მოიძებნა 668060 ჩანაწერი
27781.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თბილისში ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული ავადმყოფების კომპლექსური კლინიკურ-ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევისა და მკურნალობის ხუთწლიანი გამოცდილება.
Five-year experience with a complex clinicoelectrophysiological investigation and treatment of children affected with cerebral paralysis in Tbilisi.
27782.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ბავშვთა საექიმო ფიზკულტურის დისპანსერის ფსიქონერვოლოგიურ განყოფილებაში ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული 887 ავადმყოფის გამოკვლევის საფუძველზე ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომელიც ვარაუდობს ბავშვთა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში მკურნალობის ეფექტურობას.
On this basis of clinicoelectrophysiological investigation of 887 patients with cerebral paralysis at the Tbilisi Psychoneurological Department of Children’s Medical-Physical Dispensary of Medical physical Culture, the authors come to the conclusion on the effectiveness of treatment in early childhood.
27783.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დაზიანების ლოკალიზაციისა და მისი ხასიათის აუცილებელი გათვალისწინებით, სიცოცხლის უკვე პირველ თვეებში ჩატარებული თანმიმდევრული და სწორი მკურნალობა კარგ ეფექტს იძლევა წლამდე და წლინახევრამდე.
From early childhood reasonable therapy with obligatory account of the location and nature of the affection yields a good effect.
27784.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ლოდინის პრაქტიკა სრულიად დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული - ამ დროისათვის ნერვულ სისტემაში მომხდარი ცვლილებები ბევრ შემთხვევაში შეუქცევადი ხდება.
Waiting should be considered absolutely impermissible, for by this age changes in the nervous system become largely irreversible.
27785.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კანის პოსტკაპილარულ სისხლძარღვებზე ჰისტამინის ლოკალური მოქმედების შესახებ.
On the local action of histamine on the postcapillary vessels of the skin.
27786.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღწერილია ჰისტამინის ლოკალური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედების რაოდენობრივი განსხვავება ინტენსივობასა და ხანგრძლივობაში მოცემული უბნის პოსტკაპილარულ სისხლძარღვებზე.
Quantitative differences in the intensity and duration of local vasodilating action of histamine on the postcapillary vessels of a given region are described.
27787.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჰისტამინის დილატატორული ეფექტის სიდიდე კლებულობს პოსტკაპილარული ვენულებიდან მსხვილი ვენების მიმართულებით. უკანასკნელ შემთხვევაში ეფექტი არ აღინიშნება.
The dilative effect of histamine decreases from postcapillary venules to large veins, the effect being totally absent in the latter case.
27788.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჰისტამინზე რეაქციის ფარული პერიოდის ხანგრძლივობა პოსტკაპილარულ ვენებს თითქმის ორჯერ მაღალი აქვს, ვიდრე საშუალო ყალიბის ვენებს.
The length of the latent period in the postcapillary venules is almost one half shorter than in medium-calibre veins.
27789.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მნიშვნელოვანი განსხვავება რეაქციის პიკის დროსა და მისი შემდგომი მოქმედების ხანგრძლივობას შორის არ გამოვლინდა.
No significant differences were found in the duration of peak reaction and its aftereffect.
27790.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჰიპოსექსუალიზმის პათოგენეზის და მკურნალობის ზოგიერთი საკითხისათვის.
Some questions of the pathogenesis and treatment of hyposexuality.
27791.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჰიპოსექსუალიზმით დაავადებულ, ქრომატინუარყოფითი 15 მამაკაცის შესწავლის შედეგად, რომელთაც აღენიშნებოდათ უშვილობა და სპერმატოგენეზის დარღვევა, დადგენილ იქნა აციდოზის, ჰიპოქსიის, გალაქტოზურიის და ამინოაციდურიის არსებობა.
A study of fifteen males suffering from hyposexuality and disturbed fertility has revealed in most of them the presence of acidosis, hypoxia, galactosuria and aminoaciduria.
27792.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჩატარებული პათოგენეტური მკურნალობის მეშვეობით კრიორეფლექსოთერაპიული მეთოდების, დიეტური და მედიკამენტოზური საშუალებების გამოყენებით, რომელთა მიზანი იყო აციდოზის, ჰიპოქსიისა და გალაქტოზემიის მავნე ზემოქმედების შენელება, მეტ წილ შემთხვევაში აღინიშნა კლინიკური გაუმჯობესება და ზოგიერთ ავადმყოფში აღდგენილ იქნა შვილოსნობის უნარი.
The use of complex treatment procedures of pathogenetic order, involving cryoreflex-therapy as well as measures against galactosemia, acidosis and hypoxia in the majority of cases led to an improvement of clinical indices, with the restoration of fertility in some subjects.
27793.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დინამიკის შესწავლა ამიზილითა და სკოპოლამინით გამოწვეული ამნეზიის დროს.
Cerebral blood flow dynamics under amnesia induced by injection of amyzil and scopolamine.
27794.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქოლინომიმეტიკურ ნივთიერებათა გავლენა ლოკოკინის გულზე.
The effect of cholinomimetics on the snail heart contractions.
27795.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია ქოლინომიმეტიკურ ნივთიერებათა მოქმედება ლოკოკინის წინაგულისა და პარკუჭის შეკუმშვაზე.
The effect of muscarinic and nicotinic cholinomimetics on the contraction of the auricle and ventricle of Helix lucorum has been studied.
27796.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მუსკარინული ნივთიერებები აიშვიათებდნენ, ხოლო ნიკოტინური ნივთიერებები ახშირებდნენ გულის შეკუმშვათა რიტმს.
Muscarinic cholinomimetics evoked a negative chronotropic effect, while nicotinic ones had a positive chronotropic effect.
27797.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ორივე ჯგუფის ნივთიერებები იწვევდნენ უარყოფით ინოტროპულ ეფექტს.
Both groups of drugs induced a negative inotropic effect.
27798.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ბოცვერების კვერცხსავალთა სპონტანური ბიოელექტრული აქტივობა სქესობრივი მოსვენების ფაზაში.
Spontaneous bioelectric activity of female rabbit oviducts in the period of sexual quiescence.
27799.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სქესობრივი მოსვენების ფაზა ხასიათდება პერიოდული ბიოელექტრული აქტივობით. ბიოელექტრული აქტივობის პერიოდი გრძელდებოდა 6-7 წამი, რომელსაც მოჰყვება 38-40-წამიანი ბიოელექტრული სიმშვიდის პერიოდი.
Diestrus was found to be characterized by periodical bioelectric activity lasting 6-7 sec, followed by periods of complete quiescence of 38-40 sec duration.
27800.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ბიოელექტრული აქტივობის პერიოდში აღირიცხება მცირე ამპლიტუდის ნელი ტალღისებური რხევები, რომელთა ფონზეც აღინიშნება ასევე მცირევოლტიანი პიკისებური რხევები.
In the periods of intensive bioelectric activity slow wave low amplitude oscillations were observed, with occasional low voltage spikes.