მოიძებნა 668060 ჩანაწერი
26961.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ციტოლოგია
აღწერილია მიკროსპექტროფლუორიმეტრი მუდმივი სიგანის ნაპრალით, რომელიც იძლევა ფლუორესცენციის სპექტრების შესწავლის საშუალებას ხილული სინათლის მიდამოში.
A new microspextrofluorimeter with constant diaphragm width is described. It permits to study the fluorescence spectra of different samples in the visible region of the spectrum.
26962.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ციტოლოგია
დიდი ყურადღება დაუთმეთ ხელსაწყოს ცდომილებათა აღრიცხვას.
Special attention is paid to determination of the device errors.
26963.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ციტოლოგია
უჯრედის გამრავლება და დაბერება.
Cell proliferation and ageing.
26964.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ციტოლოგია
ადამიანის კანის ფიბრობლასტების 20 შტამის შესწავლამ (11 შტამი სამედიცინო აბორტუსის მასალიდან და 9 პოსტნატალური ბიოპტატიდან) მათი პროლიფერაციული მაჩვენებლების მიხედვით (მონიშნულ უჯრედთა რაოდენობა, კლონირების ეფექტურობა) გვიჩვენა, რომ ემბრიონულ შტამებს ახასიათებს ამ პარამეტრების უფრო მაღალი მაჩვენებლები.
An analysis of 20 strains of normal human diploid skin fibroblasts (11 embryonic strains and 9 strains derived from forearm skin biopsy of normal donors) has shown that embryonic strains have higher values of proliferative capacity (index of labeled cells, cloning efficiency).
26965.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ციტოლოგია
კულტივირებისას როგორც მონიშნულ უჯრედთა რაოდენობა, ისე კლონირების ეფექტურობა ქვეითდება.
The index of labeled cells and cloning efficiency decrease during cultivation.
26966.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ჰიდროლოგია
კოლხეთის დაბლობის აორთქლებადობის ველის კვლევა.
Investigation of the evaporativity field of the Kolkheti lowland.
26967.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ჰიდროლოგია
შედგენილია კოლხეთის დაჭაობებული ნაწილის ზედაპირიდან შესაძლო აორთქლების (აორთქლებადობის) საშუალო მრავალწლიური ველის რუკა.
A map of the average long-term evaporativity field is constructed for the swamped part of Kolkheti.
26968.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ჰიდროლოგია
აორთქლებადობის საშუალო სიდიდე უდრის 985 მმ.
The mean value of evaporation is 985 mm.
26969.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ჰიდროლოგია
სივრცითი ცვალებადობა უმნიშვნელოა: მაქსიმალური –1100 მმ, მინიმალური –870 მმ.
Spatial variations are insignificant, the maximum amounting to 1100 mm, and the minimum to 870 mm.
26970.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ჰიდროტექნიკა
სითხის თავისუფალი ზედაპირის ანგარიში წრიულკვეთიან გვირაბებში არათანაბარი მოძრაობის დროს.
Calculation of the free surface of liquid in tunnels with circular section at non-uniform flow.
26971.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ჰიდროტექნიკა
დაუმთავრებელი კაშხლების დროს დერივაციული ჰესების ექსპლუატაციისას პრაქტიკაში გვხვდება სადაწნეო–უდაწნეო რეჟიმები.
In the practice of operation, when the dams are not completed, diversion hydroelectric stations have to work in pressure- and non-pressure conditions.
26972.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ჰიდროტექნიკა
ამ შემთხვევაში ისმება კითხვა თუ რა სიგრძეზე ვრცელდება უდაწნეო მოძრაობა გვირაბში ტურბინის სხვადასხვა ხარჯის დროს.
In such cases the question arises as to what length the free surface flow extends in tunnels at different turbine discharges.
26973.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ჰიდროტექნიკა
სამუშაოში მოყვანილია სპეციალური ცხრილები წრიულკვეთებიანი გვირაბებისათვის თავისუფალი ზედაპირის გავრცელების სიგრძის საანგარიშოდ.
Special tables are presented for the calculation of the length of the free surface in tunnels with circular section.
26974.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოქიმია
კვაისის მადნიანი ველის მადნების გოგირდის იზოტოპური შედგენილობა.
The anomalous Sulphur isotopic composition of the ores of the Kvaisa ore field (Georgian SSR).
26975.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოქიმია
კვაისის მადნიანი ველის გალენიტ-სფალერიტის ასოციაციაში კვლევის შედეგად დადგენილი გოგირდის იზოტოპების განაწილება მიუთითებს იმაზე, რომ მადნების კრისტალიზაცია უნდა ხდებოდეს საშუალო და დაბალი ტემპერატურის პირობებში სიღრმული ტუტე ხსნარებიდან.
Studies of sulphur-isotope distribution in the galena-sphalerite association of the Kvaisa ore field suggest that ore crystallization could take place under medium to low-temperature conditions from highly alkaline fluids with deep-seated sulphur sources.
26976.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენერგეტიკა
ჰიდროგენერატორის სტატორის გამაცივებელი სისტემის გამრეცხი ხსანარები.
Detergent solutions for cleansing the cooling system of hydrogenerator stators.
26977.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენერგეტიკა
შრომაში მოყვანილია სპილენძის შემცველი ნალექების, სპილენძის ზედაპირის დამცველი ფენის და მირჩილული შენადნობების ხსნადობის სიჩქარეების ექსპერიმენტული მონაცემები სხვადასხვა გამრეცხ ხსნარებში.
Experimental data are adduced on the dissolution rates of natural copper deposits of the suboxide film and soldering junctions in various detergent solutions.
26978.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენერგეტიკა
დადგენილია, რომ სპილენძის ჟანგის შემცველი ნალექების კარგ გამხსნელს წარმოადგენს ტრილონ B ხსნარი თიოშარდოვანასთან.
The composition of trilon B with thiourea proved to be the best cleansing agent for the removal of copper deposits form the stator windings of hydrogenerators.
26979.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენერგეტიკა
გამრეცხ ხსნარს უმატებენ ამიაკს განსაზღვრული pH შესაქმნელად.
Ammonia is added to the composition in order to maintain the hydrogen index of the detergent.
26980.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენტომოლოგია
ბზუალა ხოჭოების გავრცელება სამხრეთ საქართველოს შავმიწა ნიადაგებში.
Distribution of Carabidae in the black soils of South-Georgian upland.