მოიძებნა 668060 ჩანაწერი
27061.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, გეოფიზიკა
ამ მოდელით გამოთვლილი ზედაპირული სითბური ნაკადი საკმაოდ კარგად ემთხვევა დაკვირვებულს, გარდა ახალგაზრდა ვულკანიზმის უბნებისა.
Excepting the areas of young volcanism, the computed surface heat flow is in fairly good agreement with field observation data.
27062.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, გეოფიზიკა
თავისუფალ ატმოსფეროში სინოტივის ვერტიკალური განაწილების მოდელირება.
Modelling of the vertical distribution of humidity in the free atmosphere.
27063.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, გეოფიზიკა
აბსოლუტური სინოტივის ვერტიკალური განაწილების დასადგენად გამოყენებულია ექსპონენციალური კანონი.
The exponential law has been used to determine the vertical distribution of absolute humidity.
27064.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, გეოფიზიკა
განხორციელებულია ექსპონენციალის მაჩვენებლის ტერიტორიული და დროითი მოდელირება.
The exponential index has been modeled territorially and temporally.
27065.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, გეოფიზიკა
ცალკეულ მაგალითებზე ატმოსფეროში აბსოლუტური სინოტივისა და მასში წყლის ორთქლის მარაგის მოდელირებული სახე შედარებულია წლების მანძილზე ბათუმში რადიოზონდირების მიხედვით დადგენილ სინოტივის ვერტიკალურ განაწილებასთან 10 კმ–მდე თავისუფალ ატმოსფეროში.
Using particular examples, the modeled values of vertical changes of absolute humidity and water vapour provision in the atmosphere are compared with data of actual radio-sounding measurements of vertical humidity distribution up to 10 km free atmosphere.
27066.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, დრეკადობის თეორია
ტრანსტროპული მრავალფენიანი ცილინდრული კოორდინატული პარალელეპიპედის დრეკადი წონასწორობა.
On the elastic equilibrium of a transtropic multilayer cylindrical coordinate parallelepiped.
27067.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, დრეკადობის თეორია
ნაშრომში ტრანსტროპული მრავალფენიანი ცილინდრული კოორდინატული პარალელეპიპედისათვის ამოხსნილია ზოგიერთი სასაზღვრო და სასაზღვრო–საკონტროლო ამოცანა.
Some boundary and boundary-contact problems are solved for the transtropic multilayer cylindrical coordinate parallelepiped.
27068.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ეკონომიკა
სსრკ ჯანდაცვის სისტემაში გამავალ ავადმყოფთა კონტინგენტის რეგიონალურ–დარგობრივი სტრუქტურის დინამიკა.
The regional-branch dynamics of the structure of the patients contingent passing trough the public health care system in the USSR.
27069.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ეკონომიკა
გამოკვლევა შესაძლებლობას იძლევა გამოვლინდეს და დაკონკრეტდეს სსრკ ჯანდაცვის სისტემის განვითარების კანონზომიერება.
The study carried out by the author permits the identification and concretization of the regularities of development of the USSR public health care system.
27070.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ეკონომიკა
გამოკვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სსრკ ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულების ანალიზისა და პროგნოზირებისათვის.
The findings may be used in the analysis and prediction of the main line of development of the USSR system of public health care.
27071.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ეკონომიკა
ბეტონის ოპტიმალური შემადგენლობის თბოდამუშავების რეჟიმის მრავალკრიტერიუმიანი არჩევანის შესახებ.
Multicriterial option of an optimal concrete batch and heat treatment.
27072.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ეკონომიკა
დასმულია საკითხი ბეტონის ნახევრად ოპტიმალური შემადგენლობისა და თბოდამუშავების ოპტიმალური რეჟიმის ოპტიმალურობის ორი კრიტერიუმის –სითბოს მინიმალური დანახარჯის და თვითღირებულების მინიმუმის საფუძველზე.
The optimal problem of concrete batch option and optimal heat treatment is stated on the basis of two optimality criteria: the minimum of fuel expenditure and the minimum of cost.
27073.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ეკონომიკა
ეკონომიკური მაჩვენებლების განორმვა და გარანგვა.
The selection of one of three admissible solution technique is discussed.
27074.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ეკონომიკა
პროგნოსტიკული მოდელების მოძებნის შემუშავებული მეთოდიკა საშუალებას იძლევა გავნორმოთ და გავრანგოთ ეკონომიკური მაჩვენებლები, ავაგოთ გავერიფიცებული პროგნოზები და შევაფასოთ სამეურნეო სისტემის საქმიანობის ეფექტიანობა.
Normalization and ranking of economic indices. The method of constructing prognostic models, developed by the authors, permits normalization and ranking of economic indices, verified prognostication, and evaluation of the effectiveness of functioning of an economic system.
27075.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ენათმეცნიერება
სხვადასხვა ენის ფრაზეოლოგიურ ერთეულთა ურთიერთმიმართების პრობლემისათვის (ინგლისური და რუსული ენების მაგალითზე).
The problem of interlingual correlation of phraseological units (on the material of Ehglish and Russian languages).
27076.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ენათმეცნიერება
ფრაზეოლოგიურ ერთეულთა სინქრონულ–შეპირისპირებით შესწავლას სხვადასხვა ენაში მათი ურთიერთმიმართების დადგენის თვალსაზრისით საფუძვლად უდევს საკვლევი ერთეულების სემანტიკური და სტრუქტურული მახასიათებლები.
Semantic and structural features of the analyzed units are in bases of synchronic-comparative studies of phraseological units from the point of view of their interlingual correlation.
27077.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ენათმეცნიერება
ფაქტობრივი მასალის ანალიზმა გვიჩვენა, რომ სხვადასხვა ენაში ფრაზეოლოგოურ დონეზე აღნიშნულ ერთეულებს შორის ურთიერთმიმართების დასადგენად რელევანტურ ნიშნებად გვევლინება ფრაზეოლოგიურ ერთეულთა დენოტატურ–სიგნიფიკატური მნიშვნელობა და ლექსიკურ– გრამატიკული შედგენილობა.
In distinguishing the degree of interlingual correlation on the phraseological level referential-significative meaning and lexicogrammatical organization are considered to be relevant.
27078.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ექსპერიმენტული მედიცინა
ჰაშიში და მისი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
Hashish and its effect on the central nervous system.
27079.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ექსპერიმენტული მედიცინა
მთელ რიგ ქვეყნებში ჰაშიში ითვლება უვნებულ ნარკოტიკად, მაგრამ გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ მისი ხანგრძლივი მიღება იწვევს პიროვნების დეგრადაციას, მთელი რიგი ფსიქოპათოლოგოური სინდრომების წარმოქმნას.
In some countries hashish considered to be a harmless narcotic. However, the present study http://corp.dict.ge/manage/img/remove.pnghas shown that long-term taking of hashish leads to a degradation of personality and development of a number of psychopathological symptoms.
27080.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 111, ექსპერიმენტული მედიცინა
პრეპარატის მორფოლოგიურმა შესწავლამ გვიჩვენა, რომ ჰაშიში აძლიერებს ნეიროგლიის პროლიფერაციას და ნეირონების სტრუქტურულ და ნივთიერებათა ცვლის ხასიათის გარდაქმნას.
A morphological study of the drug has shown that hashish intensifies the proliferation of neuroglia and causes changes in the structural and metabolic nature of neurons.