მოიძებნა 668060 ჩანაწერი
26541.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური ქიმია
ზოგიერთი ბიფუნქციალური სულფჰიდრული ნაერთის იმპულსური რადიოლიზი.
Pulse radiolysis of some difunctional sulfhydryl compounds.
26542.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური ქიმია
შესწავლილია ეთანდითიოლ-1,2, დეკანდითიოლ-1,10, ოქსიპროპანთიოლ-1,2, მერკაპტოძმარმჟავისა და მისი ეთილის ეთერის, ε-მერკაპტოენანტის მჟავის იმპულსური რადიოლიზი.
Pulse radiolysis of ethanedithiol-1,2, decanedithiol-1,10, oxypropanethiol-1,2, mercaptoacetic acid and its ethyl ether, ε-mercaptoenanthic acid has been studied.
26543.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური ქიმია
შესწავლილია, მცირე სიცოცხლის მქონე ნაწილაკების დაღუპვის კინეტიკა და დადგენილია სულფჰიდრული ჯგუფის მიერ სხვა ფუნქციონალური ჯგუფების დაცვა გამოსხივების ველში.
Decay kinetics of transient species was studied and the protective properties of SH group in relation to other ones in the field of irradiation was established.
26544.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური ქიმია
ბარიუმის ჰექსაფერიტის ენთალპიისა და თბოტევადობის გამოკვლევა 50÷1300 K-ის ინტერვალში.
Investigation of enthalpy and heat capacity of barium hexaferrite in the range of 50 to 1300 K.
26545.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური ქიმია
კიდული წვეთის მერიდიონალური კვეთის ფართის ანალიზური დამოკიდებულების შესახებ კაპილარული მუდმივასაგან.
On the analytical dependence of the meridional section area of a hung drop on the capillary constant.
26546.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიზიკური ქიმია
კიდული წვეთისათვის მიღებულია კაპილარობის განტოლების მიახლოებითი ამოხსნა, რომლის რიცხვითი მნიშვნელობების განსხვავება კაპილარობის განტოლების რიცხვითი ინტეგრების მონაცემებისაგან არ აღემატება 2%, თუ კაპილარული მუდმივა β
An approximate solution of the capillary equation for a hung drop has been obtained. Its quantitative difference from the capillary equation of quantitative data does not exceed 2.0% if the capillary constant β
26547.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფილოლოგია
რეალიზმის საკითხისათვის XX საუკუნის 40 – 50-იანი წლების სპარსულ პროზაში.
Toward the problem of realism in the Persian prose of the 1940s-1950s.
26548.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფილოლოგია
XX საუკუნის ორმოციანი წლები მნიშვნელოვანი ეტაპია სპარსული ლიტერატურისათვის. ამ დროს ადამიანის კონცეპცია იძენს ახალ თვისებებს, პირველ ყოვლისა სოციალურ გამოკვეთილობას.
The 1940s proved an important stage in the development of realism in Persian literature, in which the concept of man acquired fresh features – primarily social determinateness.
26549.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფილოლოგია
ამ პერიოდის დამახასიათებელი თვისებაა ბრძოლა რეალისტური მეთოდის საბოლოო გამარჯვებამდე, ბრძოლა ხელოვნების ხალხურობისათვის, ლიტერატურაში დემოკრატიული მიმართულების გამოყოფისათვის. ამ ბრძოლას სათავეში პროგრესული მწერლები ედგნენ.
Struggle for a full victory of the realistic method, for the popularity of art, development of a democratic trend in literature headed by progressive writers – these were the characteristics of the period in question.
26550.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფილოსოფია
ი. ტენის ფილოსოფიურ შეხედულებათა საკითხისათვის.
Concerning the philosophical conceptions of H. Taine.
26551.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფილოსოფია
ტრადიციისამებრ მკვლევარები ცნობილ ფრანგ ფილოსოფოსს და ხელოვნების თეორეტიკოსს ი. ტენს მიაკუთვნებენ ე.წ. „პირველი თაობის“ პოზიტივისტებს.
The famous French philosopher and aesthete H. Taine was generally considered to be a positivist.
26552.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფილოსოფია
სტატიაში ნაჩვენებია თუ რა რიგ არადიალექტიკური და ცალმხრივია ასეთი მიდგომა ფილოსოფოსის მემკვიდრეობის მიმართ.
The author considers such an approach to be narrow and non-dialectical.
26553.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფილოსოფია
ტენისა და პოზიტივისტების ძირითადი ფილოსოფიური დებულებების შედარებისას ნათლად სჩანს მათ აზრთა სხვადასხვაობა.
In the article the difference is shown between H. Taine and the classic positivists of the so-called first generation, as far as their basic philosophical and aesthetical concepts are concerned.
26554.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიტოპათოლოგია
რეკონსტრუქციის საწყისი წერტილის ლოკალიზაცია თ მ ვ რნმ-ის მოლეკულაზე.
Location of the area of imitation of reconstruction on the RNA molecule of TMV.
26555.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფიტოპათოლოგია
სპინური ნიშანდების მეთოდით მტკიცდება, რომ თ მ ვ რეკონსტრუქცია იწყება რნმ-ის მოლეკულის 3′ ბოლოდან.
Using the spin label method it is demonstrated that the reconstruction of TMV begins from the 3′ end of RNA.
26556.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფსიქოლოგია
ცდისპირთა სქესი, ალბათური პროგნოზირება და განწყობა.
The subject’s sex, probabilistic prognosis and set.
26557.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფსიქოლოგია
ექსპერიმენტის საშუალებით დადგენილია, რომ შფოთვის დონე ქალების ჯგუფში უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცების ჯგუფში.
It is shown experimentally that the level of anxiety among women is higher than among men.
26558.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფსიქოლოგია
შესაბამისად, რაც უფრო მაღალია შფოთვის დონე, მით უფრო სტატიკურია ცდის პირის განწყობის ტიპი და მისი პროგნოზის შეცვლა გარემოს სტატისტიკური სტრუქტურის შეცვლისას.
Accordingly the higher the level of anxiety the more static the set, as well as the change of prognosis when the statistic structure of the sequence varies.
26559.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფსიქოლოგია
დისკრეპანტული ქცევა და ატიტუდის შეცვლა (ექსპერიმენტული გამოკვლევა).
Discrepant behaviour and attitude change (an experimental approach).
26560.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 89, ფსიქოლოგია
აღწერილი ექსპერიმენტის შედეგები მოწმობს, რომ ატიტუდის შეცვლის წამყვან ფაქტორს წარმოადგენს სუბიექტის დისკრეპანტული ქცევა, ხოლო მოტივაცია და ექსპერიმენტატორის ქცევა ის ფაქტორებია, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ატიტუდის შეცვლაზე მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ფაქტორთან ერთად.
The results of the experiment described in the article show that the leading factor in attitude change is the discrepant behaviour of the subject. Motivation and the behaviour of the experimenter are factors which may influence attitude change jointly with the above-mentioned factor.