მოიძებნა 668060 ჩანაწერი
28761.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
გამოტანილია დასკვნა, რომ 10<sup>-5</sup> მ კონცენტრაციის კინეტინი და დროპი C. sativus ეთიოლირებულ კოტილენდონებში (4-10 დღემდე ასაკისა) უშუალო ინდუქციურ გავლენას არ ახდენს ნიტრატრედუქტაზაზე.
It is concluded that in etiolated cotyledons from C. sativus (4-10 days) kinetin and DROP-both at 10-5M concentration – have no immediate inductive effect on nitrate reductase.
28762.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
თავის ტვინის შეკუმშვადი ცილების აცეტილქოლინესთერაზას კინეტიკური თვისებები.
Kinetic properties of the acetylcholinesterase of contractive proteins of the brain.
28763.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
შესწავლილია ვირთაგვას თავის ტვინიდან მიღებული აქტომიოზინის მსგავსი ცილების - ნეიროსტენინისა და გლიოსტენინის აცეტილქოლინესთერაზას თვისებები.
The kinetic properties of rat brain neurostenin and gliastenin acetylcholinesterase have been studied.
28764.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
მიხაელის - მენთენის კონსტანტის და ჰილის კოოპერატულობის მაჩვენებლის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ნეიროსტენინის და გლიოსტენინის აცეტილქოლინესთერაზა ხასიათდება ალოსტერულობით და არ განსხვავდება კინეტიკური მაჩვენებლებით.
As judged by the values of Km and the degree of cooperation, neurostenin and gliastenin acetylcholinesterase are allostenic enzymes and do not differ from each other by their kinetic properties.
28765.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
ნერვული ქსოვილის ახალი ამიდირებული ფოსფოპეპტიდი და მისი თვისებები.
A new amidated phosphopeptides from nervous tissue and its properties.
28766.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
თავის ტვინის ჰომოგენატის შემჟავებულ ლიპოგამხსნელებში გადასულ ნაერთების ფრაქციონირებით (სეფადექს G-75, G-25, G-15) მიღებულია ჰომოგენური ფოსფოპეპტიდის ფრაქცია მოლეკულური წონით 2 120.
A homogeneous phosphopeptide with molecular weight 2.120 was obtained by fractionation on columns with sephadexes G-75, G-25 and G-15 from acidified lipid soluble compounds.
28767.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
შესწავლილია აღნიშნული პეპტიდის ამინომჟავური შედგენილობა და გარკვეულია, რომ N-საბოლოო ამინომჟავა არის პროლინი.
A study of the amino acid content of this phosphopeptide showed proline to be the N-terminal amino acid residue.
28768.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
რადიაქტიული ინდიკაციის მეთოდით დადგენილია, რომ pH-ის სხვადასხვა მნიშნვნელობის დროს 32P პეპტიდის აქტიური ფოსფატის ჯგუფების თვისებები მკვეთრად იცვლება ცხოველებზე ქაფურის ზემოქმედების შედეგად, რაც ფოსფატის ნაშთის დეზამიდირებით უნდა იყოს გამოწვეული.
Use of the radioactive indication method has shown that the properties of active groups of 32p peptide were altered at various pH values, which must be due to the deamination of the phosphate residues.
28769.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გენეტიკა და სელექცია
ხორბლის და ჭვავის ზოგიერთ სახეობასა და ხორბალ-ჭვავის ჰიბრიდებში ცილისა და ტრიპტოფანის შემცველობა.
The content of protein and tryptophan in some species of Triticum, rye and Triticale.
28770.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გენეტიკა და სელექცია
დადგინდა, რომ ზანდურის პოპულაციის სახეობებს შორის საერთო ცილის ყველაზე დაბალი შემცველობით გამოირჩევა T. monococcum. ცილების პროცენტული შედგენილობა გაზრდილია T. zhukovskii და T. timopheevi-ში.
Investigations have shown that among the species population of Zanduri, the least quantity of the total protein is contained in T. monococcum v. hornemanii T. timopheevi and T. zhukovskii. Among the population of Zanduri the largest quantity of tritophan was noted in T. monococcum.
28771.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გენეტიკა და სელექცია
პირდაპირი კორელაცია ცილების პროცენტული შედგენილობასა და ტრიპტოფანის რაოდენობას შორის არ არსებობს.
No direct correlation was observed between the percentage of protein content and the concentration of tryptophan.
