მოიძებნა 668060 ჩანაწერი
26721.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, დრეკადობის თეორია
ეს საშუალებას იძლევა წიბოსა და ფირფიტის სასაზღვრო პირობებში შემავალი უცნობი სიდიდეების მიმართ გამოყენებულ იქნეს გრინის ფუნქცია, რის შედეგადაც ამოცანა დაიყვანება სინგულარულ–ინტეგრალურ განტოლებათა სისტემამდე.
The problem is reduced to a system of integral equations with respect to the functions; for variable rib stiffnesses the problem can be solved by the method of collocations.
26722.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, დრეკადობის თეორია
ამოხსნილია კერძო მაგალითები.
Particular examples are solved.
26723.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ეკონომიკა
ორზონიაი ნატურალურ–ღირებულების დარგთაშორისი ბალანსის ერთი მოდელის შესახებ.
Concerning a model of a two-zone natural-value inter-branch balance.
26724.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ეკონომიკა
სტატიაში ახალ ასპექტშია წარმოდგენილი ორზონიანი დარგთაშორისი ბალანსის მატრიცული მოდელი.
A matrix model of a two-zone inter-branch balance is presented in a new aspect.
26725.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ელექტროქიმია
მაგნიუმის იონის გავლენის შესახებ კომპაქტური მანგანუმის ორჟანგის ელექტროგამოლექვაზე.
Concerning the influence of magnesium ion on the electroprecipitation of compact manganese dioxide.
26726.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ელექტროქიმია
გალვანოსტატური და პოტენციოსტატიკური კვლევის მეთოდებით შესწავლილია Mg<sup>2+</sup> იონის გავლენა კომპაქტურ მანგანუმის ორჟანგის ელექტროგამოლექვაზე მანგანუმისა და მაგნიუმის შემცველი გოგირდმჟავა ხსნარებიდან 90-95° C ანოდური პოტენციალის მნიშვნელოვანი საკმაოდ სტაბილურია და არ აღემატება 1.34-1.38 ვოლტს.
Using the method of duplication of galvanostatic and potentiostatic curves, a careful study has been made of the influence of Mg<sup>2+</sup> on the electroprecipitation of compact manganese dioxide from sulphuric acid solutions containing manganese and manganesium. The absence of a negative influence of Mg<sup>2+</sup> ion within the 0.7-3.5 g.ion/l concentration on the electroprecipitation process of MnO<sup>2</sup> at the temperature 90-95° C has been established. The anode potential value is quite stable, being near 1.34-1.38 V.
26727.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ელექტროქიმია
ამ შემთხვევაში უპირატესად მიმდინარეობს MnO<sup>2</sup> –ის გამოლექვა მაღალი დენის გამოსავლით (94-96%).
In this case MnO<sup>2</sup> precipitation proceeds with a high yield of the current (94-96%).
26728.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ელექტროქიმია
ნიკელის შენადნობებზე სპილენძის ელექტროლიზით გამოლექვის საწყისი სტადიის ზოგიერთი თავისებურების შესახებ.
Specificities of the initial stage of electrolytic deposition of cooper on nickel melts.
26729.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ელექტროქიმია
გალვანოსტატიკური მეთოდით შესწავლილია სპილენძის ელექტროკრისტალიზაცია X15H65M20, H70M30,H75B25, შენადნობებზე, აგრეთვე ЭН-100 მარკის ფოლადსა და ტიტანზე.
Cooper electrocrystallization on melts X15H65M20, H70M30,H75B25, steel EU-432, titanium BTI-0 was studied by the galvanostatic method.
26730.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ელექტროქიმია
დადგენილია კავშირი კრისტალური გადაძაბვისა და ახალი ფაზის წარმოქმნის მახასიათებელს შორის.
The feasibility is shown of relating the value of crystallization over voltage to the character of inception of a new phase.
26731.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენათმეცნიერება
აბაზური ენის სახელური ფრაზეოლოგიური ერთეულების სტრუქტურულ–გრამატიკული დახასიათება.
