნეოდ ძვირფასი უხვმოსავლიანი ფორმები, რომელთა ნაყოფის ძირითადი მაჩვენებლები არ ჩამოუვარდებიან ბაღის თხილის ინტროდუცირებულ და ადგილობრივ ჯიშებს.
Forms of economic value, which by the quality of nuts and yield – capacity are in no way inferior to the varieties of filbert cultivated in the low lands, have been identified.
23143.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტყევეობა
დასაბუთებულია მაღალმთის პირობებში თხილის გაშენების პერსპექტივები საქართველოში.
The prospects of setting up the hazel economy in the high – mountain regions of Georgia are substantiated.
23144.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მექანიკა
თანამგზავრ - გიროსტატის ფარდობითი წონასწორული მდებარეობების შესახებ სამი სხეულის შეზღუდულ ამოცანაში.
On relative equilibria of a satellite – gyrostat in a three – body boundary problem.
23145.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მექანიკა
განხილულია თანამგზავრ - გიროსტატის ზოგიერთი ფარდობითი წონასწორული მდებარეობები სამი სხეულის ამოცანისათვის ერთ კარძო შემთხვევაში.
Some relative equilibrium conditions of a satellite – gyrostat for a three – body problem in a particular case are considered.
23146.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მექანიკა
მიღებულია მდგრადობის საკმარისი პირობები.
Sufficient conditions of stability are obtained.
23147.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მექანიკა
ზოგიერთ ჰიდრონაგებობათა მასივური ელემენტების რხევებისა და მდგრადობის (გადაყირავებაზე) ანალიზი დინამიური ზემოქმედებისას.
Analysis of oscillation and stability (against overturning) of the rigid elements (monoliths) of some hydraulic engineering structures under dynamic effects.
23148.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მექანიკა
განხილულია ჰიდრონაგებობათა ელემენტების იძულებითი რხევები და მოცემულია ანალიზი მათი მდგრადობისა (გადაყირავებაზე), როდესაც დინამიური ზემოქმედება ჰიდროდინამიკური და სეისმური ძალებისა ცვალებადობის ნებისმიერ ხასიათს ატარებს.
The forced oscillations of the monoliths of hydraulic engineering structures are considered and analysis of their stability against overturning is presented for the case when the effects of the hydrodynamic and seismic forces are of random character.
23149.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მექანიკა
შედგენილია პროგრამა ალგოლის ენაზე.
The programme is compiled for the computer on the basis of algol language.
23150.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მექანიკა
რიცხვითი ინტეგრების შედეგები შედარებულია ლაბორატორიულ ექსპერიმენტთან.
The numerical integration results are compared with laboratory experimental data.
23151.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მექანიკა
ამოხსნილია რეალური ობიექტის მდგრადობის ამოცანა კოინას კაშხლის მაგალითზე და აგებულია მისი ზედა მასივის არაწრფივი რხევების მახასიათებელი გრაფიკები.
The problem of the stability of a real monolith is solved using the Koyna Dam example and diagrams of the nonlinear oscillations of its upper block are plotted.
23152.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მექანიკა
ტურბოჰაერმბერავ დანადგარში ხარჯისა და წნევის პომპაჟური რხევის სიხშირის განსაზღვრის საკითხისათვის.
On determining the air rate and pressure frequency of surging oscillation in a turbo – blower installation.
23153.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მექანიკა
განხილულია დოპლერის პრინციპის გათვალისწინების საკითხი ტურბოჰაერმბერავ დანადგარში ხარჯისა და წნევის პომპაჟური რხევის სიხშირის უფრო ზუსტად განსაზღვრისათვის დამჭირხნ ჰაერსადენში ნაწილობრივ გაღებული საკვალთის დროს.
The question of considering Doppler’s principle for more precise determination of the air rate and pressure frequency of surging oscillation in the supercharge tube of a turbo – blower installation with partially opened gate is discussed.
23154.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მექანიკა
მოყვანილია პომპაჟური რხევის სიხშირის განსაზღვრისათვის საჭირო ფორმულა დოპლერის პრინციპის გათვალისწინებით და ჩატარებული ექსპერიმენტების ზოგიერთი შედეგი ამ ფორმულის სიზუსტის შემოწმების მიზნით.
The formula for determining the frequency of surging oscillation with account of Doppler’s principle has been derived and some results of experiments verifying the accuracy of this formula are presented.
23155.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეცნიერების ისტორია
სამკურნალო რჩევა-დარიგების ფორმულა ქართულ შელოცვებში.
The formulae for medical advice in Georgian charms.
23156.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეცნიერების ისტორია
ნაჩვენებია სამკურნალო რჩევა-დარიგების ფორმულის ადგილი ქართული შელოცვის არქიტექტონიკაში.
The role of medical advice in Georgian charms and its position in the structure of the magic text are shown.
23157.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეცნიერების ისტორია
გარკვეულია ამგვარ ფორმულათა რაობა და ტიპები.
Different types of formulae and their common basis are discussed.
23158.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეცნიერების ისტორია
აღნიშნულია, რომ ქართულ შელოცვებში წარმოდგენილი მაგიური და რაციონალური ხალხური მკურნალობის მეცნიერული შესწავლა სათანადო ინტერესს იწვევს როგორც ისტორიულ-შემეცნებითი, ისე პრაქტიკულ-გამოყენებითი თვალსაზრისით.
It is noted that scientific study of both the purely magical and the magical–practical folk healing methods represented in Georgian charms is of interest both from the historical and the practical point of view.
23159.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეცნიერების ისტორია
ამგვარი კვლევა მრავალმხრივ ინტერესს მოიცავს და იგი ბევრ უცნობ საკითხს მოჰფენს სინათლეს.
Such research will help to solve many hitherto obscure problems.
23160.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მინერალოგია
თიხა მინერალების პოფრაქციული რაოდენობრივი რენტგენოსტრუქტურული ანალიზი.
Fractional quantitative X – ray structural analysis of clayey minerals.