მოიძებნა 668060 ჩანაწერი
26341.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
ლოკალურად კომპაქტური აბელის ჯგუფების პირდაპირი დაშლა.
Direct decomposition of locally compact Abelian groups.
26342.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
მიღებულია აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისათვის, რომ ლოკალურად კომპაქტური (კომპაქტური) პრიმარული აბელის ჯგუფი აღნიშნული ღია კომპაქტური ქვეჯგუფით დაიშალოს ისეთი ქვეჯგუფების პირდაპირ ჯამად (პირდაპირ ნამრავლად), რომელთაც აქვთ ყველა p-ადიტიურ რიცხვთა ჯგუფის ტიპი (სასრულო რიგის ციკლური p-ჯგუფის ტიპი).
The necessary and sufficient conditions are obtained in order that a locally compact (compact) primary Abelian group with a distinguished open and compact subgroup be decomposed into a direct sum (a direct product) of subgroups of the type of an additive group of all p-adic numbers (of finite cyclic p-groups).
26343.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
მაღალი რიგის სიზუსტის ორშრიანი სქემა p-განზომილებიანი სითბოგამტარობის განტოლებისათვის მესამე სასაზღვრო ამოცანის ამოსახსნელად.
A two-layer scheme of higher order accuracy for solving the third boundary value problem of a p-dimensional heat equation.
26344.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
ამოცანისათვის აგებული და გამოკვლეულია აბსოლუტურად მდგრადი, O(τ2+|h|4) სიზუსტის ორშრიანი სხვაობიანი ფაქტორიზებული სქემა.
A two-layer absolutely stable factorized difference scheme of O(τ2+|h|4) accuracy for the problem is constructed and investigated.
26345.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
სხვაობიანი სქემის კრებადობა დამტკიცებულია დისკრეტული სივრცის ნორმით.
The convergence of the difference scheme in the discrete space norm is proved.
26346.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
ერთეულოვან წრეში ანალიზური და ჰარმონიული ფუნქციების ინტეგრალური წარმოდგენები და სასაზღვრო თვისებები.
Integral representations and boundary conditions of analytic and harmonic functions in a unique circle.
26347.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
განხილულია ანალიზურ და ჰარმონიულ ფუნქციათა კლასები ერთეულოვან წრეში.
Classes of analytic and harmonic functions in a unique circle are considered.
26348.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
მოყვანილია თეორემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ კლასის ფუნქციების ინტეგრალურ წარმოდგენას. ამასთანავე ნაჩვენებია კუთხური სასაზღვრო მნიშვნელობების არსებობა.
Theorems satisfying the integral representations of the classes of these functions are given and the existence of angular boundary values is shown.
26349.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
ჰიპერბოლური ტიპის ზოგიერთი არაწრფივი დიფერენციალური განტოლების ერთი სასაზღვრო ამოცანის შესახებ.
On one boundary problem of some nonlinear hyperbolic differential equations.
26350.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
მოცემულია ჰიპერბოლური ტიპის არაწრფივი დიფერენციალური განტოლების სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა.
The solution of the boundary problem of nonlinear hyperbolic differential equation is given.
26351.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
ანალიზური ფუნქციების კუთხური სასაზღვრო მნიშვნელობის არსებობის ზოგიერთი საკმარისი პირობის შესახებ.
Some signs of existence of angular boundary values of analytic functions.
26352.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
შემოყვანილია ერთეულოვან წრეში ანალიზურ ფუნქციათა GX კლასი, რომელიც მკაცრად შეიცავს როგორც ნევანლინას ცნობილ N კლასის ფუნქციებს, ისე ვაგარშაკიანის Na,b კლასის ფუნქციებს.
In the paper the class GX is introduced in a unique circle of analytic functions which contains the functions from the Nevanlinna class N and Na,b introduced by Vagarshakyan.
26353.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
აღნიშნულია, რომ GX კლასის ფუნქციებს თითქმის ყველგან აქვთ კუთხური სასაზღვრო მნიშვნელობები.
It is noted that the functions of the class GX have angular boundary values almost everywhere.
26354.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
ამოხსნის არსებობის შესახებ გადახრილარგუმენტიან ოპტიმალურ ამოცანებში.
On the existence of solution in optimal problems with a deviating argument.
26355.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
ოპტიმალური ამოცანისათვის, რომელიც დაგვიანებებს შეიცავს როგორც ფაზურ კოორდინატებში, ისე მართვებში, მოყვანილია თეორემა ამოხსნის არსებობის შესახებ.
For optimal delay problems, in phase coordinates as well as in controls, the theorem of the existence of solution is given.
26356.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
მატრიც-ფუნქციების ფაქტორიზაციისათვის.
On the factorization problem for matrix-valued functions.
26357.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
მოცემულია რამდენიმე უცნობი ფუნქციისათვის ჰილბერტის ამოცანასთან დაკავშირებული მატრიც-ფუნქციების ფაქტორიზაციის არსებობის მარტივი დამტკიცება.
A simple proof of the factorization problem for matrix-valued functions is given. This problem is related to the Hilbert problem for several unknown functions.
26358.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
წრფივად დისკრეტული აბელის ჯგუფების პირდაპირი დაშლა.
Direct decomposition of linearly discrete Abelian groups.
26359.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
მეორე გვარის 3 სიგრძის უკვეცი ნაწილობრივ გაწონასწორებული იგივეობანი კვაზიჯგუფებზე.
Irreducible partial balanced identities of 2nd kind of length 3 on quasigroups.
26360.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, მათემატიკა
მოძებნილია აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისათვის, რომ კვაზიჯგუფებზე შესრულდეს ნაშრომის სათაურში აღნიშნული იგივეობები.
The necessary and sufficient conditions are found under which the title identities are fulfilled on quasigroups.