მოიძებნა 668064 ჩანაწერი
24221.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკური ქიმია
გასხივებული მონოკარბონმჟავებში წარმოიქმნება რადიკალები, რომელთა შორის იდენტიფიცირებულია ანიონრადიკალები და ალკილური რადიკალები.
In the irradiated monocarboxylic acids radicals were formed, among which anion-radicals and alkyl radicals were identified.
24222.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკური ქიმია
მათი გამოსავალი დამოკიდებულია ნახშირწყალბადური ჯაჭვის სიგრძეზე - მჟავის მოლეკულის ალკილური ნაწილის ელექტრონულ წილზე.
The yield of these radicals depends on the hydrocarbon chain length, in particular on the electronic share of the alkyl part of the acid molecule.
24223.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიზიკური ქიმია
კარბონმჟავის შედგენილობაში სულფჰიდრილური ჯგუფის არსებობა იწვევს თიილური რადიკალების წარმოქმნას, ამასთანავე რადიკალების საერთო გამოსავალი მნიშვნელოვნად მცირდება, რაც მიგვითითებს სულფჰიდრილური ჯგუფის დამფარავ ქმედითობაზე და - SH და - COOH ფუნქციონალური ჯგუფების ურთიერთგავლენაზე გამოსხივების ველში.
Introduction of the sulphydryl group into the carbon acids caused also the formation of thiyl-radicals; at the same time the total yield of paramagnetic centres considerably decreases, this pointing to the protective action of the sulphydryl group and to the reciprocal influence of –SH and –COOH functional groups in the radiation field.
24224.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიტოპათოლოგია
თმვ ცილის აგრეგაციული ფორმების ფლუორესცენცია.
Study of the fluorescence of aggregated forms of TMV protein.
24225.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიტოპათოლოგია
შესწავლილი იყო თმვ ცილის ფლუორესცენცია სხვადასხვა ფორმაში.
The paper deals with the fluorescence of aggregated forms of TMV protein.
24226.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიტოპათოლოგია
ეპრ სიგნალის დღეღამური რიტმულობა კარტოფილის დაავადებულ ქსოვილებში.
Twenty-four hour fluctuations of EPR signal in potato tomour tissues.
24227.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიტოპათოლოგია
ფუნგიციდების გამოცდის შედეგები ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოს პირობებში.
Results of fungicide testing against gray mould of grapes in western Georgia.
24228.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიტოპათოლოგია
1970 – 1974 წლებში ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლის გამომწვევი სოკოს Botrytis cinerea წინააღმდეგ გამოცდილი ფუნგიციდებიდან მაღალი ეფექტურობით გამოირჩევიან ტოპსინი, ბმკ, ბენომილი და კაპტანი, ხოლო კომპლექსდაავადებათა (ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე) წინააღმდეგ ერთდროული ბრძოლისთვის - ცინები + ბენომილი და ცინები + უზგენი.
Among fungicides tested in 1970 – 1974 against the fungus Botrytis cinerea Pers., which causes gray mould of grapes, the most effective fungicides are: topsin, benomyl and captan; cineb + benomyl and cineb + usgen are used against complex diseases (powdery, mildew, gray mould).
24229.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ქიმიური ტექნოლოგია
იონიტების გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა საფეიქრო მრეწველობის გამდინარე წყლების გაწმენდისათვის.
Study of the possible use of ion – exchange resins in textile waste – water treatment.
24230.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ქიმიური ტექნოლოგია
სამუშაოს მიზანს შეადგენდა სამამულო წარმოების იონიტებზე AB – 17, AB – 16 და ЭДЭ-10П აზოსაღებავების სორბციის ოპტიმალური პირობების დადგენა.
The present paper deals with the sorption abilities of the home – produced anionites AB – 16, AB – 17 and ЭДЭ-10П in Cl – form and the determination of the optimal conditions of the azodye ion sorption.
24231.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ქიმიური ტექნოლოგია
მიღებული შედეგებიდან ჩანს, რომ სამუშაო ხსნარის ოპტიმალური კონცენტრაცია არის 0,005 გ/ლ, ხოლო ფილტრაციის სიჩქარე - 2 ლ/ს. შესწავლილი იონიტების სრული გაცვლითი ტევადობა ტოლია 2,5-3 გ/ექვ.
The optimal concentration of the azodye operating solution was found to be 0,005 g/l. and the filtration rate 2 l./hr, the total exchange capacity of the ionites being 2,5-3 mg-equiv/g.
