მოიძებნა 668048 ჩანაწერი
32161.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოფიზიკა
განსხვავებაა საცდელი ნივთიერებების კონცენტრაციულობაში.
The only difference was in the concentration of the drugs used.
32162.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოფიზიკა
აღნიშნული ნივთიერებები პროტოპლაზმის მოძრაობის სიჩქარეს ამცირებენ და უჯრედებზე უმეტესად მომაკვდინებლად მოქმედებენ. მემბრანის პოტენციალიც პირდაპირპროპორციულად იცვლება.
The above compounds slow down the protoplasm motion rate and mostly exert a destructive effect on the cell, the membrane potential changing in proportion.
32163.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოფიზიკა
ლიზოსომის მემბრანის თხევად-კრისტალური სტრუქტურის და მასთან დაკავშირებული ფერმენტული აქტივობის შესწავლა.
A study of the fluid-crystal structure of lysosome membranes and related enzymic activity.
32164.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოფიზიკა
შესწავლილ იქნა ინტაქტური და სიმსივნემატარებელი ვირთაგვის ღვიძლიდან და სიმსივნედან გამოყოფილი ლიზოსომების მემბრანის თხევად-კრისტალური სტრუქტურა.
The fluid-crystal structure of lysosome membrane from intact and tumour-bearing rats and from tumour was studied.
32165.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოფიზიკა
ორგანულ გამხსნელთა და ორვალენტიანი იონების გავლენა დნმ-ჰისტონი H2b კომპლექსის ლღობაზე.
The action of organic solvents and divalent cations on the melting of DNA-histone H2b complex.
32166.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოფიზიკა
შესწავლილია ეთანოლის, ეთილენგლიკოლის და ორვალენტიანი კათიონების გავლენა დნმ-ჰისტონი H2b რეკონსტრუირებული კომპლექსის სითბურ დენატურაციაზე.
The influence of ethanol, ethylene glycol and Mg2+, Ca2+ and Mn2+ ions on thermal denaturation of reconstituted DNA-histone H2b complex has been studied.
32167.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოფიზიკა
მიღებული შედეგები საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ჰისტონი H2b-ში არსებობს ორი უბანი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან დნმ-თან ელქტროსტატიკური ბმების წარმოქმნის უნარით.
The obtained data allow to suggest that histone H2b contains two different sites which differ in their ability to form electrostatic linkage with DNA.
32168.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოფიზიკა
ინტაქტური და სიმსივნემატარებელი ვირთაგვას მიკროსომებში ფუნქციონალური აქტივობისა და სტრუქტურული გადასვლების შესწავლა.
Structural transitions and functional activity of microsomes of intact and tumour-bearing rats.
32169.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოფიზიკა
შესწავლილ იქნა ინტაქტური და სიმსივნემატარებელი ვირთაგვას ღვიძლიდან და სიმსივნიდან გამოყოფილ მიკროსომებში სტრუქტურული გადასვლები.
The phase transitions of microsome membranes from intact and tumour-bearing rats and from tumour were studied.
32170.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოქიმია
ლობიოს ნიტრატრედუქტაზა.
Nitrate reductase from kidney bean.
32171.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოქიმია
ლობიოს ჯიშებში წითელი-41 და ცანავა-3 შესწავლილია ნიტრატრედუქტაზას (ნრ) აქტივობის დამოკიდებულება საკვები არის pH-ზე, ნიტრატის კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობაზე, მცენარის და ფოთლების ასაკზე.
The dependence of nitrate reductase (NR) activity on the pH of the nutrient medium, different nitrate concentrations, exposure duration, the age of seedlings and the aging rate of kidney bean leaves have been studied in two commercial varieties of kidney bean: Krasnaya-41 and Tsanava-3.
32172.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოქიმია
ნიტრატის კონცენტრაციის ზრდა გარკვეულ ფარგლებში იწვევს ნრ აქტივობის გაზრდას.
With an increase of substrate concentration NR activity increases within definite limits.
32173.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოქიმია
ფესვებისა და ფოთლების ნრ აქტივობა მაქსიმალურია 17-25 დღის ნაზარდებში.
Higher NR activity is observed in roots and leaves of 17-25-days old kidney bean.
32174.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოქიმია
მაქსიმალური ნრ აქტივობით გამოირჩევა საშუალო იარუსის ფოთლები.
Leaves of middle storeys are characterized by higher NR activity.
32175.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოქიმია
ადენოზინდიფოსფორიბოზილირების გავლენა ვირთაგვის ღვიძლის ბირთვების დნმ-პოლიმერაზულ აქტივობაზე.
The influence of adenosinediphosphoribosylation on the DNA-polymerase activity of rat liver nuclei.
32176.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოქიმია
ვირთაგვის ღვიძლის ბირთვების პრეინკუბაცია ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდთან აინჰიბირებს ენდოგენურ დნმ-პოლიმერაზულ რეაქციას.
Preincubation of rat liver nuclei with nicotineamideadeninedinucleotide inhibits the endogenous DNA-polymerase reaction.
32177.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოქიმია
ადენოზინდიფოსფორიბოზილირების რეაქციის ინჰიბიტორი - ნიკოტინამიდი ხსნის ინჰიბიციის ეფექტს.
Nicotinamide – the inhibitor of adenosinediphosphoribosylate reaction removes the effect of inhibition.
32178.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოქიმია
ეს მონაცემები, ჩვენი ვარაუდით, მიუთითებენ იმაზე, რომ ქრომატინის ცილების ადენოზინდიფოსფორიბოზილირება იწვევს მისი მატრიცული აქტივობის დაქვეითებას.
This finding may indicate that adenosinediphosphoribosylation of chromatin proteins decreases the matrix activity.
32179.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოქიმია
ლიზოსომური მემბრანების ლიპიდური შედგენილობა და მათი ასიმეტრიული განაწილება ნორმასა და ავთვისებიანი სიმსივნის ზრდის დროს.
Lipid composition and asymmetry of lysosome phospholipids in normal and tumorous growth.
32180.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ბიოქიმია
შესწავლილია ლიზოსომური მემბრანების ფოსფოლიპიდების ასიმეტრიული განაწილება, აგრეთვე მათი და ნეიტრალური ლიპიდების რაოდენობრივი ცვლილება ნორმასა და ავთვისებიანი სიმსივნის ზრდის დროს.
Quantitative changes of neutral lipids and lysosome phospholipids in normal and tumorous growth, as well as asymmetrical arrangement of lipids of membranes of lysosomes, were studied.