მოიძებნა 668048 ჩანაწერი
32541.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიზიკური ქიმია
პირველადაა შესწავლილი 2-ფლუორენილ-1-ადამანტანის და 2-ფენანტრილ-1-ადამანტანის ლუმინესცენციის კვაზიხაზობრივი სპექტრები ნ-პარაფინულ ნახშირწყალბადებში.
The authors first investigated quasi-linear luminescence spectra of 2-fluorenyl- and 2-phenanthryl-1-adamantanes in n-paraffin hydrocarbons.
32542.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიზიკური ქიმია
თითოეული შესწავლილი ნაერთისათვის დადგენილია ოპტიმალური გამხსნელი და ჩატარებულია სპექტრების რხევითი ანალიზი.
Optimal solvents have been selected for every hydrocarbon studied and vibration analysis of their spectra conducted.
32543.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ არილადამანტანების სპექტრები ხასიათდებიან ბატოქრომული გადანაცვლებით და უფრო დიფუზიური ხაზებით არომატული ნახშირწყალბადების სპექტრებთან შედარებით.
It has been established that aryladamantane spectra compared with aromatic hydrocarbon ones reveal bathochromic shifts and more diffusive lines.
32544.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიზიკური ქიმია
ამავე დროს ინტენსივობა არსებითად გადანაწილდება სუფთა ელექტრონულ და ვიბრაციულ გადასვლებს შორის.
At the same time, significant redistribution of intensities takes place between spectral and vibration shifts.
32545.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიზიკური ქიმია
ინდოლინ-სპიროქრომენებში 3´, 3´-მეთილის ჯგუფის ქიმიური წანაცვლების მიკუთვნება მაგნიტური რელაქსაციის გაზომვის მეშვეობით.
Relating chemical shifts of 3´, 3´-methyl groups in indole spirochromenes by means of magnetic relaxation measurements.
32546.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიზიკური ქიმია
ინდოლინ-სპიროქრომენების დახურულ ფორმაში 3´, 3´-მეთილის ჯგუფის 90°-იანი სიგნალის სწორი მიკუთვნების მიზნით შესწავლილ იქნა რელაქსაციის დროები სელექტიური გაზომვის მეთოდით.
Selective measurement of spin-lattice relaxation was used for relating signals of 3´, 3´-methyl groups of closed form of indole spirochromenes.
32547.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიზიკური ქიმია
აღმოჩნდა, რომ პირანული ბირთვის პროტონებთან ახლოს მდგომი მეთილის ჯგუფი უფრო ძლიერადაა ეკრანირებული, ვიდრე მეორე მეთილის ჯგუფი.
The methyl group, being closer to pyran ring protons, was found to be more shielded.
32548.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიზიკური ქიმია
HCl-ის დისოციაციის თერმოდინამიკა წყლისა და დიოქსანის ნარევში.
Thermodynamics of HCl dissociation in mixtures of water and dioxane.
32549.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიზიკური ქიმია
გამოკვლეულია HCl-ის დისოციაციის თერმოდინამიკული მახასიათებლები წყლისა და დიოქსანის რვა ნარევში, რომლებიც მიღებულია დისოციაციის მუდმივების ტემპერატურაზე დამოკიდებულებიდან.
Thermodynamic characteristics of the dissociation of HCl in 8 mixtures of water and dioxane, obtained from the temperature dependence of dissociation constants are presented.
32550.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიზიკური ქიმია
ჩატარებულია HCl-ის თერმოდინამიკული თვისებებისა და შერეული გამხსნელის: წყალი - დიოქსანის თვისებების ცვლილებების დაპირისპირება.
The regularities of the change of the thermodynamic characteristics of HCl dissociation, with the change of composition are related to structural changes in the water-dioxane system.
32551.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიზიკური ქიმია
ლანთანის ვოლფრამატების გიბსის თავისუფალი ენერგიის გაზომვა.
Measurement of the Gibbs free energy of lanthanum tungstates.
32552.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიზიკური ქიმია
მყარი ჟანგბადოვანი ელექტროლიტების გამოყენებით გაზომილია ლანთანის ვოლფრამატების შემცველი ელექტროქიმიური ელემენტების ე.მ.ძ.-ები.
