მოიძებნა 668045 ჩანაწერი
28841.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ექსპერიმენტული მედიცინა
ავადმყოფთა სისხლის შრატში ჩვენ გამოვიკვლიეთ საერთო ცილა და ცილათა ფრაქციები მწვავე ადნექსიტის მკურნალობის დროს.
Changes in total protein and protein fractions of blood serum during the treatment of patients with primary acute adnexitis were studied.
28842.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ექსპერიმენტული მედიცინა
ჩვენს მიერ გამოკვლეულ 45 ავადმყოფს მწვავე ადნექსიტის დროს აღენიშნებოდა დისპროტეინემია, რაც გამოიხატებოდა ალბუმინების და ა/გ კოეფიციენტის დაქვეითებაში და გლობულინების ფრაქციების მომატებაში.
In 45 patients investigated a deep dysproteinemia, manifested an a decrease of albumin amount and A/G coefficient, and in an increase of the globulin level at the expense of α1-, α 2-, β- and fractions.
28843.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ექსპერიმენტული მედიცინა
საერთო ცილა კი მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდიდა.
The total protein does not undergo material changes.
28844.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილ იქნა, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული მეთოდით მკურნალობა იწვევს ცილათა დარღვეული ცვლის ნორმალიზებას.
The treatment was found to have a favourable normalizing effect on protein metabolism.
28845.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ექსპერიმენტული მედიცინა
თავისუფალი პერიტონეუმ-აპონევროზის ნაფლეთის ხმარება მუცლის ღრუს ქირურგიაში.
On the use of an isolated peritoneal-aponeurotic graft in abdominal surgery.
28846.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია მუცლის სწორი კუნთის უკანა კალთიდან აღებული თავისუფალი პერიტონეუმ-აპონევროზის ნაფლეთის ცხოველმყოფელობა და ვარგისიანობა ნაწლავის შერთულის გამაგრების მიზნით. მეთოდი წარმატებით იქნა გამოყენებული პარენქიმული ორგანოების ჭრილობისა და რეზექციის დროს.
The authors have performed experiments on dogs to establish the viability of an isolated peritoneal-aponeurotic graft cut out from the posterior wall of the sheath of the rectus abdominal and its use for suture incompetence prophylaxis in abdominal surgery as well as to fix hemostatic sutures in wounds and resections of parenchymal organs.
28847.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ექსპერიმენტული მედიცინა
პერიფერიული არტერიების რეაქტიულობის ზოგიერთი თავისებურება სიმსივნური ზრდის სხვადასხვა სტადიაში.
Some peculiarities of the reactivity of peripheral arteries at different stages of tumour growth.
28848.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ექსპერიმენტული მედიცინა
შესწავლილია სიმსივნემატარებელი ვირთაგვების ჯორჯლის წვრილი არტერიების რეაქცია ადრენალინის (α-ადრენობლოკატორის - ფენტოლამინის და β-ბლოკატორის - ინდერალის ზემოქმედებით), ჰისტამინის და აცეტილქოლინის ადგილობრივ მოქმედებაზე.
Small mesenteric artery responses to adrenaline (using Fenotolamine α-adrenoblocker and Inderal β-blocker), histamine and acetylcholine were studied in tumoral rats.
28849.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ სიმსივნის მატარებელ ვირთაგვებში სიმსივნის ზრდასთან დაკავშირებით მკვეთრად იცვლება ჯორჯლის პერიფერიული არტერიების რეაქცია, კერძოდ, ადრენალინით ზემოქმედებისას ეს ცვლილებები დაკავშირებულია α-რეცეპტორების მგრძნობელობის დაქვეითებასთან და β-რეცეპტორების მგრძნობელობის მომატებასთან.
These responses were found to change drastically with the growth of the tumour. In the case of adrenaline these changes are associated with a decrease of α-receptor excitability and an increase of that of β-receptor.
28850.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოგადი და არაორგანული ქიმია
დარიშხანმჟავა კალას (II) მიღების წესი.
A method of obtaining tin arsenite.
28851.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოგადი და არაორგანული ქიმია
თიოარსენიტის და არსენიტის წყალხსნარების სპექტროფოტომეტრიული გამოკვლევა იმპულსური ელექტრონული გამოსხივებით.
