მოიძებნა 668060 ჩანაწერი
28741.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
სისხლის ლიპიდების ფიზიკური მდგომარეობის ცვლილება ნორმასა და ავთვისებიანი ზრდის დროს.
Changes of the physical state of blood lipids in the norm and in malignant growth.
28742.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
შესწავლილია ჯანმრთელი და სხვადასხვაგვარი სიმსივნით დაავადებულ პირთა სისხლიდან გამოყოფილი ლიპიდების თერმოინდუცირებული სტრუქტურული გადასვლები სპინ-ზონდის მეთოდის საშუალებით.
Thermos-induced structural rearrangements have been studied with spin labels in lipids isolated from the blood of healthy person and patients with different cancerous diseases.
28743.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
აღმოჩნდა, რომ სისხლის ლიპიდების ,,ამობრუნებულ“ მიცელებში ავთვისებიანი სიმსივნის დროს შეიმჩნევა მეტი სტრუქტურული გადასვლები 0-60° ტემპერატურულ უბანში, ვიდრე ნორმაში.
In the inverted blood lipid Micelles more structural rearrangements were noted in the temperature range 0-60° C during malignant growth as compared to be norm.
28744.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
ლეიკოზით დაავადებულ ავადმყოფთა ძვლის ტვინისა და სისხლის უჯრედების და უჯრედული სტრუქტურების მიკროკალორიმეტრიული გამოკვლევა.
Microcalorimetric study of the cells and cell structures of the bone-marrow and blood of leukaemic patients.
28745.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
დადგენილია, რომ ლეიკოზების დროს მიელოკარიოციტებისა და ლეიკოციტების ქრომატინის კომპლექსი ხასიათდება მაღალი თერმოსტაბილობით.
In cases of leukaemic chromatin complexes mielocariocytes and leucocytes were found to be characterized by high thermostability.
28746.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
ამის საწინააღმდეგოდ ლეიკოზით დაავადებულთა ძვლის ტვინის უჯრედებისაგან გამოყოფილი დნმ-ის დენატურაციის ტემპერატურა შემცირებულა.
The denaturation temperature of DNA, obtained from the bone marrow of leukaemic patients is, on the contrary, reduced.
28747.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქრომატინის თერმოსტაბილობის გაზრდა გაპირობებულია ლეიკოზურ დნმ-ში დეფექტების არსებობით.
It is assumed that growth on the chromatin complex thermostability is caused by defe is in leukaemic DNA.
28748.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
ჰიპერტონულ ხსნარებში ბაყაყის თერძის კუნთის კოფეინის კონტრაქტურების პოტენცირების შესახებ.
On the potentiation of caffeine-induced contracture of frog sartorius muscle by hypertonic solution.
28749.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
ჰიპერტონული ხსნარების გავლენის შესწავლისას ბაყაყის (Rana ridibunda) თერძის კუნთის კოფეინის კონტრაქტურაზე დადგინდა კოფეინის კონტრაქტურის კონცენტრირების ფაქტი მაღალი ოსმოსური წნევის პირობებში.
In studying the influence of hypertonic solutions on caffeine-induced contracture of frog (Rana ridibunda) striated muscle, the fact of potentiation of contracture under conditions of increased tonicity was established.
28750.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
ნაჩვენებია რომ კალიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში კუნთის ინკუბაცია 30 წუთის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებს ჰიპერტონული ხსნარების მაპოტენცირებულ ეფექტს.
It is shown that preincubation in isotonic potassium chloride solution for 30 min significantly decreases the potentiation effect of a hypertonic solution.
28751.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
მიღებული შედეგების და იმ ფაქტის საფუძველზე, რომ KCl-ის ხსნარში ინკუბაციისას კუნთის ბოჭკოებს შიგნით იონური ძალა მცირდება ბოჭკოებში წყლის შესვლის გამო, შეიძლება დავასკვნათ, რომ კოფეინის კონტრაქტურის პოტენცირება დამოკიდებულია კუნთის ბოჭკოებს შიგნით იონური ძალის გაზრდის ხარისხზე ჰიპერტონულ ხსნარებში.
On the basis of the author’s data and the fact that during incubation of the muscle in KCl solution the ion strength inside the muscle fibers decreases in relation to the normal level due to the water swelling of fibers it can be concluded that potentiation of caffeine-induced contracture depends on the degree of ionic strength increase inside the muscle fibers in hypertonic solutions.
28752.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
საკოლექციო ღვინეობში ფერის და გამჭვირვალეობის კანონზომიერებათა დადგენისათვის.
On the determination of the colour purity and brightness of collection maturity wines.
28753.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
ცილისა და ლიზინის შემცველობა სიმინდის სხვადასხვა ჯიშებსა, ხაზებსა და ჰიბრიდებში.
Protein and lysine content in different varieties, lines and hybrids of maize.
28754.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
გამოვლენილია ცილისა და ლიზინის მაღალი შემცველობის სიმინდის ჯიშები, ხაზები და ჰიბრიდები.
Maize varieties, lines and hybrids with a high content of protein and lysine have been revealed.
28755.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
ლიზინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ის ჰიბრიდები, რომლებიც მიღებულია ოპაკ-2 ან ფლაური-2-თან შეჯვარებით.
Hybrids obtained as a result of crossing with Opaque-2 or Floury-2 are characterized by a high content of lysine.
28756.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
კინეტინისა და დროპის გავლენა ნიტრატრედუქტაზის ,,ბაზალურ” აქტივობაზე Cucumis sativus (L.) ეთიოლირებულ კოტილედონებში.
The effect of kinetin and drop on nitrate reductase “basal” activity in etiolated cotyledons from Cucumis sativus (L.).
28757.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
C. sativus ეთიოლირებულ კოტილედონებში (4-10 დღემდე ასაკისა) კინეტინი (ფურფურილამინოპურინი) და დროპი (N-ფენილ-N<sup>1</sup> [1,2,3-თიადიაზოლილ-5] შარდოვანა) გამოყენებული 10<sup>-5</sup> მ კონცენტრაციით, არ ახდენენ ნიტრატრედუქტაზის აქტივობაზე მასტიმულირებელ გავლენას სიბნელეში.
In etiolated cotyledons (4-10 days) from C. sativus kinetin(furfuryl aminopurine) and DROP (defoliant, thiadiazuron)-both at concentration 10<sup>-5</sup>M- have no stimulating effect on nitrate reductase “basal” activity in the dark.
28758.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
ნორჩ მცენარეებში (4 და 5 დღის ასაკისა) ორივე ფოტოეფექტორის თეთრ სინათლესთან შეუღლებული ქმედება შესამჩნევად ასტიმულირებს ნიტრატრედუქტაზის აქტივობას, მაგრამ არა ინდუქციური თვალსაზრისით.
In very young plants (4 to 5 days) both phytoeffectors, in conjunction with white illumination, markedly stimulate nitrate reductase activity, but not at the inductive level.
28759.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
საკონტროლოდ გამოყენებულია ,,ტყუპი”-მასალა.
“Twin” material was used as control.
28760.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
ცდები ჩატარებულია in vivo პირობებში.
The experiments were conducted under in vivo conditions.