მოიძებნა 668048 ჩანაწერი
32341.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
განმხოლოებული და c-განმხოლოებული ასახვების შესახებ.
On c-scattered and scattered mappings.
32342.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
ასახვებისათვის შემოტანილია განმხოლოებულობის და c-განმხოლოებულობის ცნებები, რომლებიც სიმრავლეთა განმხოლოებულობისა და c-განმხოლოებულობის ცნებების ანალოგებია.
The notions of c-scattered and scattered mappings, analogous to the corresponding notions for sets, are introduced.
32343.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
შემოტანილი ცნებებისათვის დამტკიცებულია თეორემები, რომლებშიც განზოგადებულია პ. ალექსანდროვის და ი. პროსკურიაკოვის, კ. კურატოვსკის, რ. ტელგარსკის ზოგიერთი თეორემა.
The theorems, which, in particular, generalize some theorems of P. S. Alexandroff and I. V. Proskuriakov, K. Kuratowski, and R. Telgarsky are proved.
32344.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
ჯერადი მონოტონურკოეფიციენტებიანი ტრიგონომეტრიული მწკრივების შესახებ.
On multiple trigonometric series with monotone coefficients.
32345.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
განხილულია მონოტონურკოეფიციენტებიანი ჯერადი ტრიგონომეტრიული მწკრივების კრებადობის საკითხი კრებადობის თვალსაზრისით.
The question of convergence of multiple trigonometric series with monotone coefficients is considered.
32346.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
შემთხვევითი სიდიდეების ორმაგ მიმდევრობათა კრებადობისა და შეჯამებადობის შესახებ.
On the double sequence convergence and summability of random variables.
32347.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
ნაშრომში განხილულია ხდომილებათა ორმაგი მიმდევრობისათვის ბორელი-კანტელის და კოლმოგოროვის თეორემები.
The Borel-Kantelli theorem and the Kolmogorov zero and unity principle for cases of double convergence are considered.
32348.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
შესწავლილია შემთხვევითი სიდიდეების ორმაგი მიმდევრობის კრებადობის და შეჯამებადობის საკითხები.
The question of convergence and summability of double sequence of random variables is studied.
32349.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
ჰომოლოგიებისაგან წარმოქმნილი ერთი ფუნქტორის აგების შესახებ.
On the construction of a functor generated by homology.
32350.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
ტოპოლოგიურ სივრცეთა რაიმე კატეგორიაზე და მასზე მოცემულ ჰომოლოგიის თეორიაზე დაფუძნებით აიგება ფუნქტორი, რომელსაც ჰომოტოპიის ფუნქტორის რიგი თვისება აქვს.
For some category of topological spaces and a homology theory given on this category a functor is constructed which has a number of properties of the homotopy functor.
32351.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
სათანადო ჯგუფები მიიღებიან როგორც ისეთი მრავალჰომომორფიზმებიანი პირდაპირი სპექტრების ზღვრული ჯგუფები, რომლებიც შედგენილნი არიან მოცემული კატეგორიის გარკვეული მცირე ქვეკატეგორიების სივრცეთა ჰომოლოგიის ჯგუფებისაგან.
The corresponding groups are obtained as the limit groups of the directed systems with many homomorphisms, the systems being constituted of the homology groups of spaces from certain small subcategories of the given category.
32352.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
ძლიერი ძვრადობა სივრცეთა და ასახვათა ზოგიერთი კლასის მიმართ.
Strong movability relative to some classes of spaces and mappings.
32353.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
მოცემულია ცნება ძლიერი ძვრადობისა (S, M) წყვილის მიმართ, სადაც S ტოპოლოგიურ სივრცეთა კლასია, M - უწყვეტ ასახვათა კლასი.
The notion of strong movability relative to a given pair (S, M) is given, where S is some class of spaces and M is some class of its continuous mappings.
32354.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
შესწავლილია ძლიერი ძვრადობა სხვადასხვა წყვილისათვის.
Strong movability for various is investigated.
32355.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
კონვოლუციის ტიპის ინტეგრალური განტოლებები წყვეტილი კოეფიციენტებით.
Integral equations of the convolution type with discontinuous coefficients.
32356.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
შესწავლილია (1) და (2) სახის კონვოლუციის ტიპის ინტეგრალური განტოლებები წყვეტილი კოეფიციენტებით α<sub>j</sub>(t), c<sub>j</sub>(t) და წყვეტილი პრესიმბოლოებით b<sub>j</sub>(t).
The integral equations in convolution with discontinuous coefficients α<sub>j</sub>(t), c<sub>j</sub>(t) and discontinuous presymbols b<sub>j</sub>(t) (cf. (1) and (2)) are investigated.
32357.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
ამ ოპერატორებისათვის და მათ მიერ წარმოქმნილი ბანახის ალგებრაში შემავალი ოპერატორებისათვის მიღებულია ნეტერისეულობის აუცილებელი და საკმარისი პირობები და ინდექსის ფორმულა.
The Noetherian properties and the index formula are obtained for them and for the operators from the Banach algebra generated by such operators.
32358.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
ეს შედეგები აზუსტებენ ავტორის მიერ [4, 5] შრომებში მიღებულ შედეგებს.
These results improve considerably the results obtained by the author earlier in [4, 5].
32359.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
თანაბრად კრებადი სამშრიანი მაღალი სიზუსტის სქემები სითბოგამტარობის მრავალგანზომილებიანი განტოლებისათვის.
Higher-order accuracy uniformly convergent three-layer difference schemes for a multi-dimensional heat equation.
32360.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, მათემატიკა
სითბოგამტარობის p-განზომილებიანი განტოლებისათვის კოში-დირიხლეს ამოცანის შემთხვევაში აგებულია მაღალი რიგის აპროქსიმაციის მქონე სამშრიან ცხად სხვაობიან სქემათა ოჯახი.
In the paper, for the Cauchy-Dirichlet problem the family of explicit three-layer difference schemes of higher order approximation is constructed for a p-dimensional heat equation.