მოიძებნა 668064 ჩანაწერი
24161.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, სამშენებლო მექანიკა
ჰუკის კანონის ფიზიკური არსის საკითხისათვის.
On the physical nature of Hook’s law.
24162.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, სამშენებლო მექანიკა
დადგენილია, რომ არაერთგვაროვანი დრეკადი მყარი სხეულებისთვის ჰუკის კანონი პრაქტიკულად სამართლიანია მისი სიმტკიცის ზღვრამდე.
It is established that Hook’s law is practically more valid for heterogeneous elastic rigid bodies up to the limit of their strength.
24163.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, სამშენებლო მექანიკა
ხისტ ლეკალოზე თხელი ღეროს ღუნვის ამოცანის ერთი ამოხსნის შესახებ.
On one solution of the problem of thin rod bending on rigid curve.
24164.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, სამშენებლო მექანიკა
განხილულია ხისტ ლეკალოზე თხელი ღეროს ღუნვის ამოცანის ამოხსნა ინტეგრალური განტოლებების მეთოდით.
The solution of the problem of thin rod bending on a rigid curve is considered by the method of integral equations.
24165.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, სამშენებლო მექანიკა
აგებულია კოშის ამოცანა რეზოლვენტისათვის.
The initial value problem is worked out for the resolvent.
24166.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, სამშენებლო მექანიკა
შედეგები პასუხობენ მ. ფილონენკო-ბოროდიჩის ცნობილ ფორმულებს.
The results fully agree with the Filonenko–Borodich well-known formulas.
24167.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
პოლიმერებში სპინ - მესერული რელაქსაციის შესახებ.
On spin – lattice relaxation in polymers.
24168.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
განხილულია ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპინ-მესერული რელაქსაციის საკითხი პოლიმერებში, რომელთა მექანიკური რელაქსაციის თვისებები აღწერილია გ. სლონიმსკის ინტეგრალური ოპერატორებით.
The question of NMR spin–lattice relaxation in polymers is considered in the assumption that the mechanical relaxation properties are described using Slonimsky’s fractional integral operators.
24169.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
პლაზმის დაბალი სიხშირის რხევების არამდგრადობა ძლიერი ელექტრომაგნიტური ტალღის ველში.
Instability of low frequency plasma oscillations in a field of strong electromagnetic wave.
24170.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
შესწავლილია არაიზოთერმული პლაზმის დაბალი სიხშირის რხევების მდგრადობის საკითხი, როდესაც პლაზმა მოთავსებულია ძლიერი, წრიულად პოლარიზებული ელექტრომაგნიტური ტალღის ველში.
Stability of low frequency plasma oscillations of nonisothermic plasma in a field of strong circularly polarized electromagnetic wave is studied.
24171.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
ნაჩვენებია, რომ მტუმბავ ველში ელექტრონების მოძრაობის რელატივისტური ხასიათი ცვლის დაბალი სიხშირის რხევების სპექტრს.
Account of the relativistic character of electron motion in the pumping field is shown to change the low frequency plasma oscillation spectrum.
24172.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
გარკვეულ პირობებში მცირე რელატივისტურ მიახლოებაშიც კი ადგილი აქვს პლაზმის საკუთარი გასწვრივი ტალღების აპერიოდულ არამდგრადობას.
Under certain conditions, even in the weak relativistic limit, the aperiodic instability of low frequency longitudinal plasma waves takes place.
24173.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
საფირონზე კაჟბადის ჰეტეროეპიტაქსიალური ფენების ელექტროფიზიკურ პარამეტრებზე თერმული ზემოქმედების გავლენის შესწავლა.
The influence of thermal effects on electrophysical parameters of heteroepitaxial silicon layers on sapphire substrates.
24174.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
კუთრი წინააღმდეგობის ზრდა განისაზღვრება დისლოკაციების გენერაციის ეფექტით მიკროორეულების გამოწვის დროს, ხოლო შემცირება დაკავშირებულია, როგორც ჩანს, დაჟანგვის მექანიზმთან და შეიძლება განისაზღვროს მინარევთა სეგრეგაციით.
The resistivity increase is determined by dislocation generation effect at microtwins annealing, while the resistivity decrease appears to be related to the oxidation mechanism and can be determined by segregation of impurities.
24175.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
ბისმუტის გავლენა YVO<sub>4</sub>•Eu ლუმინოფორის კათოდოლუმინესცენციაზე და ელექტრონებით დასხივების მიმართ მდგრადობაზე.
The influence of bismuth on cathode luminescence and stability in the electron irradiation of YVO<sub>4</sub>•Eu luminophors.
24176.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
შესწავლილ იქნა YVO<sub>4</sub>•Eu-ის კათოდოლუმინესცენციის სპექტრალური მახასიათებლები და მისი მდგრადობა ელექტრონებით დასხივების მიმართ.
The spectral characteristics of cathode luminescence and stability in the electron irradiation by luminophor YVO<sub>4</sub>•Eu are studied.
24177.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
დადგენილია, რომ ვანადიუმის თავისუფალი ხუთჟანგის თანაობა ნიმუშში ლუმინოფორის მდგრადობას აქვეითებს, ხოლო ბისმუტის შეყვანა თანააქტივატორის სახით ზრდის როგორც საწყის ნათებას, ისე ნიმუშების მდგრადობას, გადაანაცვლებს რა Eu<sup>3+</sup> გამოსხივების ზოლების მაქსიმუმებს გრძელტალღიან არეში.
The presence of free vanadium pentoxide in the specimen reduces the stability of the luminophor, slightly influencing its original brightness. Introduction of bismuth as a coactivator increases both its original brightness and the stability of specimens, simultaneously shifting the maximum bands of europium emission towards the longwave region.
24178.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
ფირფიტის ირიბი გარსდენის საკითხისათვის.
Concerning the oblique streamlining of a flat plate.
24179.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
შესწავლილია მცირედბლანტი უკუმში სითხის ერთგვაროვანი ნაკადით ფირფიტის ირიბი გარსდენა.
The oblique streamlining of a flat plate by a uniform current of incompressible liquid of small viscosity is investigated.
24180.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკა
ფირფიტის ირიბი გარსდენის ადრე წარმოდგენილი სქემის საფუძველზე განსაზღვრულია სითხის სიჩქარე ნამდვილი დინების არეში.
On the ground of the earlier suggested scheme of the oblique streamlining of a flat plate the velocity in the area flow is determined.