მოიძებნა 668060 ჩანაწერი
27341.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მასალათა ტექნოლოგია
მსხვილი ფორების მოცულობის ზრდა განპირობებულია დატვირთვის შედეგად ფორებსა და კაპილარებს შორის ტიხრების რღვევით და მათი მოცულობების გაერთიანებით.
The volume increase of macropores is, evidently, caused by the breakdown- owing to the load- of the interstices between the micropores and capillaries (radius 15÷1000 Å) and the blending of their volumes.
27342.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მასალათა ტექნოლოგია
ამაზე მეტყველებს დატვირთულ ცემენტის ქვაში 1000 Å-ზე ნაკლები ზომის ფორებისა და კაპილარების მოცულობის შემცირება.
This is demonstrated by the volume contraction of the latter in the loaded cement stone.
27343.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, მასალათა ტექნოლოგია
ფოროვან სტრუქტურაში დატვირთვით გამოწვეული ცვლილება გავლენას ახდენს ცემენტის ქვიდან წყლის აორთქლების დინამიკაზე.
The changes in the porous structure of cement stone, caused by the external load, affect the dynamics of moisture evaporation from it.
27344.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავის ტვინის გამტარი ნერვული გზების ორგანიზაციის გამორკვევა.
Investigation of the organization of neural connections in the brain.
27345.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მწვავე ცდებში ნემბუტალითა და ქროლაროზით დანარკოზებულ კატებზე და ტუბარინით გაუმოძრავებელ პრეპარატზე შევისწავლეთ პრორეალური ხვეულის ნერვული კავშირების ორგანიზაცია.
The organization of the neural connections of the proreal gyrus was studied in acute experiments involving chloralised and nembutalized cats immobilized with tubarin.
27346.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ პრორეალური ხვეული ქერქის სხვადასხვა უბნებს უკავშირდება სამგვარი გამტარი სისტემით.
The proreal gyrus was found to be connected with other cortical areas by three conducting systems.
27347.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს სისტემებია: ქერქულ-ქერქული (ინტრაკორტიკალური), პოლისინაფსური, გამტარი სისტემა, რომელიც ორგანიზებულია ნახევარსფეროების ქერქის რუხ ნივთიერებაში.
These are: Cortico-cortical (intracortical) polysynaptic conducting system organized in the grey matter of the cortical hemispheres.
27348.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქერქულ-ქერქული, მონოსინაფსური, რომელიც ორგანიზებულია ქერქის თეთრ ნივთიერებაში და წარმოდგენილია შედარებით გრძელი ასოციაციური ბოჭკოებით.
Monosynaptic cortico-cortical system organized in the white matter and effected by comparatively long associative fibres.
27349.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქერქულ-ქერქქვეშა-ქერქული პოლისინაფსური გამტარი სისტემა, რომელიც გადის ქერქქვეშა სტრუქტურებზე.
Cortico-subcortico-cortical polysynaptic conducting system passing throughout the subcortical structures.
27350.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამ სისტემის ორგანიზაციაში მონაწილეობენ გრძელი პოლისინაფსური პროექციული ნერვული ბოჭკოები.
Long polysynaptic projectional fibres take part in the organization of this system.
27351.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, არქეოლოგია
არქეოლოგიური სამუშაოები საკაჟიას მღვიმეში.
Excavations in the Sakazhia cave.
27352.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, არქეოლოგია
1974-1975 წლებში წყალწითელას ხეობის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ არქეოლოგიური გათხრები აწარმოა საკაჟიას მღვიმეში (დასავლეთ საქართველო, თერჯოლის რ-ნი, სოფ. გოდოგანი).
In 1974-1975 excavations were carried on in the Sakazhia cave (village of Godogani, Terjola district, western Georgia) by the Tsqaltsitela Stone Age Archeological Expedition of the Institute of History, Achaeology and Ethnography of the Georgian Academy of Sciences.
27353.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, არქეოლოგია
ამის შედეგად გამოვლინდა 4 ჰორიზონტისაგან შემდგარი ქვედაპალეოლითური ფენა.
A lower Palaeolithic layer of four horizons was discovered.
27354.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, არქეოლოგია
განვითარებული მუსტიეს ეპოქისათვის დამახასიათებლი ქვის მასალის გარდა ფენაში აღმოჩნდა ფაუნისტური მასალაც, რომელიც ცხოველთა შემდეგ სახეებს განეკუთვნება: მღვიმის დათვი, მელია, კეთილშობილი ირემი, კავკასიური ჯიხვი, ლოსი, მარტორქა, ბიზონი, გარეული ღორი და სხვ.
In addition to stone artefacts characteristic of the developed Mousterian epoch, faunistic material belonging to the following species was found: cave bear, fox, deer, ibex, elk, rhinoceros, urus, wild boar, etc.
27355.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, არქეოლოგია
ფენის მნიშვნელოვანი მონაპოვარია თვით ნამარხი ადამიანის- ნეანდერტალელის - ნაშთები (ზედა ყბის ფრაგმენტი კბილებითურთ).
The remains of a Neanderthal man (fragment of the upper jaw with teeth) constitute an important find of the layer.
27356.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, თბოტექნიკა
სითბოსა და ტენის გაცვლის შეუღლებულ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ანალიზური ამოხსნა დაცული გრუნტის ელექტრული გათბობისას.
Analytical solution of a conjugate system of differential equations of heat and moisture exchange of protected ground at its electrical heating.
27357.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, თბოტექნიკა
შესწავლილია ნიადაგში სითბოსა და ტენის გაცვლის პროცესი.
Heat and moisture exchange processes in ground have been studied.
27358.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, თბოტექნიკა
სითბოსა და ტენის გადაცემის კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა შესაბამისი საწყისი და სასაზღვრო პირობების გათვალისწინებით დაიყვანება ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემაზე.
A conjugate system of partial differential equations of heat and moisture exchange with appropriate initial and boundary conditions is reduced to a system of ordinary differential equations by means of averaging along the depth.
27359.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, თბოტექნიკა
მიღებულია ნიადაგში საშუალო ტენისა და ტემპერატურის ფორმულები, რომლებიც ითვალისწინებენ ნიადაგში გამავალი გამთბობის წინააღმდეგობას, დენის ძალას, ნიადაგის სითბურ და ტენის ფიზიკურ მახასიათებლებს.
The formulae obtained enable to determine the mean temperature along the depth, soil humidity and drainage time at prescribed physical parameters of soil and rate of thermal inflow.
27360.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მართვის არაწრფივი სტოქასტური სისტემების აპრიორული ალბათობის სიმკვრივის დაშლის კოეფიციენტების შეფასება.
Estimation of the decomposition coefficients of the a priori probability density of nonlinear stochastic control systems.