მოიძებნა 668064 ჩანაწერი
23121.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მანქანათმცოდნეობა
განსაზღვრულია ბრტყელი შვიდრგოლა სახსრიანი მექანიზმის კინემატიკური სიზუსტე მექანიზმის მდებარეობის ცნობილი ფუნქციის მიხედვით.
The determination of the kinematic accuracy of a seven – link hinged mechanism according to the known function of its position is considered.
23122.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მანქანათმცოდნეობა
კერძო შემთხვევის სახით მიიღება როგორც ხუთრგოლა, ისე ოთხრგოლა ბრტყელი სახსრიანი მექანიზმების ცდომილებათა განმსაზღვრელი გამოსახულებები.
The results obtained can be used to determine the error of both five – link and four – link plane hinged mechanisms.
23123.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
შენადნობ სილიკომარგანეცისა და კაჟბად - მარგანეც - კალციუმის (კმკ) შენადნობების გამოდნობა ანგარსკის ნახევარკოქსზე.
The smelting of silicomanganese and silicon – manganese – calcium (SMC) alloys on Angara semicoke.
23124.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
შესწავლილია კოქსის „თხილანის“ მაგიერ ანგარსკის ნახევარკოქსის გამოყენება და ტექნიკურ - ეკონომიური ეფექტიანობა.
The expediency and techno – economic efficiency of using Angara semicoke instead of “nut” coke has been examined and confirmed.
23125.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
დადგენილია, რომ ნახევარკოქსზე სილიკომარგანეცისა და კაჟბად - მარგანეც - კალციუმის (კმკ) გამოდნობისას იზრდება წამყვანი ელემენტების - მარგანეცისა და კაჟბადის, კაჟბადისა და კალციუმის გამოყენება.
It has been found that when smelting silicomanganese and silicon – manganese – calcium (SMC) alloys with Angara semicoke the use of the leading elements – manganese and silicon, silicon and calcium – increases.
23126.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
მცირდება საკაზმე მასალებისა და ელექტროენერგიის კუთრი ხარჯი ტონა ლითონზე.
The relative flow rates of mixture materials and electric power per ton of alloy fall.
23127.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
ვაკუუმირების გავლენა თუჯის სტრუქტურასა და რაფინირების პროცესზე.
The influence of vacuum treatment on the refining process and cast – iron structure.
23128.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
შესწავლილია თუჯის ღუმელგარეშე ვაკუუმური დამუშავებისა და ვაკუუმში დნობისას აირებისა და არალითონური ჩანაერთების გამოყოფის ხასიათი, აგრეთვე თუჯის სტრუქტურული ცვლილებები ვაკუუმში დამუშავების შემდეგ.
The character of the release of gases and non – metallic inclusions as well as the structural changes in cast – iron after vacuum treatment has been studied.
23129.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
ბორის ამორფული აფსკის ელექტრული თვისებების კვლევა.
Investigation of the electrical properties of amorphous boron films.
23130.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
შესწავლილია ბორის ამორფული აფსკის ხვედრითი წინააღმდეგობისა და თერმო - ე. მ. ძ. -ის ცვლილება ტემპერატურისაგან დამოკიდებულებით.
The temperature dependence and thermo- e. m. f. of amorphous boron films has been studied.
23131.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
ეს დამოკიდებულებანი წარმოდგენილია სათანადო გრაფიკების სახით.
The dependences are represented by corresponding diagrams.
23132.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
განსაზღვრულია აქტივაციის ენერგია საკუთარ გამტარებლობის ზონაში.
The activation energy in the zone of intrinsic conduction has been determined.
23133.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
საიმედო ექსპერიმენტის დაგეგმვის მეთოდიკის შესახებ მილების გლინვის ტექნოლოგიის გამოკვლევისას საწარმოო პირობებში.
On methods of planning a reliable experiment when investigating the technology of tube rolling in working conditions.
23134.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
პალადიუმისა და IX18H9T უჟანგავი ფოლადის შეერთების ზონაში დიფუზიური პროცესების მიკრორენტგენოსპექტრული გამოკვლევა.
Electron – probe microanalysis of diffusion processes at the weld zone of stainless steel with palladium.
23135.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
კარბონატული მანგანუმის აგლომერატების სინთეტიკური თხევადი ფაზების სიბლანტისა და დასველებადობის შესწავლა.
Study of the viscosity and wettability of liquid phases of carbonate manganese agglomerates.
23136.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
ელექტროროტაციულ ვისკოზიმეტრზე შესწავლილია სინთეტიკური ნადნობების სიბლანტე.
The viscosity of synthetic melts has been investigated on the electric rotary viscometer.
23137.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
ნადნობები შეესაბამებიან კარბონატული მანგანუმის მადნების აგლომერაციისას წარმოქმნილი თხევადი ფაზების შედგენილობას.
The melts correspond to the liquid phases formed at the agglomeration of carbonate manganese ores.
23138.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
დადგენილია დასველებადობის პირობები მაღალტემპერატურულ რეჟიმებში სააგლომერაციო კაზმის შეცხობისას წარმოქმნილ თხევად ფაზებსა და მყარ კომპონენტებს შორის.
The conditions of the wettability of the main solid components of agglomeration charge by liquid phase in the high-temperature period of the process of clinkering were established.
23139.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტალურგია
მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით და აგლომერაციისას წარმოქმნილი თხევადი ფაზების შედგენილობისა და თვისებების გათვალისწინებით ახსნილია მანგანუმის (ჟანგეული და კარბონატული) აგლომერატების ფორმირების მექანიზმი.
On the basis of the obtained results the interpretation of the mechanism of the forming of manganese (oxide and carbonate) agglomerates is given, with account of the composition and properties of the liquid phase forming in the process of agglomeration.
23140.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მეტყევეობა
თხილის (Corylus avellana L.) პოპულაციების გენეტიკური სტრუქტურა და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა.
Genetic structure of natural populations of hazel (Corylus avellana L.) and its economic significance.