მოიძებნა 668048 ჩანაწერი
28941.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
მოცემულია OrdA კატეგორიის სხვაგვარი დახასიათებაც, რაც შესაძლებელია იმის გამო, რომ არსებობს ბუნებრივი თანადობა კვაზიჩადგმებისა და დალაგებულ სიმრავლეთა ე. წ. შეერთებებს შორის.
Another characterization of the category OrdA is given, which takes into account the existence of a natural correspondence between quasi-inclusions and the so-called combinations of ordered sets.
28942.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
მეგიდის თეორემა კატეგორიებში.
Magid’s theorem in categories.
28943.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
მეგიდის თეორემის მნიშვნელოვანი ნაწილი განზოგადებულია კომუტატორული რგოლების კატეგორიიდან ნებისმიერ კატეგორიაზე.
An important part of Magid’s theorem is generalizes from the category of commutative rings to an arbitrary category.
28944.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
ეს შეიძლება სასარგებლო იყოს სხვადასხვა აბსტრაქტული გალუას თეორიის აგების დროს.
The result may be useful in constructing various abstract Galois theories.
28945.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
სფერული ხუთრგოლა სახსრიანი მექანიზმის სინთეზი გადაცემის კუთხის ზღვრული მნიშვნელობების მიხედვით.
Synthesis of a spherical five-link mechanism according to the limiting value of the transmission angle.
28946.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
მოცემულია სფერული ხუთრგოლა სახსრიანი მექანიზმის სინთეზის ამოცანის გადაწყვეტა გადაცემის კუთხის ზღვრული მნიშვნელობების მიხედვით.
The paper deals with the solution of the problem of the kinematics of many-linked mechanisms with several degrees of mobility by the analytical method.
28947.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
მიღებული შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სფერული, ისე ბრტყელი ხუთრგოლა და ოთხრგოლა სახსრიანი მექანიზმების დაგეგმარებისათვის.
The obtained results are of general character and can be used in solving problems of kinematic study of both spherical and plane four-link, five-link etc. mechanism.
28948.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
ვიბროტრანსპორტირება დრეკად მუშა ორგანოზე.
Vibrotransportation on an elastic working member.
28949.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
გრძელი მუშა ზედაპირების მქონე ვიბროსატრანსპორტო მანქანებში თავს იჩენს მათი დრეკადი თვისებების გავლენა მანქანებში მიმდინარე ტექნოლოგიურ პროცესებზე.
The technological processes in vibration machines with relatively longer work surfaces are affected by their elastic characteristics.
28950.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
სისტემის „ტვირთი–მუშა ორგანო–ვიბროამძრავი“ დინამიკის მათემატიკურ მოდელში გათვალისწინებულია მუშა ორგანოს დრეკადი დეფორმაციები.
The elastic deformations of the working member are entered in the mathematical model of the dynamic system: “load-working member-vibration exciter”.
28951.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
აღნიშნული ამოცანის ციფრულ–გამომთვლელ მანქანაზე ამოხსნის გზით გამოკვლეულია მუშა ორგანოს ღუნვითი რხევების გავლენა მასალის გადაადგილების სიჩქარეზე.
The influence of the flexural vibrations of the working member on the transportation speed has been investigated by solving the problem on a digital computer.
28952.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
მოძრაობიას რამდენიმე ხარისხიანი მრავალრგოლიანი მექანიზმების კინემატიკის საკითხები.
Synthesis of a five-link spherical hinged mechanism according to the limiting values of its transmission angle.
28953.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
მოცემულია მოძრაობის რამდენიმე ხარისხის მქონე მრავალრგოლიანი მექანიზმების კინემატიკური კვლევის ამოცანის გადაწყვეტა ანალიზური მეთოდით.
The problem of synthesis of a five-link spherical hinged mechanism according to the limiting values of its transmission angle is discussed.
28954.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
მიღებული შედეგები ზოგადი ხასიათისაა და შეიძლება გამოყენებულ იქნეს კინემატიკური კვლევის ამოცანების გადასაწტვეტად როგორც სფერული, ისე ბრტყელი ოთხრგოლა, ხუთრგოლა და ა. შ. მექანიზმებისათვის.
The results obtained can be used in designing both spherical and plane five- and four-link hinged mechanisms.
28955.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
არაწრფივი რხევების სუბ- და სუპერჰარმონიული მდგენელების განსაზღვრის შესახებ ჰარმონიული ბალანსისა და შემთხვევითი ძებნის მეთოდით.
On the determination of sub- and superharmonic constituents of nonlinear vibrations by the method of harmonic balance and random search.
28956.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
განხილულია არაწრფივი რხევების განტოლებათა მიახლოებითი ამოხსნა, რომელიც ჰარმონიული ბალანსისა და შემთხვევითი ძებნის მეთოდის გამოყენებაზეა დაფუძნებული.
A method of approximate solution of differential equations of nonlinear vibrations, based on the use of the harmonic balance method and random search is presented.
28957.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
გადამწოდის და ანალოგურ-ციფრული გარდამქმნელის ოპტიმალური არჩევის შესახებ.
On the optimal choice of a transducer and an A/D converter.
28958.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
მრავალ შემთხვევაში საჭიროა მექანიკური გადაადგილების ელექტრული წესით გაზომვა.
In many cases it is necessary to measure mechanical movements by electrical methods.
28959.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
არსებულიდან განხილულია რეოქორდული გადამწოდი.
The paper considers a measuring slide-wire pickup.
28960.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მანქანათმცოდნეობა
რეოქორდის სრიალა კონტაქტიდან მიღებული სიგნალი ანალოგური ხასიათისაა და ანალოგურ-ციფრული გარდამქმნელებიდან ჩვენ ავირჩიეთ კოდო-იმპულსური.
The signal received from the wiper is of analogue character, for the numerical representation of which a code-pulse analog-to-digital converter has been chosen.