მოიძებნა 668060 ჩანაწერი
26841.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ორგანული ქიმია
სინთეზირებულია პიროყურძნის მჟავას ეთილის ეთერის 1,5–ნაფტილენდიჰიდრაზონი გეომეტრიული იზომერების ნარევის სახით.
A mixture of geometrical isomers of pyruvic acid 1,5-naphthylene dihydrazone ethyl ester has been synthesized.
26842.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ორგანული ქიმია
ამ ნარევის დაყოფა ინდივიდუალურ იზომერებად განხორციელებულია სვეტური ქრომატოგრაფიის მეთოდით.
The division of this mixture into individual isomers was carried out by means of column chromatography.
26843.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ორგანული ქიმია
გამოყოფილია და დახასიათებულია სინ–სინ, სინ–ანტი და ანტი–ანტი ფორმები.
Syn-syn, syn-anti and anti-anti forms have been obtained and characterized.
26844.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ორგანული ქიმია
ჯაჭვში უჯერი ბმების შემცველი ეპოქსიდური ოლიგომერების სინთეზი.
Synthesis of organosilicon epoxyoligomers with unsaturated bonds in the molecule.
26845.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ორგანული ქიმია
მიღებულია ჯაჭვში უჯერი ბმების შემცველი გოგირდ– და სილიციუმშემცველი ორგანული ეპოქსიდური ნაერთები, შესაბამისი გლიკოლების ურთიერთქმედებით ეპიქლორჰიდრინთან ნატრიუმის ჰიდროქსიდის თანაობისას. დადგენილია, რომ რეაქცია მიმდინარეობს შეფარდებით გლიკოლი: ეპიქლორჰიდრინი: ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1:4:4.
Sulfur-containing organosilicon epoxyoligomers with unsaturated bonds in the molecule have been synthesized by the interaction of corresponding glycols with epichlorohydrin in the presence of NaOH (ratio 1:4:4 for glycol: epichlorohydrin: NaOH).
26846.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, პალეობიოლოგია
აღმოსავლეთ პარათეტისის მიოცენური პტერიდების და იზოგნომონიდების პალეობიოლოგიური შესწავლისათვის.
On the palaeobiology of East-Paratethian Miocene Pteriidae and Isognomonidae.
26847.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, პალეობიოლოგია
სტატიაში შეყვანილია ახალი პალეობიოლოგიური მონაცემები თარხნულ–ჩოკრაკული პტერიდების და იზოგნომონიდების შესახებ.
New palaeobiological data are presented on Tarchanian-Tchokrakian pteriids and isognomonids.
26848.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, პალეობიოლოგია
დაზუსტებულია მათი მორფოლოგია, სისტემატიკა და შიდასახეობრივი ცვალებადობის თავისებურებანი.
Their morphology, systematic, and peculiarities of intraspecific changes are defined more exactly.
26849.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, პალეობიოლოგია
დადგენილია ყირიმ–კავკასიის ფორმათა სავარაუდო წინაპრები დასავლეთის მიოცენში.
The possible ancestors of the Crimean-Caucasian forms in the West Mediterranean Miocene (Burdigalian, Badenian) are also stated.
26850.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, პალეობიოლოგია
პირველი მონაცემები ჩრდილო შავიზღვისპირეთის მიოცენური ვარანის შესახებ.
Primary evidence on the Miocene Varanus of the North Black Sea littoral.
26851.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, პალეობიოლოგია
საბჭოთა კავშირის ტერიტორიისათვის პირველადაა მოცემული დიდი ზომის ხვლიკის დღემდე უცნობი სახეობის Varanus tyrasiensis sp. nov.–ის აღწერა ვარნიცის ადგილსაპოვებლიდან (მოლდავეთი, შუა სარმატი).
A hitherto unknown species of Varanus tyrasiensis sp. nov. from the Varnitsa site (Moldavia, Middle Sarmatian) is described for the first time for the USSR.
26852.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, პალეობიოლოგია
ახალი მონაცემები გურიის მეოტური ფლორის შესახებ.
New data on the Maeotian flora of Guria (western Georgia).
26853.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, პალეობიოლოგია
გურიის მეოტური ნალექებიდან (სოფ. თხინვალის მიდამოები) აღწერილია 22 ნამარხი სახეობა ფოთლის ანაბეჭდების მიხედვით. აღწერილი ფორმებიდან შვიდი პირველად აღინიშნება საქართველოს მეოტური ფლორისათვის.
Twenty-two fossil species from the Maeotian deposits of Guria (environs of the village of Thkhinvali) are described, seven of them being new for the Maeotian flora of Georgia.
26854.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, პალეობიოლოგია
ჩატარებულია გურიის მეოტური ფლორის ანალიზი და მოცემულია შედარება საქართველოს სარმატულ ფლორასთან.
An analysis of the maeotian flora of Thkhinvali is presented and the flora is compared with its Sarmatian counterpart in Georgia.
26855.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
ტყიბულ–შაორის საბადოს მოსამზადებელ გვირაბებში ფენების გაშიშვლებული ზედაპირიდან გაზის გამოყოფის პროგნოზირების საკითხისათვის.
Towards predicting the gassing from the exposed surface of coal seams in the underground working of the Tkibuli-Shaori deposit.
26856.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
დადგენილია დამოკიდებულება ქვანახშირის ფენების გაშიშვლებული ზედაპირიდან გაზის გამოყოფის ინტენსიურობასა და მოსამზადებელ გვირაბებში გაყვანის სიჩქარეს შორის.
The paper presents the findings of a study of the gas dynamics of the coal seams of the title deposit. A dependence of the intensity of gassing from the exposed surface of coal seams on the rate of underground working has been established.
26857.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
მოცემულია განტოლებანი მოსამზადებელ გვირაბებში გაყვანისა და მათი დგომის პერიოდში ქვანახშირის ფენების გაშიშვლებული ზედაპირიდან გაზის გამოყოფის რაოდენობის განსასაზღვრავად.
The indices of the exponents have been ascertained experimentally and equations derived for determining gassing from the exposed seam surface during underground working and stoppage.
26858.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, სამშენებლო მექანიკა
მართკუთხა ფირფიტის ღუნვის განზოგადებული სასაზღვრო ამოცანის და მისი ამოხსნის შესახებ.
On the generalized boundary-value problem of bending of a rectangular plate and its solution.
26859.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, სამშენებლო მექანიკა
პლასტიკურობის კრიტერიუმი და ძირითადი დამოკიდებულებანი გაჭიმვა–კუმშვაზე სხვადასხვანაირი წინაღობის მქონე ანიზოტროპული გარსებისათვის.
Auxiliary tables have been complied. Plasticity criterion and the basic relations for an anisotropic shell with different tensile and compressive strength.
26860.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, სამშენებლო მექანიკა
ნაშრომში მოყვანილია სტასი–დალიას პლასტიკურობის კრიტერიუმი ძაბვებში ანიზოტროპული გარსისათვის, რომელიც სხვადასხვანაირად მუშაობს კუმშვა–გაჭიმვაზე.
The plasticity criterion of F. Stassi-D’Alia is represented by stresses.