მოიძებნა 668048 ჩანაწერი
30121.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ხელშეკრულების მოქმედება და სხვა პირობები.
VALIDITY OF THE AGREEMENT AND OTHER CONDITIONS.
30122.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში აღნიშნული განაცხადის მიღების ბანკის მიერ დადასტურების მომენტიდან და იმოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
This agreement shall come into effect upon confirmation by the bank of receipt of the application stipulated in paragraph 1.2 of this agreement and shall continue to be in force indefinitely.
30123.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დახუროს ანგარიში ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან ყველა სახის მომსახურებით სარგებლობა ანგარიშის დახურვამდე ან მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის მეშვეობით.
The client may at any time close its account or discontinue using any or all of the services provided for hereunder by giving the bank an advance written notice thereof 10 (ten) calendar days before closure of the account or discontinuation of using the relevant service.
30124.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება ანგარიშის დახურვის ან/და მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების ბანკისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა გადაუხადოს ბანკს შესაბამის ანგარიშთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა საკომისიო და სხვა სახის გადასახდელი.
In such case, the client shall pay the bank all the commission fees and other payables related to the respective account and/or service within no later than 5 (five) calendar days upon serving the bank with an advance written notice of closure of the account and/or discontinuation of using the relevant service.
30125.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს:
The bank may at any moment:
30126.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება შეწყვეტამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით;
Terminate the validity of this agreement subject to delivery of 10 (ten) calendar days advance written notice to that effect to the client;
30127.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
შეცვალოს ამ ხელშეკრულებაში აღწერილი მომსახურების პირობები, მახასიათებლები ან/და საფასური (ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილებების შემთხვევაში), კლიენტს შესთავაზოს ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან რამდენიმე მომსახურების გაწევა;
Change the conditions, characteristics of and/or fees (in the event of change of established fees by the bank) for services stipulated by this agreement, offer to the client or discontinue providing any and all services provided for hereunder;
30128.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
დახუროს კლიენტის ანგარიში კლიენტის მიერ ბანკთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, ანგარიშზე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ნაშთის არარსებობის ან/და ანგარიშის მეშვეობით ოპერაციების განუხორციელებლობის შემთხვევაში (ამ პუნქტის მიზნებისთვის ოპერაციის განხორციელებად არ ჩაითვლება ბანკის მომსახურების საფასურის გადარიცხვა/ჩამოწერა კლიენტის ანგარიშიდან).
Close the client’s account if the client breaches its obligations hereunder, if within 6 (six) months there was no balance in the account and/or if the client has not effected any operation through the account (for the purposes of this paragraph transfer/deduction of service fees payable to the bank by the client from the account shall not be deemed as carrying out of the operation).
30129.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ანგარიშის დახურვის შემთხვევაში კლიენტს დაუბრუნდება შესაბამის ანგარიშზე რიცხული თანხა.
In the event of closure of the account by the bank, the remaining funds on the account shall be returned to the client;
30130.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ამ ხელშეკრულების მოქმედება ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
This agreement may at any time be terminated subject to the parties’ agreement or in other cases stipulated by the current legislation.
30131.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ბანკს უფლება აქვს ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს ამ ხელშეკრულების ტექსტში ცვლილების (დამატებების) განხორციელებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკის ინტერნეტ-გვერდზე www.tbcbank.ge ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვიცენტრების შენობებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით.
The bank retains the right to introduce amendments to this agreement through 10 (ten) calendar days advance placement of relevant information on the web-site of the bank at www.tbcbank.ge and/or at the premises of the bank’s branches and service centers.
30132.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ამ ხელშეკრულების 8.5 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში კლიენტს უფლება ექნება ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვიცენტრების შენობებში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება ამ ხელშეკრულების 8.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
In the event stipulated under paragraph 8.5 hereof the client shall have the right to terminate this agreement at any time within 10 (ten) calendar days from the placement of respective information on the bank’s web-site and/or bank’s branches and service centers, in accordance with the procedures set forth in paragraph 8.2 hereof.
30133.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ამ პუნქტით მინიჭებული უფლების განხორციელების (გამოყენების) შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტობინების ბანკისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა დაუბრუნოს ბანკს ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ყველა საკრედიტო პროდუქტი (სრულად დაფაროს ყველა საკრედიტო ლიმიტი, ოვერდრაფტი, საბანკო კრედიტი ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტი) და გადაუხადოს ბანკს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მომსახურებასთან და პროდუქტთან დაკავშირებული საკომისიო, საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სხვა გადასახდელი.
If the client exercises (enjoys) the right granted by this paragraph, it shall within 5 (five) calendar days upon giving the bank a written notice of termination of this agreement return all credit products (fully cover all credit limits, overdrafts, bank credits and/or other credit products) received under this agreement and pay the bank all the commission fees, interest rates, penalties and other payables related to the services and products under this agreement.
30134.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ამ ხელშეკრულების მოქმდება გაგრძელდება ამ ხელშეკრულებით კლიენტისთვის დაკისრებული ყველა ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე.
This agreement shall be valid until full implementation of all obligations imposed on the client hereby;
30135.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 8.6 პუნქტში აღწერილი უფლებით, ბანკის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება კლიენტის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
In the event the client fails to use its right stipulated under paragraph 8.6, the amendments proposed by the bank shall be deemed to be accepted by the client and the agreement amended accordingly.
30136.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ბანკს უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს ინტერნეტ-გვერდზე მისი განთავსებისთანავე.
The bank shall have the right to make amendments to this agreement immediately after placement hereof on the web-site in case such an amendment does not worsen the client’s condition.
30137.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით.
Any notification hereunder shall be made in writing or in any other form stipulated by this agreement.
30138.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე.
The written notification is delivered to the other party to the last address known to the sender.
30139.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა).
For the purposes of delivery of notifications the bank may also use other means of communication (including electronic, digital, telephone, etc.).
30140.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
Any issues not directly governed by this agreement shall be settled in accordance with the current legislation of Georgia.