მოიძებნა 668060 ჩანაწერი
26521.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკა
შესწავლილია ხელსაწყოს გადართვის მექანიზმი და განსაზღვრულია დაგვიანების წარმოქმნის მიზეზები გადართვის დროს მასალის თერმოსტიმულირებული დენების მეთოდით შესწავლის საფუძველზე.
The switching mechanism of the device is investigated and the causes of the delay during switching are determined on the basis of studies of the material by the thermostimulated current technique.
26522.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკა
შემოთავაზებულია სტრუქტურის სწრაფმოქმედების გაზრდის მეთოდი.
A method of increasing the structure speed is proposed.
26523.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკა
კორელირებული გამჭოლავი ნაწილაკების რკინის ბირთვებთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი კასკადური ღვარების შესწავლა.
Study of cascade showers formed by correlated penetrating particles interacting with iron nuclei.
26524.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკა
ჩატარებულია ანალიზი კასკადური ღვარებისა, რომლებსაც წარმოქმნიან კორელირებული გამჭოლავი ნაწილაკები. ეს ღვარები რეგისტრირებულია იონიზაციური კალორიმეტრის საშუალებით.
Cascade showers formed by correlated penetrating particles and recorded by a calorimeter have been analyzed.
26525.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკა
ექსპერიმენტული შედეგების საფუძველზე გამოთქმულია ჰიპოტეზა კორელირებული გამჭოლავი ნაწილაკების გენერაციის არატრივიალური მექანიზმის არსებობის შესახებ.
The experimental results have led the authors to the conclusion that there exists a non-trivial mechanism of generation of correlated penetrating particles.
26526.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
ნატანის გადაადგილება გაგრის ყურის ნაპირის გასწვრივ.
Sediment drift along the shore of the Gagra gulf.
26527.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
გაგრის ყურის სანაპირო ზონის დინამიკაზე არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება.
There exist two different opinions on the Gagra gulf shore dynamics.
26528.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
ერთ-ერთის თანახმად აქ ერთმანეთს ხვდება ნაპირგასწვრივი ნატანის ორი ნაკადი, ხოლო ჭარბი აკუმულირებული მასალა წყვეტილი დინებების ზემოქმედებით მიდის სიღრმეებში.
According to one, two sediment flows meet at the head of the gulf. The surplus sediment is transported down to the deep sea bottom by the action of rip currents.
26529.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
აღნიშნული მოსაზრება დაფუძნებულია ტალღური რეჟიმის ტოლქმედების გათვლაზე.
This theory is based on the wave energy and wave resultant calculations.
26530.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
ნატანის პეტროგრაფიული შედგენილობის შესწავლის და წყალქვეშა გამოკვლევების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ გაგრის ყურის ნაპირის გასწვრივ არსებობს მხოლოდ ერთი ნაპირგასწვრივი ნაკადი, რომელიც შედგება სხვადასხვა სიმსხოს მასალისაგან (ქვიშიდან - ქვებამდე).
Petrographical studies of the beach shingle as well as scuba diving observations have convinced the authors that there is only one sediment flow consisting of material of differing coarseness (from sand to boulders).
26531.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
ნაპირგასწვრივი ნაკადების დინამიკა კონცხებთან (საქართველოს მაგალითზე).
The drift flow route dynamics at capes (As exemplified by Georgia).
26532.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
განხილულია შავი ზღვის სანაპიროს კონცხების განვითარება საქართველოს ფარგლებში და მათი გავლენა ნაპირგასწვრივი ნატანის დინამიკაზე.
The development of capes of the Black Sea shore zone of Georgia and their influence upon the dynamics of the drift flow route is considered in the paper.
26533.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
ანალოგიის საფუძველზე მტკიცდება, რომ ბათუმის ჩრდილოეთით სანაპიროს ნატანის შემცირება გამოიწვია ბურუნ-ტაბიეს კონცხის ზრდამ, რაც დაჩქარდა პორტის აშენებით.
The diminishment of drift flow route rate due to the growth of the Burun-Tabie cape to the south of Batumi and acceleration of its natural growth rate by the port construction is confirmed on the basis of analogy.
26534.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
პლეისტოცენურ გამყინვარებათა რაოდენობის საკითხისათვის.
On the number of Pleistocene glaciations.
26535.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
საქართველოს პალეოგეოგრაფიული ძეგლების შესწავლის შედეგად დავასკვენით, რომ პლეისტოცენში ადგილი ჰქონდა ორ ძირითად - ადრეული პლეისტოცენის და გვიანი პლეისტოცენის გამყინვარებას და მათ გამყოფ ხანგრძლივ გამყინვარებათშორისულ ეპოქას.
On the basis of a study of paleogeographical monuments of Georgia, the author comes to the conclusion that the Early and Late Pleistocene glaciations, separated by a long interglacial period, are basic in the Pleistocene.
26536.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
ანალოგიურ შეხედულებებს ზოგიერთი სხვა მკვლევარიც გამოსთქვამს.
Some other authors are also of the same opinion.
26537.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
თითოეული ამ სამ ეპოქათაგან, ტლანქი მიახლოებით, 200.000 წელს გრძელდებოდა.
Each of these three epochs lasted approximately 200.000 years.
26538.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
გამყინვარებები დაკავშირებული იყო ვალახურ და პასადენურ ოროგენულ ფაზისებთან, ხოლო გამყინვარებათაშორისული ვითარება მათ შორის მოქცეულ, ტექტონიკურად წყნარ დენუდაციურ ეპოქასთან.
Glaciations were closely connected with the Wallachian and Pasadena orogenic phases, while the interglacial was connected with a tectonically calm denudational interval, being interstitial to those two.
26539.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
ავტორის შეხედულებით, აღნიშნული ეპოქები წარმოადგენენ პლეისტოცენის სამ იარუსს (სართულს), რომლებმაც უნდა შეცვალონ პლეისტოცენის ტრადიციული დანაწილება მინდელურ, რისულ და ვიურმულ იარუსებად, ე.ი.გამყინვარებისა და გამყინვარებათაშორისების სამ წყვილად.
In the author’s view, the above-mentioned three epochs represent the lower, middle and upper stratigraphic stages of the Pleistocene, which should replace the traditional division of the Pleistocene into Mindel, Riss, and Würmian (glacial and interglacial pairs) stages.
26540.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური გეოგრაფია
ეს შეიძლება განხორციელდეს იმის შემდეგ, როცა დაზუსტდება სართულთა ქრონოლოგია.
This may be carried out only after the chronology of the newly identified stages has been specified.