მოიძებნა 668060 ჩანაწერი
26981.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენტომოლოგია
სამხრეთ საქართველოს შავმიწა ნიადაგებში გამოვლენილია ნიადაგში მცხოვრები ბზუალა ხოჭოების 31 სახეობა.
The author has identified 31 species of Carabidae in the black soils of the South-Georgian upland.
26982.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენტომოლოგია
რიგი სახეობისათვის Carabus L., AcinopusnLatr., Zabrus Clairv. გვარებიდან პირველად აღინიშნება მატლის ფაზები.
Of these, some are represented by hitherto unknown larvae of the genera Carabus L., Acinopus Latr., and Zabrus Clairv.
26983.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენტომოლოგია
სახეობრივი შედგენილობის შედარებითი სიმდიდრით ხასიათდება საშუალო მთიანი ზონა. მაღალმთიანეთში გავრცელებულია ძირითადად ერთი გვარი (Amara Bon.) გამოკვლეული რეგიონის ბზუალა ხოჭოების ფაუნის ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია მიქსოფიტოფაგებით.
A relative specific variety is noted in mid-montane areas, whereas species of the genus Amara Bon. predominantly occur in the alpine zone. The majority of the life forms if Carabidae are represented by myxophytophages, among which only typically plant-feeding species occur in a considerable number.
26984.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენტომოლოგია
ნაძვის დიდი ლაფანჭამიას თავის ტვინის ნეიროსეკრეტორული უჯრედები.
Neurosecretory cells of the brain of Dendroctonus Micans Kug.
26985.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენტომოლოგია
ნაძვის დიდი ლაფანჭამიას თავის ტვინში გამოვლენილია ნეიროსეკრეტორული უჯრედების მედიალური და ლატერალური ჯგუფები.
Medial and lateral groups of neurosecretory cells (NSC) have been identified in the brain of D. micans.
26986.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენტომოლოგია
დადგენილია ნეიროსეკრეტორული უჯრედების ტიპები. მედიალური ჯგუფი შეიცავს A1, A2 და B ტიპის უჯრედებს, რომელთა რაოდენობა მერყეობს 39-დან 60 ცალამდე, ხოლო მათ შორის რაოდენობრივი შეფარდება გამოიხატება შესაბამისად პროპორციით 3:2:1.
NSC of A1, A2, and B types were revealed and determined by conventional techniques of staining. The total number of these cells in the medial group varies from 39 to 60. Their ratio in the medial group can be expressed as 3:2:1, respectively.
26987.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენტომოლოგია
პირველი ლატერალური ჯგუფი შეიცავს სამ A2 და ერთ A1 ტიპის უჯრედებს.
The first lateral group has three NSC of type A2 and one of A1.
26988.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენტომოლოგია
ერთ შემთხვევაში გამოვლინდა მეორე ლატერალური ჯგუფი სამი ნეიროსეკრეტორული უჯრედით, რომელთა ტიპის დადგენა ვერ მოხერხდა.
The second lateral group with three NSC was found only in one case. The character of staining (paraldehyde-thionine with floxin) does not allow determination of the NSC type.
26989.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენტომოლოგია
საფიქრებელია, რომ ამ ჯგუფის უჯრედების გამოვლენა დაკავშირებულია მწერის გარკვეულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან.
The occurrence of NSC of the latter group may be connected with a definite physiological condition of the insect.
26990.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენტომოლოგია
ფიჭვის პარკხვევიას ბირთვული პოლიედროზი საქართველოში.
Nuclear polyhedrosis of pine lappet moth Dendrolimus pini L. (Lepidoptera: Lasiocampidae) in Georgia.
26991.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენტომოლოგია
ტკოცის ფიჭვნარზე გამოვლინდა ფიჭვის პარკხვევიას Dendrolimus pini L. (Lepidoptera: Lasiocampidae) ვირუსული დაავადება - ბირთვული პოლიედროზი. დადგენილია, რომ მატლის დაზიანებულ ქსოვილებში ვითარდება ინფექციური სხეულაკები - ჰექსაედრული ფორმის, 2 მკმ-მდე ზომის პოლიედრები, რომლის შიგნით განლაგებულია ვირუსული ნაწილაკები ზომით 200-250 X 60-90 ნმ.
Nuclear polyhedral of pine lappet moth, Dendrolimus pini L. (Lepidoptera: Lasiocampidae) have hexahedral shape and average dimension of 2μm. The rod-shaped virus particles contained in them have a dimension of 200-250 x 60-90 nm.
26992.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნეოკორტექსის პრორეალური უბნის მნიშვნელობის შესახებ სხვადასხვა ასაკის ლეკვების პირობითრეფლექსურ მეხსიერებაში.
On the role of the proreal gypus of the neocortex in the conditioned reflex memory of different-age puppies.
26993.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ლეკვებში პრორეალური ხვეულის ორმხრივი მოცულობა არ იწვევს პირობითრეფლექსური ხანგრძლივი მეხსიერების დარღვევებს.
Bilateral ablation of the gyrus proreus in puppies was not found to cause any disturbances of long-term conditioned reflex memory.
26994.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ადამიანის მოძრაობითი რეაქციის ფარული პერიოდის ცვლილებები სუნთქვის ფაზებთან დაკავშირებით.
Changes in the latent period of the human motor reaction in relation to the respiration phases.
26995.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია ადამიანის მოძრაობითი რეაქციის ფარული პერიოდის ცვლილება სუნთქვის ფაზებთან დაკავშირებით.
The latent period of the human motor reaction has been studied in relation on the respiration phases.
26996.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ღრმა სუნთქვისას მოძრაობითი რეაქციის ფარული პერიოდის ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის ფაზებში ცხვირით სუნთქვისას ხდება შემოკლება რეაქციის დროსთან შედარებით პირით სუნთქვისას.
At deep respiration the latent period of the motor reaction in the inspiration and expiration phases was found to be shorter at respiration through the nose than at respiration through the mouth.
26997.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს შესაძლოა, გაპირობებულია ფუნქციური, მეტაბოლური ცვლილებებით და ვეგეტატიური რეფლექსებით, რომლებიც გამოწვეულია ცხვირის ლორწოვანი გარსის რეცეპტორული აპარატის გაღიზიანებით და თან მომდევარი სუბიექტურ–ემოციური ფაქტორებით.
This may be due to the functional, metabolic changes and to the vegetative reflexes arising at the stimulation receptors of the nasal mucous membrane and with accompanying subjective emotional factors.
26998.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს ცვლილებები ახდენენ გავლენას სუნთქვითი ცენტრის და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციურ მდგომარეობაზე.
These changes affect the functional state of the respiration centre and of the central nervous system.
26999.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავის ტვინის ქერქის ფუნქციური გამოთიშვა ნოვოკაინის მოქმედებით.
Functional blockade of the neocortex by the action of procaine.
27000.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მწვავე ცდებში დაუნარკოზებელ ბოცვრებზე შესწავლილია ქერქულ უბნებზე ნოვოკაინის ლოკალური აპლიკაციის ნეიროფიზიოლოგიური ეფექტები.
In acute experiments on unanaesthetized rabbits, the neurophysiological effects of local application of procaine in the neocortex were examined.