მოიძებნა 668045 ჩანაწერი
28881.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
ორადბმულ არეთა რგოლზე კვაზიკონფორმული გადასახვის შესახებ.
On quasiconformal mapping of doubly-connected domains on a ring.
28882.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
ნაშრომში განხილულია მოცემულმახასიათებლიანი კვაზიკონფორმული გადასახვის აგების ამოცანა.
The problem of construction of quasiconformal mapping with given characteristics is considered.
28883.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
მოცემულია სასრულ ორადბმულ არეთა წრიულ რგოლზე გადამსახავ ფუნქციათა აგების ერთი ხერხი.
A method is presented for constructing functions mapping finite doubly-connected domains on a ring.
28884.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
მრავალგანზომილებიანი სინგულარული ოპერატორის შემოსაზღვრულობის შესახებ ჰელდერის წონიან სივრცეებში.
On the boundedness of a multidimensional singular operator in Holder weight spaces.
28885.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
ნაშრომში კომპაქტურ მრავალსახეობებზე საზღვრის გარეშე გამოკვლეულია მრავალგანზომილებიანი სინგულარული ინტეგრალური ოპერატორის შემოსაზღვრულობის საკითხი ჰელდერის წონიან სივრცეებში.
The boundedness of a multidimensional singular integral operator in Holder weight spaces is studied in terms of compact manifolds without a boundary.
28886.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
ბიავტომატების მრავალსახეობათა ნახევარჯგუფი თავისუფალია.
A semi-group of varieties of biautomata is free.
28887.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
განხილულია წრფივი ნახევარჯგუფური ბიავტომატების საკუთრივ მრავალსახეობები ველზე.
The proper varieties of linear semi-group biautomata are considered.
28888.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
დამტკიცებულია, რომ ასეთ მრავალსახეობათა ნახევარჯგუფი თავისუფალია.
Such a semi-group is proved to be free.
28889.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
სტოქასტური სამართი პროცესების ოპტიმალობის ერთი აუცილებელი პირობა.
A necessary condition for the optimal control of stochastic systems.
28890.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
მიღებულია სტოქასტური სამართი სისტემებისათვის მაქსიმუმის პრინციპის ტიპის ერთი აუცილებელი პირობა.
A necessary condition for the optimal control of stochastic systems is obtained.
28891.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
ნაშრომი წარმოადგენს ჰაუსმანის პრინციპის გარკვეულ სახესხვაობას ერთი კლასის ამოცანებისათვის.
The work is a variety of Hausman’s theorem for a particular class of problems.
28892.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
ერთი კლასის ნახევარჯგუფებში სიტყვათა ტოლობის ამოცნობის გამოთვლითი სირთულის შესახებ.
On the computation complexity of recognizing the word equality in semigroups of one class.
28893.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
მარცხენა ციკლების არმქონე იმ П ნახევარჯგუფებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პირობას, აგებულია სიტყვათა ტოლობის პრობლემის ამომხსნელი ტიურინგის მანქანა და მიღებულია გამოთვლათა სირთულის ექსპონენციალური ზედა შეფასება.
For those П semigroups which have no left cycles and satisfy the condition, the Turing machine is constructed for solving the word equality problem and the exponential upper bound of computation complexity is obtained.
28894.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
მასის სიმეტრიული ნამრავლი და კოჰომოლოგიური ოპერაციები.
Massey symmetric product and cohomology operations.
28895.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
სიმეტრიული სიმრავლეების ერთი კლასის შესახებ.
One class of symmetric sets.
28896.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
ნაშრომში აღწერილია ვექტორული სივრცეების სიმეტრიულ ქვესიმრავლეთა ერთი კლასი და ამ კლასთან დაკავშირებით მოყვანილია ევკლიდური ზოგიერთი მახასიათებელი თვისება.
One class of symmetric subsets of vector spaces is considered and some related characteristic properties of Euclidean spaces are given.
28897.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
ჰილბერტის სივრცეში ინვარიანტული ზომების შესახებ.
On invariant measures in the Hilbert space.
28898.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
ნაშრომში გამოკვლეულია ზოგიერთი საკითხი, მჭიდროდ დაკავშირებული უსასრულოგანზომილებიან სეპარაბელურ ჰილბერტის სივრცეში ისეთი არანულოვანი σ–სასრული ზომების არსებობასთან, რომლებიც განსაზღვრულია ჰილბერტის სივრცის ბორელის σ–ალგებრაზე და ინვარიანტულია ამ სივრცის გარკვეული ყველგან მკვრივი ვექტორული ქვესივრცეების მიმართ.
Some questions connected with the theorem of the existence of nontrivial σ-finite measures defined on the Borel σ-algebra of an infinite-dimensional separable Hilbert space and invariant relative to certain everywhere dense vector subspaces of this space are investigated.
28899.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
გამოსავალი ჰილბერტის სივრცე განიხილება სუსტ ტოპოლოგიაში, რომელიც არ ცვლის მის ბორელის სტრუქტურას.
The base Hilbert space is considered in its weak topology, which does not change its Borel structure.
28900.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
ერთი ორწერტილიანი არაწრფივი სასაზღვრო ამოცანის ამოხსნადობის შესახებ.
On the solvability of a nonlinear two-point boundary value problem.