მოიძებნა 668048 ჩანაწერი
29381.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
მიღებულია ზუსტი ასიმპტოტური პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს ამონახსნთა სივრცის ტრივიალურობას, სასრულგანზომილებიანობას და უსასრულოგანზომილებიანობას.
The exact asymptotic conditions are obtained, which provide the triviality, finite dimensionality and infinite dimensionality of the linear space of the solutions.
29382.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
სასრულგანზომილებიან შემთხვევაში ზუსტად არის დათვლილი სივრცის განზომილება და აგებულია ბაზისი.
In the finite dimensional case the space dimension is exactly given and the basis is constructed.
29383.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
სამგანზომილებიანი სივრცის კომბინატორული გეომეტრიისათვის.
Towards the combinatorial geometry of a three-dimensional space.
29384.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
ჩამოთვლილია სამგანზომილებიანი სივრცის ყველა სხეული, რომლებისთვისაც ბოლტიანსკის ინვარიანტი უდრის 2.
In a three-dimensional space all the bodies are listed for which Boltjansky’s invariant is equal to 2.
29385.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
დამტკიცებულია, რომ ეს თვისება ახასიათებს სხეულების სამ კლასს - ცილინდრებს, ამონაჭრებს და ზვინებს.
It is proved that there exist three classes of bodies with this property (cylinders, cuts, ricks).
29386.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
ფერდობმავლის მოძრაობის განტოლებანი სტაბილიზაციის დროს თვლების ელასტიკურობის გათვალისწინებით.
Equations of motion of a hillside tractor during stabilization with account of the elasticity of its wheels.
29387.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
განხილულია ფერდობმავლის სტაბილიზაციის პროცესი და მიღებულია ამ პროცესის დინამიკის ამსახველი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემები ელასტიკური თვლების შემთხვევისათვის.
The process of the stabilization of a hillside tractor is considered and systems of differential equations describing the dynamics of this process for the case of elastic wheels are obtained.
29388.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
ლითონური მონოკრისტალების დეფორმაცია-ნგრევის სინერგეტიკული დისლოკაციური მოდელი.
Synergetic dislocation model of deformation-fracture of metallic monocrystals.
29389.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
ნაშრომში მოცემულია ლითონური მონოკრისტალების დეფორმაცია-ნგრევის საერთო ფიზიკური მოდელი, რომელშიც დისლოკაციური სტრუქტურის ევოლუციის პროცესი შიდა მიკროსკოპიული ძაბვების არეში განიხილება როგორც დეფექტური კრისტალოგრაფიული გისოსის პოტენციალური დელოკალიზებული მექანიზმების მთელი წყობის აქტივაციის თანმიმდევრობა.
A generalized multilevel physical model of deformation and fracture of metallic monocrystals is presented. The kinetic process of the evolution of dislocation array in the field of internal structural stresses is modelled as a sequence of activations of complete set of the lattice delocalization dislocation mechanisms with generation of self-organized dissipative dislocation structures.
29390.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
ბრტყელი ტორსული სახეხი ჩარხის ამძრავის დინამიკა მაგიდისა და ქარგოლის ბრუნთა თანაზომადი სიხშირის დროს.
The dynamics of a surface face grinding machine drive with commensurable values of rotation frequency of the grinding wheel and table.
29391.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
დამუშავებულია სახეხი ჩარხის ამძრავის დინამიკის ორიგინალური მხარე, მიღებულია სისტემის ახალი მათემატიკური მოდელი, მისი რიცხობრივი რეალიზაცია და მოცემულია პრაქტიკული რეკომენდაცია კონსტრუქციის პარამეტრების ოპტიმალური შერჩევისათვის.
The paper considers an original aspect of the grinding machine drive dynamics, dealing with the steady-state and transient conditions of the drive. A new mathematical model of the system and its numerical realization have been obtained, and practical recommendations are made for an optimal choice of the design parameters.
29392.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
არაწრფივი რხევების განტოლებების ჰარმონიული ბალანსისა და შემთხვევითი ძებნის კომბინირებული მეთოდით მიახლოებითი ამოხსნის შესახებ.
On approximate solution of equations of nonlinear oscillations by a combined method of harmonic balance and random search.
29393.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
განხილულია არაწრფივი რხევების დუფინგის დიფერენციალური განტოლების მიახლოებითი ამოხსნა, რომელიც ჰარმონიული ბალანსისა და შემთხვევითი ძებნის მეთოდების კომბინირებულ გამოყენებაზეა დაფუძნებული.
The paper presents a method of approximate solution of differential equations of nonlinear oscillations based on the use of methods of harmonic balance and random search.
29394.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
ნაპოვნია განტოლების მიახლოებითი ამოხსნები სიმეტრიული და არასიმეტრიული გარე ძალების ზემოქმედების შემთხვევაში.
Approximate solutions of the Duffing equation have been found at symmetric and asymmetric external forces for different sets of parameters.
29395.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
ექვსრგოლიანი ბერკეტული შეწყვილებული მექანიზმის მეტრული სინთეზი.
Metrical synthesis of a six-link lever motion paired mechanisms.
29396.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
ნაშრომში გადაწყვეტილია ექვსრგოლა ბერკეტული შეწყვილებული მექანიზმის სინთეზის ერთ-ერთი ამოცანა.
A problem of synthesis of a six-link lever motion paired mechanisms is considered.
29397.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
გამოყვანილი ანალიზური დამოკიდებულებანი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მოდიფიკაციის შეწყვილებული მექანიზმებისთვისაც.
The obtained analysis dependences may be used for other paired modifications of paired mechanisms.
29398.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
სინთეზის ამოცანის გადაწყვეტის ლოგიკური სქემა საშუალებას გვაძლევს მექანიზმის მუდმივ კინემატიკურ პარამეტრებს შორის დავამყაროთ უფრო კომპაქტური და ოპტიმალური ანალიზური დამოკიდებულებანი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მანქანათმშენებლობისა და ხელსაწყოთმშენებლობის პრაქტიკაში.
The logical scheme of the solution of the synthesis problem enables to establish more compact and optimal analysis dependences between constant kinematic parameters which may be used in mechanical engineering and instrument making practice.
29399.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
ადაპტური მართვის თავისებურებანი რიცხვული პროგრამული მართვის სისტემებში სტრუქტურით CNC.
Peculiarities of adaptive control in the NPC system with CNC structure.
29400.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მანქანათმცოდნეობა
დამუშავდა, დამზადდა და წარმოებაში დაინერგა საფრეზო ჩარხების რიცხვული პროგრამული მართვის ახალი ხელსაწყო ИЦО-П ორიგინალური მიკროპროცესორის ბაზაზე ჩადგმული ადაპტური სისტემით.
A unit for lathes with NPC (numerical programming control) has been developed on the basis of an original microprocessor with a built-in adaptive system. The device has been manufactured and put into operation.