მოიძებნა 668060 ჩანაწერი
28081.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მანქანათმცოდნეობა
არაწრფივი ელექტრომაგნიტური ძალის გავლენა ტვირთის გადაადგილების სიჩქარეზე ვიბრომანქანის რეზონანსულ რეჟიმებში მუშაობის დროს.
Nonlinear electromagnetic effect on the load transfer speed with resonance ratings of vibratory machine.
28082.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მანქანათმცოდნეობა
ვიბრაციული მანქანის მუშა ორგანოს და გადასაადგილებელი ტვირთის სივრცითი მოძრაობის განტოლებების ანალოგურ გამომთვლელ მანქანაზე ამოხსნის გზით გამოკვლეულია არამუშა სივრცითი რხევების გავლენა მასალის გადაადგილების სიჩქარეზე მანქანის სუბ- და სუპერჰარმონიულ რეზონანსულ რეჟიმებში მუშაობის დროს.
Using the analog computer, the effect has been studied of the idle spatial vibrations of the load-carrying member on the rate of material transfer in nonlinear regimes of the operation of a vibration machine, corresponding to the sub- and super-harmonic resonances of the electromechanical system of the magnetic exciter of the vibration feeder.
28083.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მანქანათმცოდნეობა
ჭრის რეჟიმების ოპტიმიზაციის შესაძლებლობანი ციფრული პროგრამული მართვის საფრეზო ჩარხებზე.
The possibilities of optimization of the cutting conditions on NC milling machines.
28084.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მანქანათმცოდნეობა
რთული კონფიგურაციის დეტალების დამუშავებისას ციფრული პროგრამული მართვის საფრეზო ჩარხებზე ჭრის რეჟიმების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა ზღვრული რეგულირების პროგრამული ადაპტური სისტემა, რომელიც ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად.
The numerical and adaptive control system of constraint regulation developed at the Georgian Polytechnic Institute in collaboration with Tbilisi Scientific Research Institute of the means of Automation permit optimization of the cutting conditions under machining workpieces of complicated shapes on the NC milling machine.
28085.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მასალათა ტექნოლოგია
ხანგრძლივი პროცესების კვლევა სხვადასხვა სახის და ასაკის ბეტონში გრეხის დროს.
Investigation of long-term processes in concretes of different kinds and ages at torsion.
28086.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მასალათა ტექნოლოგია
შესწავლილია სხვადასხვა ასაკის მსუბუქი და მძიმე ბეტონის ცოცვადობა მგრეხი დატვირთვისას ნოტიო და მშრალ გარემოში.
Creep of different age light-weight and heavy concretes at torsion was studied.
28087.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მასალათა ტექნოლოგია
დადგენილია, რომ განსხვავება ხანგრძლივ დეფორმაციებს შორის მშრალ და ნოტიო გარემოში ახალგაზრდა ბეტონში უფრო დიდია, ვიდრე დახანებულში.
The difference of deformations in «moist» and «dry» media for new concrete was found to be larger than for old concrete.
28088.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მასალათა ტექნოლოგია
ამ უკანასკნელში უფრო სწრაფად ხდება დეფორმაციის სტაბილიზაციაც.
The latter has more rapid damping than has increasing deformation.
28089.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მასალათა ტექნოლოგია
ბეტონის ასაკი და გარემოს ტენიანობა გავლენას ახდენს დეფორმაციის სიდიდეთა გაბნევაზეც - შექცევადი დეფორმაციების სიდიდე, აგრეთვე მყისი და ხანგრძლივი დეფორმაციების მნიშვნელობების გაბნევა ბეტონის ასაკის და გარემოს ტენიანობის ზრდასთან ერთად მცირდება.
The age of concrete and the humidity of the medium influence the spread of the deformation value: the value of reversible deformations and the spread of short and long-term deformation values decreases with the increase of concrete age and the humidity of the surrounding medium.
28090.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მასალათა ტექნოლოგია
სხვადასხვა ფორიანობის მქონე ცემენტის ქვის სიმტკიცის დამოკიდებულება გამჟღენთავი სითხის სიბლანტესთან.
