მოიძებნა 668060 ჩანაწერი
26281.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შესწავლილია ლაზიკსის ოტოტოქსიური ზემოქმედება ზღვის გოჭებზე.
The ototoxic effect of lazix on guinea pigs has been studied.
26282.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ექსპერიმენტული მორფოლოგია
გამოვიკვლიეთ ლაბირინთის სისხლძარღვოვანი ზოლის, შიგნითა და გარეთა ბეწვიანი უჯრედების და საყრდენი უჯრედების სტრუქტურა. დადგინდა, რომ ლაზიკსის დოზა 2,1-2,5 მგ/კგ არ იწვევს ღრმა ცვლილებებს აპკისებრი ლაბირინთის სტრუქტურაში, ხოლო დოზა 4,0-5,0 მგ/კგ იწვევს დესტრუქციულ ცვლილებებს, სისხლძარღვოვანი ზოლის კაპილარების შეშუპებას, გარეთა ბეწვიანი უჯრედების ვაკუოლიზაციასა და დაშლას.
The investigation of the structure of the circulatory zone, inner and outer cells and basal cells has shown that a 2.1-2.5 mg/kg dose of lazix does not cause serious changes in the structure of the pellicle maze, but a 4.0-5.0 mg/kg dose causes some destructive changes, namely vacuolization and degeneration of outer hair cells and swelling of capillaries in the circulatory zone.
26283.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ოქსალატური ფორმის ანიონიტების რენტგენოგრაფიული, იწ-სპექტრული და თერმოგრაფიული ანალიზი ბერილიუმის იონებით გაჯერებამდე და გაჯერების შემდეგ.
Radiographic, I. R. spectral and thermographic analysis of oxalate-form anion-exchangers before and after their saturation with beryllium ions.
26284.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ოქსალატური ფორმის ანიონიტებზე ბერილიუმის სორბციის მექანიზმის დასადგენად ჩატარებულია ანიონიტების (AB-16, AB-17 და AB- 171) ოქსალატური ფორმის ნიმუშების რენტგენოგრაფიული იწ-სპექტრული და თერმოგრაფიული შესწავლა ბერილიუმის გაჯერებამდე და ბერილიუმით გაჯერების შემდეგ.
In order to establish the mechanism of the sorption of beryllium on oxalate-form anion-exchangers, a radiographic, I. R-spectral, and thermographic study involving anion-exchangers AB-16, AB-17 and AB-171 in oxalate form, before and after their saturation with beryllium ions, was carried out.
26285.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
გამოკვლევის შედეგები საშუალებას იძლევა ჩაითვალოს, რომ ოქსალატური ფორმის ანიონიტებზე ბერილიუმის სორბცია ხდება ბერილიუმის ოქსალატის ანიონური კომპლექსების წარმოქმნის ხარჯზე სორბენტის ფაზაში ქრომატოგრაფირებადი ხსნარისა და ანიონიტის ოქსალატ-იონების ურთიერთშეხებისას.
The results of the study warrant the conclusion that sorption of beryllium on anion-exchangers of oxalate form occurs as a result of the formation of anion oxalate complexes of beryllium in the sorbent phase under contact of chromatographic solution with the oxalate ions of the anion-exchangers.
26286.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ცერიუმის ქვეჯგუფის იშვიათმიწა ელემენტების თიოინდატების მიღება და თვისებების კვლევა.
The preparation and investigation of the properties of cerium sub-group rare-earth element thioindates.
26287.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
სინთეზირებული თიოინდატები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ნაერთებს.
The synthesized thioindates are individual compounds.
26288.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
მიღებულია ლანთანისა და ნეოდიუმის თიოინდატთა ნემსისებური მონოკრისტალები, რომლებიც ხასიათდებიან რომბული სინგონიით.
Single crystals of the thioindates of lanthanum and neodymium, obtained as separate needles, are characterized by rhombic singony.
26289.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
თერმო-ე.მ.ძ.-ის გაზომვით დადგენილია, რომ სინთეზირებული თიოინდატები ხასიათდებიან n-ტიპის გამტარობით.
By the thermoelectromotive force measurement method it is established that the synthesized thioindates are characterized by the n-type conductivity.
26290.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
დიფუზური არეკვლის სპექტრებიდან განსაზღვრული აკრძალული ზონის სიგანეა 2 ევ.
The value of the forbidden zone width equals 2 ev, as estimated by the spectra of diffuse reflection.
26291.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ამრიგად, ცერიუმის ქვეჯგუფის სინთეზირებული თიოინდატები წარმოადგენენ მაღალტემპერატურულ ნახევარგამტარულ ნაერთებს.
Thus, the synthesized thioindates of the rare earth elements are high temperature semiconductor compounds.
26292.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ოთხქლორიანი სილიციუმის კომპლექსები არომატულ აზომეთინებთან და ამინოაზონაერთებთან.
Complexes of silicon tetrachloride with aromatic azomethines and aminoazo compounds.
26293.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
მიღებულია ოთხქლორიანი სილიციუმის კომპლექსური ნაერთები არომატულ აზომეთინებთან და ამინოაზონაერთებთან.
Molecular complexes of silicon tetrachloride with aromatic azomethines and aminoazo compounds have been synthesized.
26294.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ინფრაწითელი სპექტრული ანალიზით დადგენილია, რომ აღნიშნულ კომპლექსებში კოორდინაციული ბმა განხორციელებულია აზომეთინის აზოტისა და ამინოაზონაერთების ამინოჯგუფის აზოტის ხარჯზე.
The coordination bond has been found to be localized on the nitrogen atom of the amino and azomethine groups. The structures of all the obtained complexes have been established on the basis of their IR-spectra.
26295.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ზოგიერთ სულფანილამიდთან კობალტისა და სპილენძის კომპლექსნაერთების ხსნადობის ნამრავლი და მათ ხსნადობაზე საერთო იონების გავლენა.
The solubility product of complex compounds of cobalt and copper with some sulphanilamides and the effect of total ions on their solubility.
26296.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ხსნადობის მეთოდით განსაზღვრულია სულფადიმეზინთან, ნორსულფაზოლთან და სულფადიმეტოქსინთან კობალტისა და სპილენძის შიგაკომპლექსნაერთების ხსნადობის ნამრავლი მარილმჟავას სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებში.
The solubility products of intracomplex compounds of cobalt and copper with sulphadimezine, norsulphazol and sulphadimethoxine in HCl solutions of various concentrations have been determined by the solubility method.
26297.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ლიგანდის კონცენტრაციის გაზრდით ნაერთის ხსნადობა მცირდება, ხოლო მეტალის კონცენტრაციის გაზრდით ჯერ მცირდება, შემდეგ კი იზრდება.
An increase of ligand concentration leads to a reduction of the solubility of the compound, whereas an increase of metal concentration results first in a decrease, and later, an increase of solubility.
26298.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, კიბერნეტიკა
კომუტაციის ალგორითმის აგება მრავალმიზნიანი მართვის სისტემებისათვის თამაშთა თეორიის საფუძველზე.
Game theory method in the problem of commutation algorithm formation for multigoal control systems.
26299.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, კიბერნეტიკა
განხილულია სტოქასტური კომუტაციის ალგორითმის აგება მრავალმიზნიანი მართვის სისტემებისათვის ინფორმაციის უკმარისობის პირობებში.
The algorithm of stochastic commutation for multigoal control systems with sufficient information lacking is formulated.
26300.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, კიბერნეტიკა
ფრაზის ტიპის ინფორმაციული მელოდიური ერთეულის განსაზღვრის შესახებ მუსიკაში.
On the determination of informational phrase-type melodic unit in music.