28772.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გენეტიკა და სელექცია
ჭვავის საერთო ცილების შემცველობაში ტრიპტოფანი უმნიშვნელო რაოდენობითაა წარმოდგენილი, შედარებით მეტი რაოდენობაა აღმოჩენილი T. dicoccoides-სა და T. aestivum-ში. საწყისი ფორმებისაგან განსხვავებით ამფიდიპლოიდში ცილების შემცველობა მნიშვნელოვნად მეტია: ამ მხრივ გამონაკლისია მაღალცილოვანი სახეობა - T. dicoccoides v. arabicum. ცილების და ტრიფტოფანის ყველაზე დიდი რაოდენობა აღმოჩნდა T. dicoccoides x S. montanum-თან შეჯვარებით მიღებულ ამფიდიპლოიდში.
The content of tryptophan in the rye is low The hexaploid amphidiploids of triticale exceed in their protein content the parental forms, excepting the high protein content of the species of T. dicoccoides v.arabicum. a high concentration of tryptophan and protein was found in T. riticale (T. dicoccoides x S. montanum).
28773.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გენეტიკა და სელექცია
C მიტომიცინით ინდუცირებული ქრომოსომული დარღვევები ადამიანის პერიფერიული სისხლის ლიმფოციტების გრძელვადიან კულტურაში.
Mitomycin C-induced chromosome disorders in long-time cultures of human peripheral blood lymphocytes.
28774.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გენეტიკა და სელექცია
განსაზღვრულ იქნა C მიტომიცინით ინდუცირებული მუტირების სიხშირე - ადამიანის ლიმფოციტების მოკლევადიან (51-საათიან) და გრძელვადიან (144-საათიან) კულტურებში. ციტოგენეტიკური ანალიზით დადგენილია, რომ გრძელვადიანი კულტურები უფრო მგრძნობიარეა აღნიშნული მუტაგენის დამაზიანებელი მოქმედების მიმართ, ვიდრე მოკლევადიანი. 144-საათიან კულტურებში ქრომოსომული აბერაციების რიცხვმა შეადგინა 8,0 %, ხოლო 51-საათიანში - 5,3 %.
The frequency of chromosomal aberrations was studied in the short-time (51-hours) and long-time (144-hours in vitro aged) cultures of human peripheral blood lymphocytes after the treatment with mitomycin C at dose 0.25 mcf/ml. the 144-hr cultures had a higher frequency of mutagen-induced chromosomal aberrations (8.0 %) than the 51-hr. cultures (5.3%).
28775.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გენეტიკა და სელექცია
C მიტომიცინის ციტოგენეტიკური ეფექტის გაზრდა გრძელვადიან კულტურებში შეიძლება აიხსნას მათში ჰეტეროქრომატინიზაციის მაღალი ხარისხით.
It is supposed that the increase of mitomycin C-induced mutation in long-time cultures is caused by progressive heterochromatinization of chromosomes with the increase of the cultivation time.
28776.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გეოლოგია
საქართველოს ბელტის და მისი მოსაზღვრე რეგიონების ზედა ეოცენის სტრატიგრაფიის ზოგიერთი საკითხი.
On the upper Eocene stratigraphy of the Georgian Block and adjacent regions.
28777.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გეოლოგია
დასახელებული ტერიტორიის ზედა ეოცენში გამოიყოფა ზონები Globigerina turcmenica (ეგრისის წყება), Globigerapsis index და Bolivina antegressa (არგვეთის წყება).
The following zones have been established in the upper Eocene of the Georgian Block and its adjacent regions. Globigerina turcmenica (Egrisi suite), Globigerapsis index, and Bolivina antegressa (Argveti suite).
28778.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გეოლოგია
დასავლეთ საქართველოს ქვედაცარცული ფორამინიფერების სისტემატიკური შედგენილობის ანალიზი და განვითარების ეტაპები.
Systematic analysis and stages of development of the lower Cretaceous foraminifers of Western Georgia.
28779.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გეოლოგია
ქვედაცარცული მიკროფაუნის შედგენილობაში განსაზღვრულია ფორამინიფერების 250-მდე სახე, რომლებიც 18 ოჯახის 55 გვარს მიეკუთნება.
250 species of foraminifers, belonging to 55 genera of 18 families, have been distinguished in the lower Cretaceous microfauna.
28780.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გეოლოგია
ოჯახების და გვარების გარკვეული თანაფარდობა ცალკეულ სტრატიგრაფიულ დონეებზე საშუალებას გვაძლევს გამოვყოთ ადრეცარცული ფორამინიფერების განვითარების ოთხი ეტაპი.
The ratios of families and genera at the deifferent stratigraphic levels allowed to establish four stages of development of the Early Cretaceous foraminifers.