მოიძებნა 668064 ჩანაწერი
23821.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ამ ეპოქის ყველაზე არსებითი ნიშანია ის, რომ ამ დროს იწყება უმნიშვნელოვანესი, რევოლუციური პროცესი კულტურის განვითარებაში, რკინის მეტალურგიაზე თანდათანობით გადასვლა და მისი თანამდევი ერთიანი ცენტრალურამიერკავკასიური კულტურის სეგმენტაცია მცირე, ერთიმეორის მონათესავე გაერთიანებებად.
The most important feature of this period is that at this time begins the most significant, revolutionary process in the development of culture – gradual transition to iron metallurgy and its attendant segmentation of the central South Caucasus culture into small, related associations.
23822.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ეს შემადგენელი ნაწილი გენეტიკურადაა დაკავშირებული თავის წინამორბედ კულტურასთან და ყველა მათგანი ერთობლივად თავისი საზღვრებით თავსდება მის ფარგლებში.
Most important in this is the fact that all these constituent parts are genetically related to their preceding culture and all of them in aggregate are placed with their boundaries within its frame.
23823.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
თავდაპირველად, დაახლოებით ძვ.წ. XIII საუკუნეში, რიგი თავისებური ნიშნით ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური მასალების ორი ჯგუფი გამოიყოფა.
Initially, in ca the 13th c. two groups of archaeological material are identifiable by a number of peculiarities.
23824.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ერთი – მტკვრის შუა დინების დაბლობში და მის ირგვლივ მდებარე მთა-გორებში და მეორე – იორ-ალაზნის აუზში.
One in the plain of the middle course of the Mtkvari and in the foothills surrounding it and the second in the Iori-Alazani basin.
23825.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ამ დროს მტკვრის შუა დინების კულტურა რიგი თავისებურებებით ხასიათდება, რომელიც უცხოა მისი წინამორბედი კულტურისთვის.
At the time the culture of the middle course of the Mtkvari is characterized by a number of peculiarities, which are alien to its preceding culture.
23826.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
აღნიშნულ რეგიონში ძვ.წ. XIII საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური კულტურა, რომელიც თავისი წინამორბედის – ცენტრალურამიერკავკასიური კულტურის პირდაპირ გაგრძელებას წარმოადგენს, მოიცავს მთლიანად იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიას.
In the cited region, dated to the 13th century BC, which is a direct continuation of its predecessor Central South-Caucasian culture, entirely covers the territory of the Iori-Alazani basin.
23827.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
შემდგომ, ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულს იგი სამ ლოკალურ ჯგუფად ნაწევრდება.
Subsequently, at the end of the 2nd millennium BC, it breaks up into three local groups.
23828.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ყველა მათგანს ჩვენ ქართულ წერილობით წყაროში მოცემულ გარკვეულ ქართულ ეთნიკურ ჯგუფებთან ვაკავშირებთ, რადგან მათი გავრცელების საზღვრები თითქმის ზუსტად ემთხვევა ქართულ წერილობით წყაროში მითითებულ უძველესი ქართული ეთნიკური წარმონაქმნების საზღვრებს.
I link all of them to definite Georgian ethnic groups found in the Georgian written source, for the boundaries of their diffusion coincide with those of the ancient Geogian ethnic entities given in the Georgian written source.
23829.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
გვიანბრინჯაოს ხანის პირველი საფეხურიდან მცირე კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ყალიბდება თავისებური, ცენტრალურ ამიერკავკასიური კულტურისგან მრავალი ნიშნით გამორჩეული კულტურა, რომელიც განვითარების შემდგომ საფეხურებზეც ინარჩუნებს თავის ინდივიდუალურ ხასიათს.
From the first stage of the Late Bronze Age in the southwestern part of the Lesser Caucasus mountain region a peculiar culture takes shape, distinguished from the Central South Caucasian culture in its many features, preserving its individual character in the subsequent stages of development.
23830.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
მისი გენეზისისა და გავრცელების საზღვრების შესახებ ჯერჯერობით მკვეთრად ჩამოყალიბებული შეხედულება არ არსებობს.
Thus far there is no clearly defined view on its genesis and boundaries of diffusion.
23831.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
არ შეიძლება არ შევეხოთ ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ორ უდიდეს მოვლენას, რომელიც სამხრეთ კავკასიას ეხება.
I cannot bypass two major developments of the first half of the 1st millennium BC referring to the South Caucasus.
23832.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
პირველი სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ურარტულ ექსპანსიას უკავშირდება.
The first is related to the Urartian expansion into the central part of the South Caucasus.
23833.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
თავიდანვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესმა აღნიშნული მხარის მხოლოდ უკიდურესი სამხრეთი მონაკვეთი მოიცვა.
It should be stressed from the beginning that this process occurred only in the extreme south of the South Caucasus.
23834.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ურარტელებს უფრო ღრმად სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში არ შემოუღწევიათ.
The Urartians did not penetrate deeper into the central part of the South Caucasus.
23835.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
კონტაქტები ამ კულტურასთან სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ჩრდილო მონაკვეთში მხოლოდ თითო-ოროლა ურარტული ნივთის აღმოჩენით აღინიშნება, რაც აქ (თლია, ხირსა) სამხედრო ნადავლის, ბრინჯაოს სარტყლების სახით უნდა იყოს მოხვედრილი.
Contacts with this culture are marked by the discovery of a few Urartian items in the northern section of the South Caucasus. These finds (Tlia, Khirsa) must have found their way here in the form of military spoils, bronze belts.
23836.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
თუმცა, ამ ძლიერ მეზობელთან ურთიერთკავშირის არსებითი ზეგავლენა მაინც აშკარაა.
However, considerable influence resulting from the relationship with this strong neighbour is obvious.
23837.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ამაზე მიგვითითებს სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის არქეოლოგიურ კულტურებში ურარტული რკინის საბრძოლო იარაღის და მათი მინაბაძების დიდი რაოდენობით არსებობა.
This is indicated by the presence of a large number of iron weapons and the imitations in the archaeological cultures of the central part of the South Caucasus in the first half of the 1st millennium BC.
23838.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ის, რომ ქართულ ლექსიკაში, არცთუ იშვიათად, ურარტული სიტყვიერი მასალის არსებობა დასტურდება, სრულიად ბუნებრივია და შეიძლება აიხსნას ახლო კავშირით მეზობელ ქვეყანასთან.
The not infrequent occurrence of Urartian words in Georgian vocabulary is quite natural and may be accounted for by the close contact with the neighbour country.
23839.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
თუმცა ეს მოვლენა შორს წასული დასკვნების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.
However, this phenomenon does not give ground for far-reaching conclusions.
23840.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
ასევე მნიშვნელოვანია ძვ. წ. I ათასწლეულში სამხრეთ კავკასიაში სკვითური ექსპანსიის კვალი, რომელიც მათ აქ დატოვეს გზად, ჯერ სამხრეთისკენ, შემდგომ კი უკუმოძრაობის დროს.
Also important is the trace of Scythian expansion into the South Caucasus in the 1st millennium BC, which they left here on their way south and then on their return movement.