მოიძებნა 668064 ჩანაწერი
23801.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მტკვარ-არაქსული კულტურის განვრცობა განსაკუთრებით დიდ ფართობზე მისი განვითარების ზენიტს ემთხვევა.
It should be noted here that the spread of the Kura-Araxes culture over a large area coincides with the heyday of its development.
23802.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
სამხრეთით ვრცელდება მტკვარ-არაქსული კულტურის როგორც ჩრდილო, ისე სამხრეთული ვარიანტი, ჩრდილოეთ კავკასიაში კი მხოლოდ მისი ჩრდილო ვარიანტი.
To the south both the northern and southern variants of the Kura-Araxes culture are spread, in the North Caucasus culture partly covers the territory of the northern variant.
23803.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
გასული საუკუნის მიწურულს სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ბედენური კულტურის არსებობა დადგინდა, რომლის არსებობის ქრონოლოგიური ჩარჩოები საკმაოდ დამაჯერებლად ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით განისაზღვრა.
At the end of the past century the existence of Bedeni culture was conformed in the central part of the South Caucasus; the chronological limits of its existence were determined – with fair precision – as the second-half of the 3rd millennium BC.
23804.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ამჟამად ბედენური მასალების აღმოჩენამ, მტკვარ-არაქსულთან ერთად, ხაშურის ნაცარგორაზე, მკაცრად სტრატიფიცირებული კულტურული ფენებით, მტკვარ-არაქსული კულტურის ქრონოლოგიური ჩარჩოების გაფართოების აუცილებლობაზე მიგვითითა, რომელმაც, როგორც ჩანს, ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარიც უნდა მოიცვას.
At present, the discovery of Bedeni material, along with that of the Kura-Araxes, at Khashuri Natsargora, with rigorously stratified habitation layers points to the need for the expansion of the chronological frame, which must apparently embrace the second half of the 3rd millennium BC as well.
23805.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
რაც შეეხება ბედენური კულტურის გენეტიკურ კავშირს როგორც მტკვარ-არაქსულ, ისე მისი მომდევნო ხანის თრიალეთურ კულტურასთან, ეს საკითხი უაღრესად პრობლემატურია და მრავალ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, რადგან არსებული მასალების მიხედვით ეს კავშირი, ჯერჯერობით მაინც, სრულიად უნდა გამოირიცხოს.
As to the genetic relation of Bedeni culture to the Kura-Araxes, as well as to its subsequent period Trialeti culture, this issue is extremely problematic, raising many unanswered questions, for according to available material it must, at least for the time being, be absolutely ruled out.
23806.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
მიუხედავად ამისა, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ ბედენური კულტურის გავრცელების საზღვრები თითქმის ზუსტად ემთხვევა სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის შემდგომი, ძვ. წ. II ათასწლეულის და ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის, ტიპიური კავკასიური შუაბრინჯაოს, გვიანბრინჯაოს და რკინის ხანის კულტურების გავრცელების ფარგლებს, რომლებიც ერთიმეორესთან გენეტიკურად მჭიდროდ არიან დაკავშირებული.
Nevertheless, I believe it highly significant that the boundaries of the spread of Bedeni culture almost coincide with the boundaries of the spread of typical Caucasian Middle Bronze, Late Bronze and Iron Age cultures of the subsequent 2nd millennium BC and 1st millennium BC of the central part of the South Caucasus – all closely linked to each other genetically.
23807.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ბედენური კულტურა გენეტიკურად არ უკავშირდება არც თავის წინამორბედ და არც შემდეგდროინდელ ადგილობრივ კულტურებს, მათი გავრცელების საზღვრების თითქმის ზუსტი დამთხვევა შესაძლოა იმის წინაპირობა გახდეს, რომ მომავალმა კვლევა-ძიებამ მათ შორის შუალედური რგოლები მაინც გამოავლინოს, რაც საშუალებას მოგვცემს ბედენური კულტურა ადგილობრივი კულტურების განვითარების სისტემაში ჩავრთოთ.
Thus, although Bedeni culture is genetically not related to its preceding or following local cultures, the almost precise overlapping of the limits of their spread may become the precondition for future studies to reveal at least intermediate links between them, allowing us to involve Bedeni culture in the system of development of local cultures.
23808.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ამჟამად ბედენური კულტურის ქრონოლოგიურად მომდევნო, თრიალეთურ კულტურას, ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრის ქრონოლოგიურ ჩარჩოებში ათავსებენ.
Trialeti culture that chronologically followed Bedeni culture in the central part of the South Caucasus is at present placed within the chronological frame of the first half of the 2nd millennium BC.
23809.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის არქეოლოგიური მასალების მიხედვით იგრძნობა წინააზიურ კულტურებთან ურთიერთობის განსაკუთრებული გააქტიურება, თრიალეთური კულტურისთვის დამახასიათებელი, ძირითადად ადგილობრივი ნიშნების მიხედვით, შესაძლებელი ხდება მისი კუთვნილი ტერიტორიის მკვეთრად შემოსაზღვრა.
Although in this period according to the archaeological material of the Central part of the South Caucasus special activation of relations is felt with Near Eastern cultures, by recourse to the characteristic features of Trialeti culture – basically local ones – it is possible to strictly limit its territory.
