მოიძებნა 668060 ჩანაწერი
27441.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, გეოფიზიკა
გრავიმეტრი სტაბილურად მუშაობს გამორთული თერმოსტატებითაც.
After thermostat disconnection the gravimeter continues stable operation.
27442.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, გეოფიზიკა
მრავალფენოვანი გარემოს გეომეტრიული სეისმიკის სივრცითი ამოცანებისათვის ერთი რიცხვითი ხერხის კრებადობის შესახებ.
On the convergence of one numerical way of solving direct three-dimensional problems of geometrical seismics for multi-layered media.
27443.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, გეოფიზიკა
მტკიცდება შეთავაზებული პროცესის კლებადობა შემსვლელი პარამეტრების ყველა მნიშვნელობისათვის.
It is proved that this process is convergent for all values of the input parameters.
27444.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, გეოფიზიკა
ბაროტროპული ატმოსფეროს გეოპოტენციალის მოკლევადიანი პროგნოზის რიცხვითი მოდელისათვის.
Toward a quantitative model of a short-term prognosis of geopotential barometric atmosphere.
27445.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, გეოფიზიკა
ჰიდროთერმოდინამიკის განტოლებათა სრული სისტემის გამოყენებით მოცემულია ბაროტროპული ატმოსფეროსთვის გეოპოტენციალის მოკლევადიანი პროგნოზის რიცხვითი მოდელი კავკასიონის რელიეფის გავლენის გათვალისწინებით.
A short-term quantitative prognosis of barotropic atmosphere is given according to full equations of hydrodynamics, taking into account the relief of the Caucasus.
27446.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, გეოფიზიკა
პროგნოზის საშუალო ფარდობითი ცდომილება შეადგენს 0,61.
The average related error of the prognosis calculated for three different cases equals 0.61.
27447.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, გეოქიმია
ჰუმინო- და ფულვომჟავები საქართველოს სსრ ზედაპირული წყლების ტივტივარებში.
Humic and fulvic acids in the suspensions of the surface waters of the Georgian SSR.
27448.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, გეოქიმია
შესწავლილია ჰუმინო- და ფულვომჟავების განაწილება საქართველოს ზედაპირული წყლების ტივტივარებში.
The distribution of humic and fulvic acids in the suspensions of the surface waters of Georgia has been studied.
27449.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, გეოქიმია
ტივტივარები საშუალოდ შეიცავს ჰუმინომჟავების 0,32 %-სა და ფულვომჟავების 1,27 %-ს.
The suspensions contain 0.32% humic acids and 1.27% fulvic acids, on the average.
27450.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, დრეკადობის თეორია
დრეკადობის თეორიის დინამიკის სასაზღვრო ამოცანების შესახებ ანიზოტროპიული ერთგვაროვანი გარემოსათვის.
On the boundary problems of dynamics of the theory of elasticity for anisotropic homogeneous media.
27451.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, დრეკადობის თეორია
პოტენციალთა თეორიისა და ლაპლასის გარდაქმნის მეთოდებით შესწავლილია დინამიკის სასაზღვრო ამოცანები ანიზოტროპიული ერთგვაროვანი დრეკადი გარემოსათვის.
The boundary problems of dynamics for anisotropic homogeneous media are studied by the methods of potential and Laplace transformation.
27452.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, დრეკადობის თეორია
ფირფიტის ხვრელის ოპტიმალური გამაგრება.
Optimal reinforcement of holes in plates.
27453.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, დრეკადობის თეორია
სხვადასხვა ანიზოტროპული მასალისაგან შედგენილი პრიზმული ძელების ღუნვის ცენტრის შესახებ.
On the centre of bending of composite prismatic bars of different anisotropic material.
27454.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, დრეკადობის თეორია
მოცემულია ანიზოტროპული შედგენილი პრიზმული ძელების ღუნვის ცენტრის კოორდინატების გამოთვლის ერთი შედარებით მარტივი ხერხი.
A relatively simple technique of calculating the coordinates of the centre of bending of composite anisotropic prismatic bars is presented.
27455.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, დრეკადობის თეორია
თერმოდიფუზიის თეორიის პარამეტრების თვისებების შესახებ.
On the parameter properties of the thermodiffusion thory.
27456.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, დრეკადობის თეორია
დადგენილია თვისებები თერმოდიფუზიის ბმული თეორიის ზოგიერთი ძირითადი პარამეტრისათვის, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ სასაზღვრო ამოცანათა თეორიაში.
The properties of some basic parameters of the conjugate thermodiffusion theory, which are highly important in the theory of boundary value problems, are established.
27457.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, ელექტროქიმია
გამხსნელის ბუნების გავლენა ტყვიის კათიონების აღდგენის პროცესზე ტრიბენზილამინის თანაობისას.
Influence of the nature of solvent on the process of reduction of lead cations in the presence of tribenzylamine.
27458.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, ელექტროქიმია
დადგენილია, რომ გამხსნელის ბუნება ღრმა გავლენას ახდენს პროცესის მექანიზმზე.
It is shown that change of the nature of solvents has a considerable effect on the mechanism of the title process.
27459.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, ელექტროქიმია
მანგანუმის, რკინის, ნიკელის და სპილენძის ანოდური ქცევა ნატრიუმის ჰალოგენიდების წყალხსნარებში.
Anodic behaviour of manganese, iron, nickel, and copper in the water solutions of sodium halides.
27460.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 90, ელექტროქიმია
დადგენილია, რომ მანგანუმი, რკინა, ნიკელი, სპილენძი და სპილენძის რკინასთან ისეთი შედგენილობის შენადნობი, რომელიც უზრუნველყოფს სპილენძის მონოფერიტისათვის ჟანგეული ნედლეულის მიღებას, ანოდურად იხსნებიან უმნიშვნელო პოლარიზაციით.
It is shown that anodic dissolution of the little metals and copper-iron alloy, ensuring the production of oxide raw material for copper monoferrite, occurs rather smoothly in a wide range of anodic current densities.