მოიძებნა 668048 ჩანაწერი
29321.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ლითოლოგია
მცხეთის მიდამოების ცეოლითშემცველი ქანები.
Zeolite-bearing rocks of the environs of Mtskheta.
29322.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ლითოლოგია
განხილულია მცხეთის მიდამოებში მიკვლეული ცეოლითშემცველი შრეებრივი ქანების გეოლოგიური პირობები, მათი ლითოლოგია და ქიმიური თავისებურება.
The geological conditions as well as the lithology and chemical peculiarities of the bedded rocks of the environs of Mtskheta are considered.
29323.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ლითოლოგია
გამოთქმულია მოსაზრება შესწავლილი ქანების ცეოლითურ ნედლეულად ვარგისიანობის შესახებ.
It is suggested that the rocks in question are suitable for use as zeolitic raw material.
29324.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს დინამიკის ზოგიერთი პრობლემა.
Some problems of dynamics of the Georgian coast of the Black Sea.
29325.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
მოცემულია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს ხმელეთსა და ზღვას შორის ბალანსის დარღვევის მიზეზები და შემოთავაზებულია ნაგებობათა რამდენიმე ვარიანტი ბიჭვინთის სანაპიროს დაცვისათვის.
The paper deals with the causes of the disturbance of the balance between land and sea along the Georgian coast of the Black Sea, and several types of structures are proposed for protecting the Pitsunda coast.
29326.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
ორი რეგრესიის ფუნქციის ტოლობის შესახებ ჰიპოთეზის შემოწმება.
Testing of a hypothesis on the equality of two regression functions.
29327.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
ნაშრომში განხილულია ორ სხვადასხვა შერჩევაზე დაფუძნებულ რეგრესიის ფუნქციათა შეფასებების გადახრის ერთი ზომა.
One measure of deviation of estimators of two different regression functions is discussed.
29328.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
დამტკიცებულია მისი ასიმპტოტურად ნორმალურობა შესაფასებელ რეგრესიის ფუნქციათა ტოლობის შემთხვევაში.
Its asymptotic normality is shown in the case when the regression functions are equal.
29329.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
აგებულია კრიტერიუმი ორი რეგრესიის ფუნქციის ტოლობის შესამოწმებლად.
A criterion for the testing of a hypothesis on the quality of two regression functions is constructed.
29330.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
მესამე რიგის განტოლებათა ერთი კლასისათვის სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევა რიმანის მეთოდით.
On studying the boundary value problems for a class of equations of third order by the method of Riemann’s functions.
29331.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
სასაზღვრო ამოცანები არაწრფივ დიფერენციალურ განტოლაბათა სისტემებისათვის სიბრტყეზე.
On boundary value problems for nonlinear systems of differential equations in the plane.
29332.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
სტატიაში შესწავლილია დირიხლეს, დირიხლეს სახეცვლილი და რიმან-ჰილბერტის სასაზღვრო ამოცანები არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემებისათვის.
The Dirichlet boundary value problem as well as a modified Dirichlet and Riemann-Hilbert problems are studied for a nonlinear system of differential equations.
29333.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
სტაციონარული პროცესების ერთი კლასის შესახებ.
On one class of stationary processes.
29334.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
განხილულია ერთეულოვან სეგმენტში განაწილებული შემთხვევითი სიდიდეების სტაციონარულობის საკითხი და აღწერილია განაწილების ფუნქციათა გარკვეული კლასები, რომლებიც ამ სტაციონარულობის პირობას აკმაყოფილებენ.
The question of stationarity of random variables distributed in a unit interval is considered and certain classes of distribution functions satisfying this stationarity are described.
29335.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
ალბათურ ზომათა ოჯახის აგებულება.
The structure of a family of probability measures.
29336.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
ნაშრომში განხილულია ალბათურ ზომათა ოჯახის აგებულება და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი.
The paper deals with the structure of a family of probability measures and some related questions.
29337.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
ნებისმიერ სივრცეთა ზუსტი და ნახევრადზუსტი ჰომოლოგიების მიმდევრობის შესახებ.
On the sequence of exact and half-exact homologies of arbitrary spaces.
29338.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
ტოპოლოგიურ სივრცეთა კატეგორიაზე აგებულია ჰომოლოგიების მიმდევრობა, რომელიც მოთავსებულია ორ კლასიკურ - ალექსანდროვ-ჩეხის და პროექციულ ჰომოლოგიას შორის.
On the category of topological spaces a sequence of homologies is constructed, being situated between the two classical homologies – that of Alexandrov-Cech and projective homology.
29339.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
შესწავლილია ამ ჰომოლოგიების კავშირები როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა ცნობილ თეორიებთან.
The relations of these homologies with each other as well as with other well-known homologies are studied.
29340.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მათემატიკა
მიღებულია მსგავსი შედეგები ჰომოტოპიის თეორიაში.
Similar results are obtained in the homotopy theory.