მოიძებნა 668048 ჩანაწერი
29101.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ფიზიკური ქიმია
აღებული ხსნარების ელექტროგამტარობათა კონცენტრაციული დამოკიდებულების საფუძველზე შიდლოვსკის თანმიმდევრობითი დაახლოების მეთოდით დადგენილია ზღვრული მოლური ელექტროგამტარობები და ნატრიუმის იოდიდის დისოციაციის მუდმივები მეთანოლში.
the limiting molar conductivities and dissociation contains of NaI in methanol were determined from the concentration dependence of electrical conductivity by Shedlovsky’s method of successive approximations.
29102.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ფიზიკური ქიმია
ნაჩვენებია აგრეთვე მეთანლოში NaI-ის თვისებათა ცვლილების კანონზომიერებანი ტემპერატურის შეცვლისას და ამ მოვლენის კავშირი მეთანოლში მომხდარ სტრუქტურულ ცვლილებებთან.
The variations of NaI properties in methanol with temperatures are connected with the structural variations in the solvent.
29103.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ფილოლოგია
ნ. ა. ნეკრასოვის ისტორიულ–ფილოსოფიური და მხატვრული აზროვნებისათვის პოემაში „ვინ ცხოვრობს რუსეთში კარგად“.
Historico-philosophical artistic thinking in N. A. Nekrasov’s poem “Who can be happy and free in Russia”.
29104.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ფილოლოგია
ნაშრომში განხილულია თუ როგორ აქვს გააზრებული ნ. ა. ნეკრასოვს სახალხო მოძრაობის განვითარების შესაძლებლობანი მეფის წინამძღოლობის გარეშე.
The paper traces N. A. Nekrasov’s conception of the possibility of the development of a popular movement without the Tsar being its leader.
29105.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ფილოლოგია
ამასთანავე გაანალიზებულია ადამიანის მიერ ცხოვრებისეული გზის არჩევის თემა.
The use of the form of travel is seen as a means of pronouncing judgement upon the surrounding reality.
29106.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ფილოლოგია
შრომაში გატარებულია აზრი, რომ პოემაში მოგზაურობის ფორმის გამოყენება არსებულ სინამდვილეზე განაჩენის გამოტანის საშუალებაა.
Man’s choice of a path in life is also analyzed.
29107.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
კათიონიტები ცეოლითის საფუძველზე.
A cationic exchanger based on zeolite.
29108.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
კლინოპტილოლიტის ტიპის ბუნებრივი ცეოლითის კარკასში მისი მონოქლორძმარმჟავით დამუშავებისა და კარბოქსილის ჯგუფის შეყვანის შედეგად მიღებულია კათიონეტი, რომლის სტატიკური მოცულობითი ტევადობა გამოსავალ ცეოლითთან შედარებით 0,9-დან 3-4 მგრ/ეკვ/გ-მდე გაიზარდა.
A cationic exchanger has been synthesized on the basis of a clinoptilolite-type natural zeolite through the introduction of an ionogenic carboxylic group into the skeleton of the zeolite by treating it with monochloroe acetic acid. The statistical volume capacity of the zeolite was found to increase from 0.9 to 3-4 mg-equiv/g.
29109.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
კრეკინგ-ნედლეულის დემეტალიზაციის გამოკვლევა მარგანეცის კატალიზატორზე.
Study of cracking raw-material demetallization over manganese catalyst.
29110.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
გამოკვლეულია საქართველოს ნავთობებიდან მიღებული კრეკინგ-ნედლეულის დემეტალიზაციის პროცესი მარგანეცის კატალიზატორზე.
Study has been made of demetallization of the cracking raw-material from Georgian oils over manganese catalyst.
29111.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
ნაჩვენებია, რომ ოპტიმალურ პირობებში დემეტალიზაციის სიღრმე აღწევს 95-97 %, ხოლო პროდუქციის საშუალო გამოსავალია 95% საწყის ნედლეულთან შედარებით.
The demetallization depth reaches 95-97% at its optimal conditions, the average product yield 95% as compared to the initial raw material.
29112.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
ამასთანავე დადგენილია, რომ მარგანეცის კატალიზატორი იჩენს საკმარის სტაბილურობას დემეტალიზაციის პროცესში.
Manganese catalyst has revealed sufficient stability in the process of demetallization.
29113.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
შრობის პროცესის მათემატიკური მოდელირება.
Mathematical simulation of the drying process.
29114.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
ახალი კინეტიკური ფორმულის საფუძველზე განხილულია შრობის პროცესის იდენტიფიკაცია ვაშლის ნარჩენებში ტენიანობის ცვლილების ექსპერიმენტული მონაცემების მაგალითზე. კინეტიკური ფორმულა ითვალისწინებს აქტიური შრობის ცვალებად ზედაპირს და ფაქტორებს, რომლებიც ამცირებენ აორთქლების სიჩქარეს ნედლეულიდან.
Identification of experimental data of the moisture content of apple pomace during the drying process at different kinetic production cycles has been carried out on the basis of a new kinetic equation it takes account of the variable active material surface and the factors preventing moisture evaporation in the process of drying.
29115.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
აგებულია შრობის პროცესის თეორიული კინეტიკური მრუდები ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით.
Theoretical curves identifying vast experimental material are plotted.
29116.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
ნაჩვენებია იდენტიფიკაციის დიდი სიზუსტე შრობის პროცესის კინეტიკის ყველა ეტაპზე.
A high accuracy of identification of the kinetics of the drying process during its phases is shown.
29117.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
საქართველოს მცირედებეტიანი საბადოების ნავთობების მიზანშეწონილი ათვისების ზოგიერთი წინამძღვარი.
Some prerequisites for expedient exploitation of low-debit petroleum deposits of Georgia.
29118.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
დასაბუთებულია საქართველოს მცირედებეტიანი საბადოების ნავთობების შერჩევითი გადამუშავების მიზანშეწონილობა, მათი ქიმიური ბუნებისა და შემადგენელ კომპონენტთა თვისებების შესაბამისად სახალხო მეურნეობისათვის ეფექტური მცირე და მიკროტონაჟიან პროდუქტების მიღების მიზნით.
The expediency of selective processing of petroleum from low-debit Georgian deposits has been substantiated according to their chemical nature and component character, with a view to obtain low and microtonnage products effective for the national economy.
29119.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
მანგანუმ-თუთიის შენადნობის ელექტროგამოლექვა.
Electrodeposition of the manganese-zinc alloy.
29120.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
მანგანუმ-თუთიის შენადნობის გალვანური დანაფარის მიღების მიზნით შესწავლილია ზოგიერთი ორგანული ნივთიერების გავლენა მაგნიუმის ელექტროგამოლექვაზე ელექტროლიტში თუთიის იონების თანაობისას.
The effect of some organic substances on the electrodeposition of manganese, in the presence of zinc in the electrolyte, has been studied with a view to obtaining a manganese-zinc galvanic coating.