მოიძებნა 668048 ჩანაწერი
29121.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
დადგენილია, რომ ელექტროლიტში ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას ნატრიუმის მარილის თანაობისას შესაძლებელია კარგი ხარისხის მანგანუმ-თუთიის შენადნობის გალვანური დანაფარის მიღება.
The presence in the electrolyte of the sodium salt of ethylene diamine tetracetic acid was found to facilitate the production of a good quality coating of manganese-zinc alloy.
29122.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ციტოლოგია
ენდოგენური ადრენალინის მნიშვნელობა დნმ-ის სინთეზისა და მიტოზების დღეღამური რიტმებისათვის ეპიდერმისში.
The significance of endogenous adrenaline in the maintenance of diurnal rhythms of DNA synthesis and mitotic activity in the epidermis.
29123.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ციტოლოგია
უჯრედული ციკლის G<sub>2</sub> (პოსტსინთეზურ) პერიოდში პროპრანოლოლი მომდევნო მიტოზური პიკის დაქვეითებასაც იწვევს.
Actually, propranolol blocks the G<sub>1</sub>-ans G<sub>2</sub>-effect of injected (exogenous) adrenaline.
29124.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ციტოლოგია
პროლიფერაციული აქტივობის პერიოდულობაში ენდოგენური ადრენალინის როლი შემდეგნაირად არის წარმოდგენილი:
In view of these facts, fluctuation of mitotic activity seems to be maintained by endogenous adrenaline in the following way:
29125.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ციტოლოგია
ჰორმონის ზეგავლენით დღეღამის გარკვეულ მონაკვეთში იზრდება დნმ-ის მასინთეზებელი უჯრედების ფრაქცია (G<sub>1</sub>-ეფექტი), ხოლო პოსტსინთეზურ პერიოდში მატულობს პოპულაციის სინქრონულობა უჯრედების დროებითი შეჩერების გამო (G<sub>2</sub>-ეფექტი).
under the influence of this bioamine, during the same period of a day, the fraction of DNA-synthesizing cells becomes significantly increased (G<sub>1</sub>-effect); in the premitotic phase of cell cycle a reversible inhibition of cells takes place, thus leading to further synchronization of cell transition.
29126.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ციტოლოგია
ამის შედეგად უჯრედების აღნიშნული ფრაქცია თითქმის ერთდროულად გადადის დაყოფის ფაზაში და წარმოშობს მიტოზების დღეღამურ პიკს.
Consequently the given fraction of cells enters the division (M-phase) and finally the diurnal peak of mitosis is reached.
29127.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ჰიდროტექნიკა
სტატისტიკური მოდელირების მეთოდის გამოყენება ბეტონის გრავიტაციული კაშხლების მდგრადობის შეფასებისას.
Use of the method of statistical modeling in determining concrete gravity dam stability.
29128.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ჰიდროტექნიკა
ნაშრომში ბეტონის გრავიტაციული კაშხლების მდგრადობის შემოწმებისას დაცურების და შემობრუნების შემთხვევისათვის გამოყენებულია სტატისტიკური მოდელირების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ცვლადი სიდიდეების განაწილების კანონთა მოდელირების საშუალებით განვსაზღვროთ კაშხლის მდგრადობის ალბათობა.
The study deals with the determination of concrete gravity dam stability in the case of displacement and bend by the method of statistical modeling, allowing probability determination of the stability of the structure with account of the random character of variables.
29129.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კატის ზღუდისა და კუდიანი ბირთვის გაღიზიანების ეფექტები ძილისა და ღვიძილის დროს.
Effects of claustrum and caudate nucleus stimulation during sleep and wakefulness of the cat.
29130.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქრონიკული ცდის პირობებში კატის ღვიძილის დროს თავის ტვინის ე.წ. ზღუდის (Claustrum) მაღალი სიხშირით გაღიზიანება (კუდიანი ბირთვისგან განსხვავებით) იწვევს ახალი ქერქის ნეირონთა სინქრონულ აქტივობას, ხოლო ძილის ნელტალღოვანი ფაზის დროს მის გაძლიერებას, ე.ი. ზღუდე ხელს უწყობს ქერქის ელექტრული აქტივობის სინქრონიზაციას, განსხვავებით კუდიანი ბირთვისაგან, რომლის გაღიზიანებაც ძილის ნელტალღოვანი ფაზის დროს იწვევს ელექტრული აქტივობის დესინქრონიზაციასა და ცხოველის გამოღვიძებას. ამრიგად, ზღუდისა და კუდიანი ბირთვის გაღიზიანება, გარკვეულ პირობებში, ქერქული ელემენტების ელექტრულ აქტივობაზე ერთიმეორის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
In waking cats (chronic experiments) a high-frequency stimulation of the claustrum (as distinguished from the caudate nucleus) results in the synchronization of neocortical electrical activity, while during the slow wave phase of sleep synchronization enhances: in other words, it contributes to EEG synchronization, unlike the caudate nucleus, stimulation of which in slow wave sleep leads to EEG desynchronization and the animal’s arousal thus, in definite conditions stimulation of the claustrum and the caudate nucleus exerts an opposite influence on the electrical activity of the cerebral cortical elements.
