მოიძებნა 668060 ჩანაწერი
26661.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გენეტიკა და სელექცია
შესწავლილია ამ მცენარეთა გენეტიკური ურთიერთობა საწყის სახეობებთან.
The genetic relationship of these plants with the original species was studied.
26662.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გენეტიკა და სელექცია
მიღებული შედეგები ადასტურებენ, ერთის მხრივ, ისპაჰანის ხორბლის ნათესაობას AB გენომური ფორმულის ტეტრაპლოიდურ ხორბლებთან, ხოლო მეორეს მხრივ, ხორბლის ახალი სიცოცხლისუნარიანი ფორმების წარმოქმნის შესაძლებლობებს ისპაჰანის ხორბლის ქრომოსომული აპარატის როგორც მუტაგენური, ისე ჰიბრიდოგენური ცვალებადობის საფუძველზე.
The results obtained prove the relationship of Ispahan wheat with tetraploid wheats of AB genomic formula, on the one hand, and the possibilities of the emergence of new viable wheat forms on the basis of both mutagenic and hybrid-forming variability of the chromosomal apparatus of Ispahan wheat.
26663.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
ბორჯომის მინერალური წყლის სივრცეში განლაგებისა და ფორმირების საკიხისათვის.
On the distribution in space and the formation of Borjomi mineral water.
26664.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
ბორჯომის მინერალური წყალი არტეზიული ბუნებისაა და სივრცობრივად ისევე როგორც გენეტურად დაკავშირებულია ქვედაპალეოცენურ (კარბონატი) ქვეწყებასთან.
Borjomi mineral water is of artesian nature and in space as well as genetically it is connected with the Lower-Paleocene (carbonate) subsuite.
26665.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
გვიანვალანჟინური ამონიტების ადგილსაპოვრები ჩრდილოეთ კავკასიაში.
Finds of Late Valanginian ammonites in the Northern Caucasus.
26666.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
ამონიტური კომპლექსების ანალიზი აჩვენებს, რომ მდ. ურუხის გასწვრივ, გვიანვალანჟინური ამონიტების გარდა, აგრეთვე ზოგიერთი ჰოტრივული სახეობებიც გვხვდება, რომელიც შეიძლება კონდენსაციის შედეგია.
An analysis of the ammonite complexes shows that along the Uruk river, apart from Late Valanginian, some Hauterivian species also occur, which is possibly a result of condensation.
26667.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
კოლხეთის თიხური გრუნტების გალებებისას მათ სიმტკიცეზე ორგანული ნივთიერების გავლენის ექსპერიმენტული კვლევა.
Experimental studies of the effect of organic matter on the strength of gleyed clay rocks of Kolkheti.
26668.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
კოლხეთის თიხური გრუნტების ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა რომ ორგანული ნივთიერების რაოდენობის ზრდათან ერთად სიმტკიცის მაჩვენებლი (მძვრელი ძალის) იმატებს.
Laboratory studies of the Kolkheti clay rocks have shown that with an increase of the content of organic matter the strength indices (shearing force) increase.
26669.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
ქვედა ტურონულის არსებობის შესახებ ცენტრალურ აფხაზეთში.
Of the presence of the lower Turonian in Central Abkhazia.
26670.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
ჩატარებული საველე დაკვირვებებისა და პალეონტოლოგიური მასალის განსაზღვრის საფუძველზე ავტორმა დაადგინა ქვედატურონულის არსებობა კირქვებისა და მერგელებში გუმისთის წყების მიმყოლ ზოგიერთ მონაკვეთში (ანუხვა, ქუჩუკ სტამბული, ულისი და სხვ.).
On the basis of this field observations and the determination of paleontological material the author has established the presence of the lower Turonian in the limestones and marls overlying the Gumista suite in some sections (Anukhva, Kuchuk-Stambul, Ulis, etc.).
26671.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
ეს მიგვითითებს ნალექდაგროვების მსგავსი პირობების არსებობაზე აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფხაზეთის ადრეტურონულ ზღვის აუზში.
This indicates the existence of similar conditions of sedimentation in the Early Turonia marine basin of Eastern and Central Abkhazia.
26672.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
აღნიშნული აუზები გაყოფილი იყო სოხუმის აზევებით.
The mentioned basins were divided by the Sukhumi uplift.
26673.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
იგი ადრეცარცულში ჩაისახა, რომელმაც თავისი განვითარების მაქსიმუმს მიაღწია ადრეტურონულში და ისევ წყლით დაიფარა შუატურონულში.
It formed in the Early Cretaceous, which reached its maximum development in the Early Turonian and was submerged again in the Middle Turonia.
26674.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
ახალი პალეონტოლოგიური მონაცემები გვეხმარება დავადგინოთ ამ აზევების აღმოსავლეთი (კოდორი–მოქვის წყალგამყოფი) და დასავლეთი (გუმისთა–ფსირცხის წყალგამყოფი) საზღვრები.
The new paleontological data help to locate the eastern (Kodoro-Mokvi watershed) and western (Gumista-Psirtskha watershed) boundaries of this uplift.
26675.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
რღვევათა გასწვრივ გადაადგილებათა დადგენის გაუმჯობესებული გრაფიკული მეთოდი.
An improved graphic method for establishing displacements along faults.
26676.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
არსებული მეთოდებისაგან განსხვავებით, ნებისმიერი დაქანების რღვევების გასწვრივ გადაადგილებათა ძირითადი რიცხვობრივი მახასიათებლების (R1–ჭეშმარიტი ამპლიტუდა, H1–შესხლეტის ან ნასხლეტის მდგენელი, λ –ნაწევის მდგენელი) დასადგენად საანალიზო რღვევის სიბრტყე გამოყენებულია როგორც საპროექციო სიბრტყე.
In contrast to the existing methods, to establish the main numerical characteristic of displacement along faults of any inclination (R1 - real amplitude, H1 - constituent of upthrow or fault, λ - constituent of shift) the fault plane under analysis was used as a projection plane.
26677.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
შემოთავაზებული მეთოდი არ მოითხოვს რელიეფის გავლენის წინასწარ მოხსნას.
The proposed method does not require preliminary removal of the influence of the relief.
26678.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
იგი არსებულ ხერხებთან შედარებით უფრო მარტივია.
It is simpler in comparison with the available methods.
26679.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
ფორამინიფერები და ოსტრაკოდები რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის ჩოკრაკული ნალექებიდან (დას. საქართველო).
The foraminifera and Ostracoda from the Tschokrakian sediments of the Lechkhumi Syncline (Western Georgia).
26680.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოლოგია
კვლევამ რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის ჩოკრაკულ ნალექებზე (სოფლები: ჩქუმი, ბარდნალა, ღვირიშის) გამოააშკარავა მიკროფაუნის ფორამინიფერები და ოსტრაკოდების კომპლექსები.
An investigation of Tschokrakian sediments in the Lechkhumi syncline (villages: Tshkumi, Bardnala, Gvirishi) revealed the complexes of microfauna-Foraminifera and Ostracoda.