24232.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ქიმიური ტექნოლოგია
სამგორის ნავთობის შესწავლა საქონლის საკვები ცილების მისაღები ნედლეულის - პარაფინული ნახშირწყალბადების შემცველობის თვალსაზრისით.
Study of the n – paraffin hydrocarbon content of Samgori oil with view to obtaining animal feed proteins.
24233.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ქიმიური ტექნოლოგია
სამგორის ნავთობის შესწავლით დადგენილია, რომ საქონლის საკვები ცილების მიკრობიოლოგიური მეთოდით წარმოებისათვის საჭირო ნ. პარაფინული ნახშირწყალბადების შემცველ ოპტიმალურ პროდუქტებს წარმოადგენენ 250 – 300° C და 180 – 300° C ტემპერატურულ ინტერვალებში მიღებული ფრაქციები.
Study of Samgori oil has shown that the fractions obtained at temperature ranges of 250–300° C and 180–300° C are the optimum products on n–paraffin hydrocarbons for the production of animal feed proteins by the microbiological method.
24234.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ქიმიური ტექნოლოგია
C<sub>11</sub> – C<sub>13</sub> რიგის ნაჯერი ნახშირწყალბადების გამოკვლევა ნორიოს, მირზაანისა და სართიჭალის ნავთობფრაქციებში.
Investigation of saturated hydrocarbons of the C<sub>11</sub> – C<sub>13</sub> group in the oil fractions of Norio, Mirzaani and Sartichala.
24235.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ქიმიური ტექნოლოგია
შევისწავლეთ ნორიოს, მირზაანისა და სართიჭალის ნავთობსაბადოების ფრაქციებში C<sub>11</sub> – C<sub>13</sub> რიგის ნაჯერი ნახშირწყალბადები საქართველოს ნავთობებისათვის პირველად გამოვიყენეთ კვლევის კომპლექსური მეთოდი: თერმოდიფუზიური დაყოფა და ჰიდროკრეკინგი, ქრომატოგრაფიული და მასს - სპექტროსკოპიული ანალიზი.
The saturated hydrocarbons of the C<sub>11</sub>–C<sub>13</sub> group in 200–250° C fractions of the Georgian oil fields of Norio, Mirzaani and Sartichala have been investigated. For the first time in Georgia a complex method of oil investigation was used: thermal–diffusion separation, hydrocracking, chromatographic and mass–spectrometric analysis.
24236.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ქიმიური ტექნოლოგია
საინტერესოა, რომ ტერიტორიულად ახლომდებარე, ნაფტენური ნავთობები ნორიო და მირზაანი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სამციკლიანი ნახშირწყალბადის როგორც შემცველობით (34 და 8 %), ისე სტრუქტურით (ადამანტანური რიგის ნახშირწყალბადების განაწილება შესაბამისად არის 3,8 და 0,9 %).
It should be noted that thought the oil fields of Norio and Mirzaani lie close to each other there is a significant difference between their naphthenic oils both in tricyclic hydrocarbon content (34 % and 8 %) and in structure (hydrocarbon distribution of the adamantane group is 3,8 and 0,9 %, respectively).
24237.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ციტოლოგია
ბირთვული და ციტოპლაზმური ფრაქციის მოქმედება დნმ -ის რაოდენობაზე ვირთაგვის კომპენსატორულად ჰიპერტროფირებულ თირკმელში.
Action of cell nuclei and cytoplasm on the amount of DNA in the rat kidney after unilateral nephrectomy.
24238.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ციტოლოგია
მოზარდი ვირთაგვის თირკმლის ჰომოგენატის ბირთვული ფრაქცია იწვევს დნმ -ის რაოდენობის მკვეთრ შემცირებას ნეფრექტომირებული ვირთაგვის თირკმელში.
The nuclear fraction was found to inhibit DNA synthesis in the kidney remaining after nephrectomy.
24239.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ციტოლოგია
ჰომოგენატის ციტოპლაზმური ფრაქცია იწვევს აგრეთვე დნმ -ის რაოდენობრივ შემცირებას ნეფრექტომირებული ვირთაგვის თირკმელში, მაგრამ ეს შემცირება არ არის მკვეთრად გამოხატული.
The cytoplasmic fraction also causes reduction of the amount of DNA in the nuclei of the kidney tubules in the remaining kidney, although in a lesser degree.
24240.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ციტოლოგია
რამდენადაც ციტოპლაზმური ფრაქციის ეს ზემოქმედება არ არის გარკვეული, საჭიროა შემდგომი გამოკვლევა.
Since the action of the cytoplasmic fraction is not quite clear, it calls for further study.