მოიძებნა 668060 ჩანაწერი
27801.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სითბური ჰიპერემიის თავისებურებანი და ზოგიერთი ეფექტორული მექანიზმი თეთრი თაგვის ყურის ნიჟარის პოსტკაპილარულ უბანში.
The characteristics and some effector mechanisms of heat hyperemia in the postcapillary section of the helix of the white mouse.
27802.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თეთრი თაგვის ყურის ნიჟარის პოსტკაპილარული უბნის სითბური ჰიპერემიის ინტენსივობა მეტადაა გამოხატული საშუალო ყალიბის ვენებში და გაცილებით სუსტად მსხვილ ვენებში.
The intensity of heat hyperemia in the postcapillary section of the helix of white mouse is most pronounced in medium-calibre veins and much less in large veins.
27803.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
განხილულ სისხლძარღვთა რეაქციებში ვენულები არ მონაწილეობენ.
Postcapillary venules do not participate in the reaction under study.
27804.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გაფართოების ხარისხი პერიფერიულ ვენებში ნაკლებია, ვიდრე ერთსახელოვან არტერიებში.
The dilatation degree of peripheral veins is less than is the case with arteries of the same name.
27805.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სითბური ჰიპერემიის დროს ვენების გაფართოება მნიშვნელოვნად ჩამორჩება დროში ერთსახელოვანი არტერიების რეაქციას.
Dilatation of veins during heat hyperemia considerably «lags behind» the reaction of the same name arteries.
27806.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თბობის კამერაში ტემპერატურის გაზრდის დროს კანის პერიფერიული ვენების დილატაცია განისაზღვრება ძირითადად ქოლინერგიული მექანიზმებით.
Dilatation of peripheral veins of the skin with the rise of temperature in the heat chamber is largely due to cholinergic mechanisms.
27807.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ბაყაყის ჩანასახის მემბრანული პოტენციალი და მემბრანის ფარდობითი განვლადობა Na<sup>+</sup> და K<sup>+</sup> იონებისათვის.
Relative permeability of the membrane to Na<sup>+</sup> and K<sup>+</sup> ions and the membrane potential on the frog embryo.
27808.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მიკროელექტროდული ტექნიკის გამოყენებით გაიზომა ბაყაყის (Rana ridibunda) კვერცხის მემბრანული პოტენციალის (მპ) სიდიდე პირველ გაყოფამდე ორ სხვადასხვა იონური შედგენილობის ხსნარში.
By means of microelectrode technique the membrane potential of the frog (Rana ridibunda) embryo was measured in two solutions with different ion concentrations.
27809.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ფუნქციონალური რიცხვითი გარდამსახი დადებითი უკუკავშირით ოპერაციულ ელემენტზე.
Functional digital transducer with positive feedback on the operating element.
27810.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ფუნქციონალური გარდამსახის ოპერაციულ ელემენტზე, რომელშიც განხორციელებულია დადებითი უკუკავშირი, განხილულია აგების ახალი პრინციპი და ცდომილებების ანალიზი.
The paper deals with a new principle of constructing a digital transducer and the analysis of its errors. The transducer is supplied with an operating element with positive digit-pulse feedback.
27811.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ელექტრონული სქემების საანგარიშო პროგრამების გამოყენების პროცესის დაჩქარების შესახებ.
On the acceleration of the process of the use of electronic circuit computation programmes.
27812.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, აღმოსავლეთმცოდნეობა
არაბული ენის ერთი გრამატიკის შესახებ დაღესტნიდან.
A grammar of the Arabic language from Daghestan.
27813.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, აღმოსავლეთმცოდნეობა
არაბული ენის გრამატიკა „შარხ ათ-თასრიф ალ-მაკსუდ“ ეკუთვნის ცნობილ დაღესტნელ მწერალს და შამილის დროის საზოგადო მოღვაწეს მუჰამად ტაჰირ ალ-ყარახის.
The Arabic Grammar Sharh at-tasrif al-maqsud belongs to Muhammad Tahir al-Qarakhi, a well known writer and public figure of Shamil’s time.
27814.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, აღმოსავლეთმცოდნეობა
ამ გრამატიკულ ტრაქტატს, რომელიც დაწერილია ნაწილობრივ ლექსად, საფუძვლად უდევს XIII ს. არაბი გრამატიკოსის ‘იზზ ად-დინ აბდ ალ-ვაჰჰაბ იბნ იბრაჰიმ აზ-ზანჯანის ნაშრომი „მაბადი фი-თ-თასრიф“.
The Grammar, partly written in verse, is based on Mabadi fi-t-tasrif, a work of the Arab grammarian 'Izz ad-Din Abd al-Wahhab ibn Ibrahim az-Zanjani (13th century).
27815.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, აღმოსავლეთმცოდნეობა
დაღესტნელი ავტორის ტრაქტატი მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი პირველწყაროსაგან.
The treatise of the Daghestanian author substantially differs from its original source.
27816.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, აღმოსავლეთმცოდნეობა
ალ-ყარახი ეხება მრავალ საკითხს, რომელიც არა აქვს განხილული აზ-ზანჯანის და მისი ნაშრომი, ფაქტობრივად, წარმოადგენს დამოუკიდებელ ნაწარმოებს.
He considers many problems not dealt with in az-Zanjani’s work.This gives ground to consider al-Qarakhi’s grammar an independent work.
27817.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ბიოფიზიკა
ტემპერატურის გავლენა ბაყაყის ჩანასახის მემბრანულ პოტენციალზე დანაწევრების პირველ გაყოფამდე და გაყოფის დროს.
Influence of the temperature on the membrane potential in the frog embryo before and during the first division.
27818.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ბიოფიზიკა
მიკროელექტროდული ტექნიკის გამოყენებით შესწავლილ იქნა ტემპერატურის გავლენა ბაყაყის ჩანასახების მემბრანული პოტენციალის სიდიდეზე. გამოირკვა, რომ დანაწევრების I გაყოფამდე ობიექტის გაცივება მის მემბრანულ პოტენციალს 2-3 მვ-ით ამცირებს (აბსოლუტური მნიშვნელობით).
By means of microelectrode technique the membrane potential of the frog (Rana ridibunda) embryo was shown to decrease by 2-3 mV, decreasing the temperature from 21° to 8°C.
27819.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ბიოფიზიკა
ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მემბრანული პოტენციალის გენერაცია განვითარების ამ პერიოდში დიფუზიურია.
This finding indicates that the membrane potential is due to the diffusion concentration electrical element.
27820.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, ბიოფიზიკა
I გაყოფის დროს გაცივების შედეგად ჩანასახის მემბრანული პოტენციალის ცვლილება უკვე 8 მვ-ს შეადგენს.
During the first division on decreasing the temperature within the same ranges the membrane potential decreases by 8 mV.