მოიძებნა 668048 ჩანაწერი
32261.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენერგეტიკა
მოცემულია ელექტრული ველის დაძაბულობის დასაშვები სიდიდის არჩევის მეთოდიკა კომუტაციური გადაძაბვების დროს.
A method is presented for changing the admissible tension of applied electric field under commutation overloads.
32262.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენერგეტიკა
განსაზღვრულია ზედაპირის დამუშავების სისუფთავის კლასის, ელექტროდის მასალის და ელეგაზის წნევის გავლენა დაძაბულობის დასაშვებ სიდიდეზე კომუტაციური გადაძაბვების დროს.
The dependence of the material, the treatment purity of electrode surface and SF6 pressure on the admissible tension value under commutation overloads has been determined.
32263.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
ინსექტიციდები აღმოსავლური ნაყოფჭამიას წინააღმდეგ.
Application of insecticides against east fruit moth.
32264.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში შესწავლილია ფოსფორორგანული (ფოსფამიდი, ულტრაციდი, ფოზალონი, ელსანი) და კარბამატული ინსექტიციდების (სევინი) ტოქსიკურობა და მათი მოქმედების ხანგრძლივობა.
In eastern Georgia the toxicity and duration of the toxical effect of organophosphorous insecticides (phosphamide, ultracide, phosalone, eslane) and the carbamate insecticide sevin were studied against east fruit moth.
32265.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
გამოცდილი პრეპარატებიდან აღმოსავლური ნაყოფჭამიას მატლების მიმართ მაღალტოქსიკურია ფოსფამიდი, ულტრაციდი და სევინი, რომლებიც მეორე დღეს იძლევიან მატლების 100% სიკვდილიანობას.
Phosphamide, ultracide and sevin proved most toxic for the moth, causing complete destruction of the larvae; phosalone and eslane are slightly less effective.
32266.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
ტოქსიკური მოქმედების ხანგრძლივობით გამოირჩევა სევინი.
Sevin is distinguished for the duration of toxical effect.
32267.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
მინდვრის პირობებში აღმოსავლური ნაყოფჭამიას წინააღმდეგ შედარებით მაღალეფექტურია ფოსფამიდის 0.2%-იანი ემულსია.
In field conditions 0.2 per cent emulsion of phosphamide is most effective.
32268.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
მცირედ ჩამორჩებიან სევინი, ულტრაციდი და ფოზალონი, ხოლო ელსანი არაეფექტურია აღმოსავლური ნაყოფჭამიას მიმართ.
Sevin, ultracide and phosalone are somewhat less effective than phosphamide, while eslane has no effect against east fruit moth.
32269.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში ატმის ნაყოფებში ფოსფორორგანული პრეპარატები მთლიანად იშლებიან 25-ე, ხოლო სევინი - 30-ე დღეს.
Organophosphorous preparations are decomposed by the 25th day, but sevin is preserved in fruit about 30 days.
32270.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
იქსოდისებური ტკიპების შესაძლო როლი ლისტერიოზის ეპიზოოტიაში და ამ დაავადების გავრცელება საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს შორის.
Possible role of Ixodidae ticks in listeriosis and the distribution of this disease among cattle in Georgia.
32271.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
ლისტერიოზის ბუნებრივ კერობრიობაში იქსოდისებური ტკიპების როლის გამოსავლინებლად კვლევა მიმდინარეობდა 1976 წლიდან.
A study of the role of Ixodidae ticks in listeriosis natural nidi was conducted from 1976.
32272.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
სულ შეგროვილ იქნა 1453 ეგზ. ტკიპი, აქედან აღმოსავლეთ საქართველოში 512, ხოლო დასავლეთში - 941.
1453 ticks were collected: 512 in the Eastern Georgia and 941 Western Georgia.
32273.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
ლისტერიების გამოსაყოფად ვიყენებდით ბაქტერიოლოგიურ და ბიოლოგიურ მეთოდებს.
Bacteriological and biological methods were used to distinguish listeriosis from Ixodidae ticks.
32274.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
გამოკვლევების შედეგად ჯერჯერობით ბუნებრივ პირობებში ტკიპების მიერ ლისტერიების მტარებლობა არ გამოვლინდა.
As a result of the tests it was discovered that in natural nidi were not found to be vectors of listeriosis.
32275.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
აღნიშნული საკითხის პარალელურად დამუშავდა მასალა (ლიტერატურული და საკუთარი) საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ლისტერიოზით დაავადების შესახებ.
Simultaneously materials (literary and own) on listeriosis among cattle in Georgia were analyzed.
32276.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ენტომოლოგია
მასალის ანალიზით დადასტურდა ამ დაავადების უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოს მეცხოველეობის რაიონებში გავრცელება.
The spread of this disease in the cattle-breeding districts of Eastern Georgia was confirmed.
32277.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ექსპერიმენტული მედიცინა
სტრუქტურა-სამიზნეების კოორდინატთა გაანგარიშების ადეკვატური მეთოდების შესახებ საფეთქლის ეპილეფსიის გამო წარმოებული სტერეოტაქსიული ოპერაციების დროს.
On the adequate calculation methods of the coordinates of targets in stereotactic operations in temporal lobe epilepsy.
32278.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ექსპერიმენტული მედიცინა
განხილულია პარკუჭოვანი სისტემის პოზიტიური კონტრასტირების აუცილებლობა საფეთქლის წილის სტრუქტურების კოორდინატების აგებისათვის.
The necessity of applying positive contrasting of the ventricular system to the system of temporal lobe structure coordinates is discussed.
32279.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ექსპერიმენტული მედიცინა
დახვეწილია ელექტროდის დახრის კუთხეების გამოთვლის მეთოდი ჰიპოკამპში მისი შეყვანისას ე.წ. უკანა მიდგომით.
Improvement has been made in the procedure of calculating the angles of electrode insertion into the hippocampus during the so-called posterior longitudinal approach to it.
32280.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ექსპერიმენტული მედიცინა
ნაჩვენებია საფეთქლის წილის სტრუქტურებში მოხვედრის არასაკმარისი სიზუსტე, როცა მათი ლოკალიზაცია განსაზღვრულია III პარკუჭის ელემენტებზე აგებული კოორდინატთა სისტემით.
It is emphasized that there is inadequate accuracy of penetration into the structures of the temporal lobe while determining their localization according to the coordinate system constructed on the basis of elements of the third ventricle.