Using solid oxygen electrolytes, the E.M.F. of electrochemical cells containing lanthanum tungstates have been measured.
32553.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიტოპათოლოგია
ზოგიერთი ფუნგიციდის მოქმედების ხასიათი თუთის ყლორტების ჭკნობის გამომწვევი სოკოს Fusarium lateritium Nees სპორების წარმოქმნაზე.
The character of action of some fungicides on the sporulation of Fusarium lateritium Nees causative agent of mulberry shoot blighting.
32554.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიტოპათოლოგია
დადგენილია, რომ ახალი პრეპარატები - ბენომილი, ბმკ, ტოფსინ-M, კაპტანი, ცინები, პოლიკარბაცინი, პოლიმარცინი, ეუპარენი, სპილენძის ქლორჟანგი მაღალაქტიურნი არიან F. lateritium-ს მიმართ.
A high activity of benomyl, BMK, topcin M, captan, zineb, polycarbacin, polymarcin, euparen, copper oxychloride against Fusarium lateritium Nees is demonstrated.
32555.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიტოპათოლოგია
გამოცდილი ფუნგიციდების მოქმედებით აღნიშნულია სპორების მოდიფიკაციური ცვლილებები და ამ სახეობისათვის არადამახასიათებელი სპორების წარმოქმნის ტიპი-მაკროკონიდიუმების წარმოქმნის შეწყვეტა და მიკროკონიდიუმების უხვი წარმოქმნა; კონიდიუმების ცხოველმყოფელობის და მათი გაღივების პოტენციალური უნარიანობის დაქვეითება; აგრეთვე სპორების წარმოქმნის სრული შეზღუდვა, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიფიტოტიის ინტენსიურობის შემცირებაში.
The following were the results of the study: modificational variability of spores and sporulation non-typical of the given species, i.e. cessation of macrospore formation and intensive microspore formation; decrease of the variability of conidia and of their growth potential; and total cessation of fungus sporulation by the action of the cited fungicides. All this is highly important in decreasing the intensity of epiphytotic disease.
32556.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიტოპათოლოგია
Phytophthora infestans (mont) DB სოკოს ზოგიერთი ბიოლოგიური თავისებურება საქართველოში.
Some biological characteristics of the fungus Phytophthora infestans (mont) DB in Georgia.
32557.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიტოპათოლოგია
სოკო Ph. infestans გამოვყავით დაავადებული ტომატის, კარტოფილის და პასლიონ დოლჩატის ფოთლებიდან.
In Georgia, the fungus Ph. infestans has been found by the author on potatoes, tomatoes and laciniates nightshade.
32558.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიტოპათოლოგია
ჯვარედინმა დაავადებამ გვიჩვენა, რომ ტომატიდან და პასლიონ დოლჩატიდან გამოყოფილი სოკო იყო ძლიერ პათოგენური ამავე კულტურების მიმართ და ნაკლებ პათოგენური კარტოფილისადმი. კარტოფილიდან გამოყოფილი იზოლიატი მეტად პათოგენურია კარტოფილისადმი, ნაკლებად ტომატისა და პასლიონ დოლჩატისადმი.
The investigations have shown that the fungi Ph. infestans, isolated from tomatoes and laciniates nightshade, are highly aggressive to corresponding cultures and less aggressive to potatoes; and vice versa, the isolates obtained from potatoes are more aggressive on potatoes than they are on tomatoes and laciniate nightshade.
32559.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიტოპათოლოგია
სოკოს ზოოსპორები ღივდებიან 5-30°C ტემპერატურაზე, ყველა იზოლიატისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-25°C.
Zoospores germinate at a wide range of temperatures, from 5°C to about 30°C.
32560.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ფიტოპათოლოგია
აღსანიშნავია, რომ ყველა საკვლევი კულტურის ზოოსპორები 30°C აღარ მოძრაობენ ორი საათის შემდეგ, ხოლო 5°C ზოგიერთი ზოოსპორა მოძრაობს 24 საათის შემდეგაც.
At 30°C the movement of zoospores ends fully within 2 hours, but at 5°C single zoospores were found to continue movement even after 24 hours.