29131.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამიზილის გავლენა ბოცვრის ჰიპოთალამურ თვითგაღიზიანებაზე.
Influence of Amizyl on hypothalamically elicited self-stimulation in the rabbit.
29132.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქრონიკულ ცდებში შესწავლილ იქნა ცენტრალური ქოლინოლიტიკის - ამიზილის გავლენა ლატერალური ჰიპოთალამუსის თვითგაღიზიანების რეაქციაზე.
In chronic experiments on rabbits the influence of amizyl – a central cholinolytic agent – on hypothalamically elicited self-stimulation was studied.
29133.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თვითგაღიზიანების რეაქცია კუნთებში ამიზილის შეყვანიდან 1-1,5 საათის შემდეგ მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა და თვითგაღიზიანების სიხშირე საგრძნობლად მატულობდა.
The self-stimulation rate was considerably increased after the intramuscular injection of amizyl.
29134.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამიზილის შეყვანიდან მეორე დღეს თვითგაღიზიანების სიხშირე კვლავ რამდენადმე მომატებული იყო, ხოლო შეყვანიდან მესამე დღეს თავდაპირველ დონეს უბრუნდებოდა.
The self-stimulation rate was still increased on the second day of administration of the drug, reaching its initial value on the third day.
29135.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქოლინერგული სისტემა შემაკავებლად მოქმედებს თვითგაღიზიანების დადებითი ემოციური რეაქციის გამოწვევაზე.
A conclusion has been drawn that the cholinergic systems play an inhibitory role in the mechanisms of self-stimulation.
29136.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შეძენილი გამოცდილების როლის შესახებ ელემენტარული გონიერი მოქმედების განხორციელებაში უდაბლეს მაიმუნებში.
On the role of acquired skill in the performance of elementary reasoning activity in lower monkeys.
29137.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავისუფალი გადაადგილების პირობებში მაკაკ-ლაპუნდერებს გამოუმუშავეთ ხუთი მეტრით ერთიმეორისაგან დაშორებულ საკვებურებისაკენ სვლა წრიული წითელი ეკრანის განათებაზე - მარცხნივ, ასეთივე მწვანე ეკრანის განათებაზე - მარჯვნივ.
Complex feeding reactions to conditioned colour stimuli, projected on screens above three obstacles (a red circle: run to the left obstacle, a green one, to the right) were elaborated in free-moving lower monkeys (pig-tailed monkeys).
29138.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რეაქციების განმტკიცების შემდეგ ვცადეთ განათება ცენტრიდან - წითელზე უნდა წასულიყო მარცხენა საკვებურისაკენ, მწვანეზე მარჯვენასკენ. მაგრამ ეს სვლა არ იყო სარწმუნო.
When the same signal was presented from the central obstacle the animal as to go to the signaled side obstacles: however, the animal proved to orient itself to the presented signal and not to the color.
29139.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
როდესაც ცენტრიდან განათებას ერთი-ორჯერ წარუმძღვარეთ გამაფრთხილებელი სიგნალი (ორსეკუნდიანი განათება გვერდიდან) მაშინ ამოცანას სწყვეტდნენ კარგად გამაფრთხილებელი სიგნალის გარეშეც.
The presentation of the warning signal from the side obstacles during the first 2-3 trials contributed to the solution of this task.
29140.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ასეთი გამოცდილების შეძენის შემდეგ ანალოგიურ ამოცანებს ერთბაშად წყვეტენ მაიმუნები სამოძრაო შეზღუდვის პირობებში.
The experience acquired by the monkeys in the experiments under conditions of free locomotion further on contributed to a successful solution of similar situation tasks under conditions of motor restriction, without the use of a warning signal.