Structural-grammatical characterization of Abaza nominal phraseological units.
26732.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენათმეცნიერება
აბაზური ენის ფრაზეოლოგიაში სახელურ ფრაზეოლოგიურ ერთეულებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თუმცა როგორც რაოდენობრივი, ისე სტრუქტურულო მოდელების მრავალფეროვნების მხრივ აქ ჭარბობს ზმნური ფრაზეოლოგიზმები.
Nominal phraseological units play an important part in Abaza phraseology. However verbal phraseologisms predominate in terms of number and variety of structural patterns.
26733.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენათმეცნიერება
სახელური ფრაზეოლოგიზმები შეიძლება იყოს ბინარულიც და მრავალკომპონენტიანიც.
Nominal phraseologisms can be both binary and multicomponent.
26734.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენათმეცნიერება
უკანასკნელთა რიცხვი აბაზურში ძალზე მცირეა.
The number of the latter in Abaza is very small.
26735.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენათმეცნიერება
სახელური ფრაზეოლოგიზმები აბაზურ ენაში ქმნიან იმავე სტრუქტურულ მოდელებს, რასაც თავისუფალი შესიტყვებები.
Nominal phraseologisms in Abaza from the same patterns as do free word combinations.
26736.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენათმეცნიერება
ზმნური კომპონენტის შემცველი სახელური ფრაზეოლოგიური ერთეულები ზმნური კომპონენტის ფორმაზე დამოკიდებულებით შეიძლება იქცეს ხან ზმნურ და ხან ზმნისართულ–ვითარებით ფრაზეოლოგიზმად.
Nominal phraseological units containing a verbal component may –depending on the form of the verbal component –become converted into verbal, and occasionally, into adverbal-circumstantial phraseologisms.
26737.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენათმეცნიერება
სომატური კომპონენტის შესახებ ფრაზეოლოგიურ ერთეულებში (ფრანგულ–ქართული სომატური ფრაზეოლოგიის მიხედვით).
On the somatic component in phraseological units (According to French and Georgian somatic phraseology).
26738.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენათმეცნიერება
ფრანგულ–ქართული სომატური ფრაზეოლოგიის შედარებისას გამოვლინდა, რომ ფრანგულ ფრაზეოლოგიაში რეალიზებულია 85 სომატური ლექსემა, ქართულში კი მხოლოდ 67.
A comparison of French and Georgian somatic phraseologisms has revealed 85 somatic lexemes in French phraseology and 67 in its Georgian counterpart.
26739.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენათმეცნიერება
ქართული და ფრანგული ფრაზეოლოგიზმების სომატურ კომპონენტებს შორის შეინიშნება შემდეგი დამოკიდებულება: ზოგიერთი სომატური ლექსემა ორივე ენაში აწარმოებს ფრაზეოლოგიზმებს, ზოგი კი ერთ ენაში პროდუქტიულია, მეორეში –არა.
The relationship between the somatic components of the indicated languages is as follows: A number of somatic lexemes in both languages from phraseologisms, and a part is non-productive in one language but productive in the other.
26740.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენათმეცნიერება
აღნიშნული ასიმეტრია სომატურ ლექსემებში გამოწვეულია სხვადასხვა ენაში ადამიანის სხეულის სხვადასხვაგვარად დაყოფის გამო; ზოგჯერ, ერთი ენის სომატურ ლექსემას მეორე ენაში შეესაბამება რამდენიმე სომატური ლექსემა, რაც გამოწვეულია ამ ენაში მოცემული ლექსემის სინონიმური რიგის არსებობით, სინონიმური რიგის სომატიზმებიდან შესაძლებელია ყველა ლექსემამ არ აწარმოოს ფრაზეოლოგიზმი.
This asymmetry of somatic lexemes is due to the dissimilar division of the human body in different languages. There are cases of a somatic lexemein one language having several counterparts in the language of comparison, this being accounted for by the existence of a synonymic row in the latter language. Not all the words of a synonymic row form phraseologisms.