Spectrophotometric investigations of aqueous solutions of arsenite and thioarsenite under electron pulse irradiation.
28852.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოგადი და არაორგანული ქიმია
შესწავლილია დარიშხანის თიო- და ოქსონაერთების წყალხსნარები იმპულსური რადიოლიზის მეთოდით.
Pulse radiolysis of aqueous solutions of arsenite and thioarsenite has been studied.
28853.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოგადი და არაორგანული ქიმია
იდენტიფიცირებულია შემდეგი შუალედური ნაწილაკები: O<sub>2</sub><sup>-</sup>, O<sup>-</sup>, As (II), As (IV) როგორც AsO<sub>2</sub><sup>2-</sup>, ისე AsS<sub>2</sub><sup>2-</sup> სახით, რაც შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს გამოსხივების მოქმედებით აღნიშნულ სისტემებში მიმდინარე რეაქციების მექანიზმი.
It has been established that in these systems the transients O<sub>2</sub><sup>-</sup>, O<sup>-</sup>, As(II) and As (IV) are formed as AsO<sub>2</sub><sup>2-</sup> and AsS<sub>2</sub><sup>2-</sup> by the action of electron pulse. This allows to explain the mechanism of reactions in these systems.
28854.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოგადი და არაორგანული ქიმია
გარესფერული იონების ლიგანდთა ველის პარამეტრების შეფასება სულფანილამიდან ნიკელის (II) დიამინურ კომპლექსნაერთებში.
Estimation of the ligand field parameters of outer spherical ions in diamine complexes on nickel (II) with sulphanilamides.
28855.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოგადი და არაორგანული ქიმია
შეფასებულია Ni(en)<sub>3</sub>A<sub>2</sub> (სადაც en ეთილენდიამინია, A=R, F, L, S- შესაბამისად სულფაპირიდაზინის, სულფადიმეტოქსინის, ნორლსულფაზოლისა და სულფადიმეზინის დეპროტონირებული ანიონები) ტიპის კომპლექსნაერთებში გარესფეროში არსებული სულფანილამიდური ლიგანდების გავლენა კომპლექსურ კათიონზე.
The ligand field parameters have been measured for magnetic and spectral characteristics. The values of interatomic distances of Ni-nitrogen in complexes of Ni(en)<sub>3</sub>A<sub>2</sub> type (where en is ethylenediamine, A- deprotonated sulphapyridazine (R), norsulphazole (L), sulphadimethoxyne (F) and sulphadimezine) have been also estimated.
28856.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ორვალენტიანი სპილენძის სულფანილამიდიანი დიამინური ნაერთების მაგნიტური და სპექტრალური თვისებები.
Magnetic and spectral characteristics of diamine copper (II) complexes with sulphanilamides.
28857.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ნაშრომში შესწავლილია Cu(en)<sub>2</sub>X<sub>2</sub>*nH<sub>2</sub>O ტიპის კომპლექსნაერთების მაგნიტური და სპექტრული თვისებები.
Magnetic and spectral characteristics of the complexes of Cu(en)<sub>2</sub>X<sub>2</sub>*nH<sub>2</sub>O type have been studied.
28858.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოგადი და არაორგანული ქიმია
დადგენილია, რომ შესწავლილი კომპლექსნაერთების კათიონებს აქვთ კვადრატული ბიპირამიდის აგებულება.
A hexagonal structure of the complex cation with the symmetry of a square bipyramid has been determined from the experimental data.
28859.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოოლოგია
აღმოსავლეთ საქართველოს ფოთლოვანი ტყის ნიადაგის ნემატოდური მოსახლეობა.
The nematode population of leaf-bearing forests of Eastern Georgia.
28860.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოოლოგია
შესწავლილია საგურამოს ქედის (აღმოსავლეთ საქართველო) ფოთლოვანი ტყის ნიადაგის ნემატოდები, გამოვლენილია 135 სახეობა. აქედან 10 პირველადაა რეგისტრირებული საქართველოსათვის.
The population of soil nematodes of beech forests on the Saguramo ridge (Eastern Georgia) has been studied. Among the 135 forms of nematodes discovered 10 were registered in Georgia for the first time.