მოიძებნა 668064 ჩანაწერი
23781.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში არქეოლოგიური კულტურების გავრცელების ფარგლები ძვ. წ. III ათასწლეულიდან ტრადიციულია და იგი თითქმის ზუსტად თავსდება აღმოსავლეთ საქართველოს თანამედროვე საზღვრებში.
In the central part of the South Caucasus the boundaries spread of archaeological cultures from the 3rd millennium BC is traditional and they almost precisely fit in new modern limits of Eastern Georgia.
23782.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ეს გასათვალისწინებელი მოვლენაა ადგილობრივი მოსახლეობის ეთნოკულტურული პრობლემების ძიების დროს.
This phenomenon should be taken into in the research in the ethnocultural issues of the local population.
23783.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
კავკასია ორ ზღვას შორის მდებარე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხმელეთის ვიწრო ზოლია.
The Caucasus is an isthmus linking Europe and Asia and lying between two seas.
23784.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
აქ ათასწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა ბუნებრივ პირობებზე და მის თანამდევ მრავალ თავისებურებაზე დაფუძნებული, სამი კულტურა ჩამოყალიბდა, ერთიმეორისგან განსხვავებული მატერიალური კულტურის იერსახით და სოციალ-ეკონომიკური სისტემით.
Here, over the millennia, based on diverse natural conditions and attending numerous peculiarities, three cultures took shape, with differing material culture and social-economic systems.
23785.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ერთი – ჩრდილოეთ და ორი – სამხრეთ კავკასიაში, მის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში.
One in the North and two in the South Caucasus – in its western and central parts.
23786.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გარე, ხშირად მძლავრი ზეგავლენით გამოწვეული კატაკლიზმებისა, რაც ეპოქალურად მრავალი სიახლით აღინიშნებოდა, კავკასიური კულტურები მთელი თავისი არსებობის მანძილზე განუწყვეტლივ, თანამიმდევრულად აგრძელებდნენ შიდა განვითარების მაგისტრალურ ხაზს და მყარად ინარჩუნებდნენ განუმეორებელი ინდივიდუალობის სტაბილურ ხასიათსა და გავრცელების საზღვრებს.
It should be noted specially that notwithstanding the cataclysm so often them caused by external strong influences, marked by many innovations over the epochs, the Caucasian cultures, throughout their existence, continued the main line of their internal development and firmly preserved the stable character and boundaries of diffusion of their inimitable individuality.
23787.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
კავკასიის ერთ-ერთ ასეთ გეოგრაფიულ რეგიონს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილი.
The central part of the South Caucasus constitutes one such geographic region of the Caucasus.
23788.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
იგი ჩრდილოეთიდან ისაზღვრება დიდი კავკასიონის ქედის სამხრეთი ფერდებით;
From the north it is bounded by the south slopes of the Greater Caucasus Range;
23789.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
დასავლეთიდან – ლიხის მთით, რომელიც ეღობება შავი ზღვის სუბტროპიკული ჰავის ნაკადს;
From the west by the Likhi mountain forming a barrier to the stream of the Black Sea subtropical climate;
23790.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
აღმოსავლეთიდან მკვეთრად იფარგლება კასპიისპირა დამარილებული ნიადაგების სტეპური ზოლით, რომელიც თავისუფლად ატარებს შუა აზიის ცხელი ჰაერის მასებს.
From the east it is strongly bounded by the steppe zone of the Caspian saline soils, giving free passage to the hot air masses of Central Asia.
23791.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ეს კი ბევრად განაპირობებს სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის კლიმატს და შესაბამისად აქ მცხოვრები საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის მიმართულებებს.
This largely determines the climate of the central part the of South Caucasus and, accordingly, the directions of the economic activity of the society settled here.
23792.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ერთდროულად, ამ მხარეში ლითონის მდიდარი წიაღისეულისა და ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა ბუნებრივი რესურსების არსებობა, ყველა ეპოქაში განსაზღვრავს ადგილობრივი საზოგადოების სოციალ-ეკონომიკურ სახეს.
At the same time, the existence in this region of rich metal ores and other resources necessary for human activity determines, in all epochs, the social-economic make-up of the local society.
23793.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ამ გეოკლიმატური თავისებურებებით გამორჩეულ რეგიონის სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს მცირე კავკასიონის მთიანეთი და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორია, მდინარე არაქსამდე.
The mountain region of the Lesser Caucasus is an area distinguished for its geoclimatic peculiarities and the adjoining territory down to the Araks river.
23794.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ენეოლითურ ეპოქაში კავკასიის არქეოლოგიური კულტურების საზღვრები, კვლევის დღევანდელ ეტაპზე, მეტად ამორფულია, რის გამოც მათი გავრცელების კონკრეტული ფარგლები ჯერ-ჯერობით მკვეთრად არ არის გამოსახული.
At the present stage of development the boundaries of archaeological culture of the Caucasus in the Aeneolithic period are too amorphous, owing to which the concrete boundaries of their diffusion are so far not clearly defined.
23795.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ძვ. წ. V ათასწლეულის დასასრულს და IV ათასწლეულში შუამდინარეთიდან ლტოლვილ ურუკელ მიგრანტთა დიდი ტალღა მთლიანად ფარავს მთელ კავკასიას.
At the end of the 5th millennium BC and in the 4th millennium a large wave of Uruk migrants from Mesopotamia overwhelmed the entire Caucasus.
23796.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
კავკასიაში შემოსული ამ კულტურის ადგილობრივთან ინტეგრაციის პროცესი უპირატესად ბრინჯაოს მეტალურგიის განსაკუთრებულ დაწინაურებაში აისახა, რამაც საზოგადოების სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას „ფეთქებადი” ხასიათი მიანიჭა.
The process of integration of this culture entering the Caucasus with the local population was predominantly expressed in a special advance of bronze metallurgy imparting "explosive" character to the socio-economic development of the society.
23797.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
როგორც ჩანს, საწყის პერიოდში, ამ კულტურათა შერწყმის შედეგად, სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ძვ.წ. IV ათასწლეულში ყალიბდება ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურა.
Apparently in the initial period, as a result of a merger of these cultures, the Early Bronze Age Kura-Araxes culture took shape in the central part of the South Caucasus in the 4th millennium BC.
23798.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
იგი თანდათანობით სხვადასხვა შიდა მოთხოვნილებების საფუძველზე თავისი ჩამოყალიბების ფარგლებს გარეთ, დიდ ფართობზე ვრცელდება.
On the basis of its various internal demands, this culture gradually left the boundaries of its established area.
23799.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
სამხრეთით მტკვარ-არაქსული კულტურა თითქმის მთლიანად იკავებს დღევანდელი ჩრდილო ირანის ტერიტორიასა და აღმოსავლეთ ანატოლიას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპირომდე.
To the south the Kura-Araxes culture embraced almost entirely the territory of modern Iran and eastern Anatolia to the eastern Mediterranean Shore.
23800.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ჩრდილოეთით იგი ფარავს კავკასიონის ქედის მიღმა ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილს და, როგორც ფიქრობენ, ევროპის დიდ მონაკვეთსაც.
To the north it covers the eastern part beyond the Caucasus Range and presumably a large section of Europe.