მოიძებნა 668060 ჩანაწერი
28721.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თირკმლის მოქმედების როლი კუჭის სეკრეციული მოქმედების შეკავებაში მინერალური წყლების ,,ყვიბისისა“ და ,,ლიკანის“ მიღებისას.
On the role of the kidney function in the inhibition of gastric secretory activity under intake of the mineral waters “Kvibisi” and “Likani”.
28722.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ი. პავლოვის წესით იზოლირებულ პატარა კუჭსა და კანში გადანერგილი შარდსაწვეთების მქონე ძაღლებზე დაყენებული ცდებით დადგინდა, რომ საკვებით აღძრული კუჭის სეკრეციული მოქმედება ძლიერ დაკნინებულია თუ იგი აიგზნება წყლის მიცემით გამოწვეული გაძლიერებული დიურეზის მაღალ დონეზე (საკვების მიცემა - მინერალური წყლის მიღების ერთი საათის შემდეგ) და პირიქით, დაკნინება არ ვლინდება, თუ წყლის მიცემით ჯერ დიურეზი დიდად არ გაძლიერებულა (საკვების მიცემა - წყლის მიღების 25-30 წუთის შემდეგ).
Experiments on dogs with isolated gastric pouch and ureters transplanted into the skin according to Pavlov demonstrated that alimentary gastric secretion is strongly depressed if it is exited at the height of developed water diuresis (feeding an hour later after taking mineral water), and vice versa, the inhibitory effect is absent if intensive diuresis fails to develop in time under the influence of administered mineral water (feeding 25-30 min after water intake).
28723.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ტეტრაეთილამონიუმის იონების გავლენა თავის ტვინის ქერქის დენდრიტული პოტენციალების პოსტტეტანურ პოტენციაციაზე.
The influence of tetraethylammonium ions on post-tetanic potentiation of dendritic potentials in the cerebral cortex.
28724.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მწვავე ცდებში კატებზე ღრმა ნემბუტალის ნარკოზით შევისწავლეთ ტეტრაეთილამონიუმის იონების გავლენა დენდრიტული პოტენციალების პოსტტეტანურ პოტენციაციაზე.
The influence of tetraethylammonium ions on post-tetanic potentiation of dendritic potentials have been studied in acute experiments on cats under deep nembutal anesthesia.
28725.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ ტეტრაეთილამინიუმის ხსნარის ლოკალური აპლიკაცია ქერქზე იწვევს დენდრიტული პოტენციალების პოსტტეტანური პოტენციაციის გაზრდასა და გახანგრძლივებას.
Local application of a solution of tetraethylammonium on the surface of the cortex was found to cause an increase and prolongation of post-tetanic potentiation of dendritic potentials.
28726.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჰიპოკამპის კომისურალური კავშირების სივრცობრივი განაწილების შესწავლა.
Study of the spatial organization of hippocampal commissural fibers.
28727.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დაუნარკოზებელ კატებსა და შინაურ კურდღლებზე კვლევის ელექტროფიზიოლოგიური მეთოდის გამოყენებით შევისწავლეთ ჰიპოკამპის კომისურალური ბოჭკოების სივრცობრივი განაწილება.
Using electrophysiological methods of investigation, the spatial organization of hippocampal commissural fibers was studied in anaesthetized cats and rabbits.
28728.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კონტრალატერალური მხარის ჰიპოკამპის სიმეტრიული წერტილის გაღიზიანება, როგორც წესი, იწვევდა ჰიპოკამპის პირამიდული უჯრედების მონოსინაფსურ აგზნებას. სიმეტრიული წერტილიდან 1-2 მმ-ით დაშორებული წერტილის გაღიზიანება კი იწვევდა საწინააღმდეგო ეფექტს, კერძოდ, სპაიკური აქტივობის საწყის შეკავებას.
Single stimulation of the symmetrical site of the contralateral hippocampus was found to cause a monosynaptic excitation of hippocampal pyramidal cells, whereas stimulation of a site at 1-2 mm distance rostrally or caudally from the symmetrical site had an opposite effect, namely, initial inhibition of spike activity.
28729.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მიღებული შედეგები მიუთითებს ჰიპოკამპის კომისურალური კავშირების სეგმენტურ ორგანიზაციაზე, რაც ხელს უნდა უწყობდეს ორივე მხარის ჰიპოკამპის სინქრონულ და შეთანხმებულ მოქმედებას.
The observed effects may serve, as electrophysiological evidence of the lamellar organization of commissural connections, which- in its turn – must ensure a high degree of synchronization and coordination of the hippocampal interaction of both hemispheres.