Strength of cement stone of different porosity depending on the saturating liquid viscosity.
28091.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მასალათა ტექნოლოგია
ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ცემენტის ქვის სიმტკიცეზე დიდ გავლენას ახდენს გამჟღენთავი სითხის სიბლანტე, რომლის სიბლანტის ზრდა იწვევს ცემენტის ქვის სიმტკიცის ზრდას.
The influence of the saturation rate and of the saturating liquid viscosity on the strength of cement stone of different porosity and different hardening conditions has been investigated.
28092.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მასალათა ტექნოლოგია
გამჟღენთავ სითხედ მიღებული იყო ტექნიკური არაპოლარული გლიცერინი, რომლის სიბლანტე მკვეთრად იცვლება ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად.
Non-polar glycerine was used as saturating liquid, the viscosity of which changes drastically depending on temperature variation.
28093.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მასალათა ტექნოლოგია
მიღებული შედეგები უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ სორბციული წყალი, რომელიც გვაქვს ცემენტის ქვის უწვრილეს ფორებსა და კაპილარებში, ხელს უწყობს მისი სიმტკიცის ზრდას და ამით ამცირებს სიმტკიცის შემცირებასა და დეფორმირების გაადვილების ადსორბციულ ეფექტს.
The results obtained permit the conclusion that the sorbed water, saturating the smallest pores and capillaries of the cement stone, increases its strength, thus softening the adsorption effect of the decrease of strength.
28094.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მეტალურგია
სამარიუმისა და დისპროზიუმის ქლორიდების ალუმოთერმული აღდგენის თერმოდინამიკური კვლევა.
Thermodynamic investigation of the processes of aluminothermic reduction of the chlorides of samarium and dysprosium.
28095.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მეტალურგია
შრომაში გაკეთებულია სამარიუმისა და დისპროზიუმის ქლორიდების აღდგენის თერმოდინამიკური ანალიზი და განსაზღვრულია ვაკუუმში მიმდინარე ამ პროცესების ოპტიმალური პარამეტრები.
Thermodynamic analysis of the reaction of aluminothermic reduction of REM chlorides in vacuum has been carried out and the optimal parameters of the process determined.
28096.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მეტალურგია
ვანადიუმის გავლენა ქრომის მხურვალმედეგობაზე.
The effect of vanadium on the heat-resistance of chromium.
28097.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მეტალურგია
შესწავლილია ვანადიუმის გავლენა სუფთა და ლანთანით ლეგირებული ქრომის მხურვალმედეგობაზე 1100-1400°C ტემპერატურულ ინტერვალში.
The effect of vanadium on the oxidation kinetics and mechanism of chromium and chromium-lanthanum alloys in the air at the temperature range of 1100°C to 1400°C has been investigated.
28098.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მეტალურგია
დადგენილია, რომ ვანადიუმის დამატება 1,0%-მდე პრაქტიკულად არ ცვლის ქრომის ჟანგვის სიჩქარეს, სამაგიეროდ, აღნიშნული კონცენტრაციული ზღვრის გადალახვა იწვევს ქრომის მხურვალმედეგობის მკვეთრ გაუარესებას.
It has been found that introduction of vanadium up to 1.0% practically does not affect the oxidation rate of chromium, while above this range heat-resistance of the alloys sharply decreases.
28099.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მეტალურგია
აღსანიშნავია, რომ ვანადიუმის უარყოფითი გავლენა ქრომის მხურვალმედეგობაზე არსებითად სუსტდება ლანთანთან ერთად ქრომის თანალეგირებისას.
The negative effect of vanadium on the heat-resistance of chromium is considerably neutralized when alloyed with lanthanum.
28100.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მეტალურგია
ვაკუუმში დისპროზიუმის ფთორიდის ალუმოთერმული აღდგენის პროცესის შესწავლა.
Study of the aluminothermic reduction process of dysprosium fluoride.