23810.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
არსებითია, რომ უკვე ამ დროიდან ძვ.წ. I ათასწლეულის შუახანებამდე შეიძლება ამ რეგიონში კულტურის უწყვეტ განვითარებას გაედევნოს თვალი, რაც მთავარია, გავრცელების ერთი და იგივე სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ფარგლებში.
Significantly enough, from this time to the mid - 1st millennium BC one can trace uninterrupted development of culture in this region, which is most important, within the same central part of the South Caucasus.
23811.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მრავალი, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი და აღმოსავლეთ თურქეთის მუზეუმებში ექსპონირებული მასალების მიხედვით (აკადემიკოსების ო. ჯაფარიძისა და დ. მუსხელიშვილის სიტყვიერი ცნობა), სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ.წ. II ათასწლეულის კულტურები გასაოცარ მსგავსებას ამჟღავნებენ ამ რეგიონთან.
However, it should be stressed here that numerous and hitherto unpublished materials are exhibited in the museums of Eastern Turkey (verbal communication of Acad. O. Japaridze and Acad. D. Muskhelishvili) that evince striking resemblance with the 2nd millennium cultures of the central part of the South Caucasus of this region.
23812.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ადრე მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლიდა, რომ თრიალეთური შუაბრინჯაოს ხანის კულტურა უეცრად წყვეტს არსებობას.
Earlier, a group of scholars believed that Trialeti Middle Bronze Age cultures suddenly ceased to exist;
23813.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
იგი გენეტიკურად არ უკავშირდება მისი შემდგომი დროის გვიანბრინჯაოს ხანის კულტურებს და, შესაბამისად, ამ დროიდან ამ რეგიონში კულტურის ცვლა იგულისხმებოდა.
It was genetically not related to subsequent period Late Bronze Age cultures, hence from this time a change of culture was implied here.
23814.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
თუმცა, შემდგომი კვლევის შედეგად, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის არქეოლოგიური მასალების მიხედვით შუა და გვიანბრინჯაოს ხანებს შორის დამატებით გამოიყო განვითარების სამი ახალი საფეხური.
However, as a result of subsequent research, according to the archaeological material of the central part of the South Caucasus, three new stages of development between the Middle and Late Bronze Ages were identified.
23815.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ამ საფუძველზე კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ძვ.წ. I ათასწლეულის კულტურები გენეტიკურად დაუკავშირდა ერთიმეორეს და განვითარების განუწყვეტელი მყარი სისტემის არსებობა დაადასტურა.
On this basis the cultures of the 1st millennium BC in the central part of the Caucasus became genetically related to one another, at testing to the existence of a stable system of uninterrupted development.
23816.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
მეტად არსებითია, რომ განვითარების ამ ახლად გამოვლენილი სამივე საფეხურის კულტურათა გავრცელების ფარგლები ძვ. წ. III და II ათასწლეულთა ადგილობრივი კულტურების განვრცობის საზღვრებში თავსდება და, თავის წინამორბედთა მსგავსად, მთელ ამ ტერიტორიაზე ინარჩუნებს ერთიან ხასიათს. ცხადია, ამა თუ იმ მხარეში მცირე ნიუანსებით.
It is important to note that the limits of the spread of the newly-identified three stages of cultures remain within the bounds of spread of the local cultures of the 3rd and 2nd millennia BC and, similarly to its predecessors preserves a single character on this entire territory, obviously with minor nuances in one or another area.
23817.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ახლადგამოყოფილი გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული, პირველი საფეხურის კულტურა, რომელმაც ცენტრალურ ამიერკავკასიურის სახელწოდება დაიმკვიდრა, გენეტიკურად მჭიდროდ აღმოჩნდა დაკავშირებული არა მარტო თავის წინამორბედ, არამედ თავის მომდევნო ხანის კულტურებთანაც.
Special note should be made that the early, first stage culture of the newly-identified culture that has earned the name of central South Caucasus culture, has been found to be genetically closely related not only to its preceding but following cultures as well.
23818.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
მართალია, ამ პერიოდში იგი ატარებს მცირეაზიურ-ხეთურ სამყაროსთან მყარი კავშირის ნიშნებს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ კვლავ თავისი წინამორბედი კულტურების ტრადიციულ საზღვრებში რჩება და თავის ადგილობრივ ინდივიდუალობას ინარჩუნებს.
True, in the period it bears features of a stable link with the Asia Minor - Hittite world, but it is obvious too that it remains within the traditional bounds of its preceding culture, preserving its individuality.
23819.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
შემოსულ ყველა პროგრესულ სიახლეს კი ითვისებს, გადაამუშავებს და თავისებურ ელფერს აძლევს.
It adapts, remakes and gives a peculiar air to all incoming progressive innovations.
23820.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
რა ხდება შემდგომ ეპოქაში სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც მთლიანად მოიცავს ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულს და ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარს, ე. ი. გვიანბრინჯაოს ხანის კლასიკურ პერიოდს და რკინის ხანას?
What happens in the subsequent period in the central part of the South Caucasus, which covers entirely the end of the 2nd millennium BC and the first half on the 1st millennium BC, the classical period of the Late Bronze Age and the Iron Age?