28730.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
რეგულირების სიზუსტის შეზღუდვის პირობებში წყობურა სვეტებში იზოტოპური ნარევების გაყოფის პროცესის დინამიკის გამოკვლევა.
Investigation of the process of isotope mixture separation in packed columns when control accuracy is limited.
28731.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ბინარული იზოტოპური ნარევების გაყოფის პროცესის არასტაციონარული რეჟიმის მათემატიკური მოდელების საშუალებით გამოკვლეულია მატერიალური ნაკადების რეგულირების სიზუსტის გავლენა იზოტოპური კონცენტრაციის პროფილზე დანადგარის სტაციონარულ რეჟიმზე გასვლისას და პროდუქტის აღების დაწყების შემდეგ.
Using some mathematical models of unsteady conditions for binary isotope mixture separation, study was made of the effect of accuracy of control of the reflux and extraction flows on the isotope concentration profile, when the plant is setting into steady conditions and after the product extraction has been set up.
28732.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
დადგენილია იზოტოპური კონცენტრაციის პროფილზე კონკრეტული პარამეტრების რეგულირების სიზუსტის გავლენის მნიშვნელოვანი განსხვავება.
A considerable variation of the extent of accuracy of control of particular parameters on the isotope concentration profile was found.
28733.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ანალიზური ქიმია
ქართული ღვინოების ორთქლფაზური გაზოქრომატოგრაფიული ანალიზი სელექტიური დეტექტორების გამოყენებით.
Vapourphase gaschromotographical analysis of Georgian wines with the help of selective detectors.
28734.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ანალიზური ქიმია
ქართული ღვინოების ორთქლის შემადგენლობის გამოსაკვლევად აწყობილ იქნა სამდეტექტორიანი დანადგარი. მისი დახმარებით მიღებულია საინტერესო თვისობრივი ინფორმაცია სხვადსხვანაირი ქართული ღვინოების წონასწორულ ორთქლის ფაზაში ნაერთების შემცველობის შესახებ.
In order to investigate the Vapour composition of Georgian wines a device has been designed with three detectors, yielding interesting qualitative information about the content of various compounds in the equilibrium vapour phase of different Georgian wines.
28735.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ანალიზური ქიმია
ღვინომასალების მქროლავი კომპონენტების ორთქლფაზური გაზოქრომატოგრაფიული ანალიზი.
Vapour phase gas chromatographic analysis of volatile components of wine materials.
28736.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ანალიზური ქიმია
გამოკვლეულია არომატწარმომქმნელი ნივთიერებების შედგენილობა სამამულო ღვინოებსა და კონიაკებში. გამოყენებულია ჰელიუმით მათი ექსტრაქცია შემდგომში სორბენტ ტენაქსზე დაჭერით, თერმული დესორბცია გამაციებელ დამჭერში და ექსტრაქტის გადატანა დამჭერიდან ქრომატოგრაფიულ სვეტში.
The composition of flavor-forming materials of native wines and cognacs was investigated by the method of helium extraction with subsequent trapping on the sorbent “Tenax”, followed by desorption of the extract on the cooling trap and transfer of the resulting extract into the chromatographic column.
28737.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
პარაქლორმერკურიბენზოატით მოდიფიცირებული ჰემოგლობინის სხვადასხვა ფორმის შიდამოლეკულური ძვრადობის გამოკვლევა წყალბადის ჩანაცვლების მეთოდით.
Investigation of the intramolecular mobility of different forms of hemoglobin modified by parachlormercurbenzonate by the method of hydrogen exchange.
28738.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
წყალბადის ჩანაცვლების მეთოდით ნაჩვენებია, რომ ჰემოგლობინის ტეტრამერში ორი მოლეკულა პარაქლორმერკურიბენზოატის მიერთება β სუბერთეულების 93–ე ცისტეინზე იწვევს სტრუქტურის სტაბილობის დაქვეითებას ყველა შესწავლილ ფორმაში.
Using the hydrogen exchange method, it is shown that the binding of two molecules of parachlormercurbenzonate to 93 cis-β subunits of tetrameric hemoglobin lowers the stability of the structure in different forms.
28739.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
სტაბილობის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია pH–ზე.
The degree of stability reduction depends on the pH.
28740.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
მოყვანილია თავისუფალი ენერგიის ცვლილებათა სიდიდეები ლოკალური ტრანსკონფორმაციების დროს, რომლებიც განაპირობებენ წყალბადის ჩანაცვლების რეაქციას.
The values of changes of free energy at local transconformations, ensuring the reaction of hydrogen exchange, are given.