მოიძებნა 668048 ჩანაწერი
30261.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
სატელეფონო მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
For the purposes of obtaining telephone banking services the client shall address the bank with the application as per paragraph 1.2 of this agreement.
30262.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
კლიენტის იდენტიფიკაცია.
Identification of the client.
30263.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
კლიენტს დალუქული კონვერტით გადაეცემა სპეციალური სატელეფონო კოდი, რომლის დასახელებითაც ხდება კლიენტის იდენტიფიკაცია სატელეფონო მომსახურების გაწევის წინ.
A client shall be handed a sealed envelope containing a special phone code, which shall be named by a client prior to the service provision by telephone.
30264.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
სატელეფონო კოდის დასახელების გარეშე კლიენტი ვერ მიიღებს ამ ხელშეკრულების 11.1.1 ქვეპუნქტში აღწერილ მომსახურებას (ამ ხელშეკრულების 11.3.4 და 11.3.5 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა).
Without submitting the telephone code, the client shall not be able to receive the services described in the subparagraph 11.1.1 of this Agreement (except for the cases set forth in the subparagraphs 11.3.4 and 11.3.5 of this Agreement) .
30265.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ბანკთან ყოველი სატელეფონო კავშირისას (სატელეფონომომსახურების მიღების ყოველ ჯერზე) კლიენტმა უნდა დაასახელოს სატელეფონო კოდის მხოლოდ სამი ციფრი (სატელეფონოსერვისცენტრის ოპერატორის მითითების შესაბამისად).
Upon each telephone communication with the bank (each time receiving the telephone service) the client must name only three digits of the telephone code (as specified by the operator providing the telephone service) .
30266.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
კლიენტმა არ უნდა დაასახელოს სამზე მეტი ციფრი თითო ჯერზე.
The client does not need to name more than three digits each time.
30267.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს დამატებითი კითხვები კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით.
For client identification purposes the bank shall have the right to use additional questions.
30268.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ბანკი ვალდებულია დაიცვას კლიენტისთვის გადაცემული სატელეფონო კოდის კონფიდენციალობა და უარი უთხრას სატელეფონო მომსახურებაზე პირს, რომელიც არ, ან ვერ დაასახელებს სატელეფონო კოდს.
The bank shall be under obligation to maintain confidentiality of the telephone code submitted to the client and to refuse performance of telephone services to a person failing to name the telephone code.
30269.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
იმ შემთხვევაში თუ ბანკს გაუჩნდება ეჭვი (მათ შორის დამატებითი კითხვებზე მიღებული პასუხების საფუძველზე), რომ ინფორმაციის მიღებას, ან ოპერაციის განხორციელებას ცდილობს არა კლიენტი, არამედ მესამე პირი, ბანკს უფლება აქვს უარი თქვას სატელეფონო დავალებების შესრულებაზე.
In the event the bank suspects (including, on the basis of answers to additional questions) that the attempt to access to the information or carrying out the operation is made by a third party, other than the client, the bank shall have the right to refuse performance of telephone instructions.
30270.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
სატელეფონო საუბრისას კლიენტის მიერ სატელეფონო კოდის სამჯერ ზედიზედ შეცდომით დასახელების შემთხვევაში ბანკი შეაჩერებს კლიენტისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევას.
In the event during telephone conversation the client fails to name the correct telephone code for three consecutive times, the bank shall suspend performance of telephone service to the client.
30271.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
სატელეფონო მომსახურება აღდგება მას შემდეგ, რაც ბანკი თავად დაუკავშირდება კლიენტს ტელეფონით და მოახდენს მის იდენტიფიკაციას ბანკის მიერ დადგენილი წესით, სატელეფონო კოდის ან დამატებითი შეკითხვების მეშვეობით.
The bank shall reinstate the telephone service, solely after the client contacts the bank through the telephone and the bank identifies the client according to established rules, with the help of telephone code and by posing additional questions to the client.
30272.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო კოდი კლიენტის მიზეზით გახდება ცნობილი მესამე პირისთვის, ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხიმგებლობისაგან ამით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
In the event the telephone code is compromised to third party due to the fault of the client, the bank shall bear no responsibility for the consequences resulted thereform.
30273.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
სატელეფონო კოდის დაკარგვის, ან გამჟღავნების შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს ამის შესახებ.
The client shall be under obligation to inform the bank immediately in case the telephone code is lost or compromised.
30274.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ბანკი ვალდებულია კლიენტის მიერ კოდის დაკარგვის თაობაზე ზეპირი (ტელეფონით), ან წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშებზე სატელეფონო მომსახურების შეჩერება, კლიენტის მხრიდან ახალი განკარგულებების მიღებამდე.
In furtherance of the client’s verbal (through telephone) or written notification on loss of the telephone code, the bank shall ensure suspension of performance of telephone services on the client’s accounts until receipt of new instructions from the client.
30275.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ზეპირი შეტყობინების შემთხვევაში კლიენტის იდენტიფიკაცია მოხდება ბანკის მიერ დადგენილი წესით სატელეფონო კოდის ან დამატებით კითხვების მეშვეობით.
In case of verbal notification the client will be identified in accordance with the established by the bank rules by way of using telephone code or posing additional questions.
30276.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
კლიენტის მიერ ბანკში ახალი ანგარიშის გახსნისას სატელეფონო მომსახურება განხორციელდება არსებული სატელეფონო კოდის გამოყენებით.
In case the client opens a new account with the bank, the telephone banking will be extended to such account through use of the existing telephone code.
30277.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
ამ შემთხვევაში ბანკსა და კლიენტს შორის არ გაფორმდება ახალი ხელშეკრულება და ახალ ანგარიშზე გავრცელდება ამ ხელშეკრულების პირობები.
In such event no new agreement will be executed between the bank and the client and terms and conditions of this agreement will apply to the new account.
30278.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
კლიენტს შეუძლია ამ ხელშეკრულების 11.2.1 პუნქტში აღნიშნული კოდით, დარეგისტრირდეს ბანკის მიერ რეგისტრაციის მომენტში შეთავაზებული ელექტრონული სერვისების მომხმარებლად.
The client shall be entitled to register as a consumer of electronic services offered by the bank at the time of the client’s registration by way of using code determined in paragraph 11.2.1 of the present agreement.
30279.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
კლიენტის განცხადებები, დავალებები და თანხმობები.
Declarations, instructions and consents of the client.
30280.
საბანკო საქმე | თიბისი ბანკი, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
კლიენტი წინასწარ აცხადებს, რომ მხოლოდ შესაბამისი მომსახურებების პირობების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარეგისტრირდება ამ სერვისების მომხმარებლად.
The client declares in advance that he/she will register as a consumer of relevant services solely after thorough familiarization with the terms and conditions of such services.