მოიძებნა 668048 ჩანაწერი
32601.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შევისწავლეთ პირობითი რეფლექსების სამი სისტემის ერთდროული გამომუშავების კანონზომიერება პირობითი სიგნალების იდენტური ლოკალიზაციისას სივრცის სხვადასხვა მონაკვეთში მათი შეუღლების პირობებში.
The regularities of concurrent evolvement of three systems of conditional reflexes under identical spatial arrangement of conditioned signals and their reinforcement at disparate points of space were studied.
32602.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნაჩვენებია, რომ პირობითი რეფლექსების ახალი სისტემის გამომუშავება ცხოველებისათვის წარმოადგენს ძნელ ამოცანას და იწვევს მათ ქცევაში ცვლილებებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ასახავენ ტვინის კომპენსატორულ მუშაობას, ხოლო მეორე მხრივ, მიუთითებენ ნევროზული მდგომარეობის საწყისი სტადიის ფორმირებაზე.
It is shown that acquisition of a new system of CR under a coincidence in space of the CR sources but reinforced at various points of the experimental chamber proves a difficult task for the mammals, causing a number of behavioural changes; on the one hand, these changes reflect the compensatory activity of the brain, and on the other, point to the onset of an emergent neurotic condition.
32603.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ფიზიკური დატვირთვის გავლენით წონის ფორსირებული დაქვეითებისას სისხლში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ცვლილებები.
Changes in the acid-base balance of blood after rapid weight reduction due to physical loading.
32604.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
12 სპორტსმენში ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის გავლენით წონის ფორსირებული დაქვეითებისას შევისწავლეთ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დინამიკა.
The dynamics of the acid-base balance of blood after rapid weight reduction by intensive physical loading was studied in 12 male subjects.
32605.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ შესრულებული ფიზიკური დატვირთვების გავლენით ცდისპირთა სისხლში ხდება სუბკომპენსირებული მეტაბოლური აციდოზისათვის დამახასიათებელი ცვლილებები, რომლის გამოხატულება ცვალებადობს ინდივიდის მიხედვით და არ არის დამოკიდებული წონის დაკლების ოდენობაზე.
In all subjects the results show changes typical for subcompensated metabolic acidosis. The extant of changes varied, revealing no obvious correlation with the value of loss of weight.
32606.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
უდაბლეს მაიმუნებში მთავარი ღარის ირგვლივი ქერქის როლი ელემენტარული გონიერი მოქმედების განხორციელებაში.
The role of the cortex around the sulcus principalis in the performance of elementary reasoning activity in lower monkeys.
32607.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია უდაბლესი მაიმუნების მიერ გონიერი მოქმედების ამსახველი ტესტების შესრულება თავის ტვინის პრეფრონტალური უბნის ძირითადი ღარის ირგვლივი ქერქის მოცილების შემდეგ.
The performance of tests reflecting reasoning activity by lower monkeys was studied following the ablation of the cortex around sulcus principalis in the prefrontal area.
32608.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ასეთნაირად ოპერირებული მაიმუნები სრულიად ვეღარ ახერხებენ გონიერი მოქმედების ამსახველი ტესტების შესრულებას ან ზოგიერთი მარტივი ტესტის შესრულება ატარებს შემთხვევით ხასიათს.
Monkeys operated in this way either completely fail to perform the indicated tests or the performance of some simple tests is of random nature.
32609.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სისხლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ცვლილება ორთქლის აბანოში წონის ფორსირებული დაკლებისას.
Changes in the acid-base balance of the blood after rapid weight reduction in a steam bath.
32610.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოკვლევა ჩატარდა 12 სპორტსმენზე.
The studies were performed on 12 male subjects.
32611.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
წონის დაკარგვა ორთქლის აბანოში ყოფნის შემდეგ (50 წუთი) ჯგუფზე საშუალოდ შეადგენდა 2,6% (საწყის წონასთან შედარებით).
The mean value of loss of weight after a steam bath(50 minutes) was about 2.6% (relatively to the initial weight).
32612.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის (მტწ) გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ ყველა ცდისპირის სისხლში ვითარდება რესპირატორული ალკალოზის მდგომარეობა.
An assay of the acid-base balance (ABB) revealed the state of respiratory alkalosis in the blood of all subjects.
32613.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მტწ გამოხატულებასა და წონის დაკლების სიდიდეს შორის კორელაცია არ აღინიშნება.
There was no obvious correlation between the extent of ABB changes and the value of loss of weight.
32614.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
პირობითი რეფლექსების რიტმულ-მოზაიკური სისტემის ფორმირება და მიმდინარეობა ცხოველთა თავისუფალი მოძრაობითი აქტივობის პირობებში.
Characteristics of the formation and course of conditioned-reflex rhythmic-mosaic systems during free motor activity of the animals.
32615.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნაჩვენებია, რომ გაძლიერება მოძრაობითი აქტივობისა, ემოციური დაძაბულობისა და სასტარტო მოედანზე დაბრუნების დროის გაზრდა ატარებს კომპენსატორულ ხასიათს და ასახავს ტვინის თვითმარეგულირებელ მოქმედებას.
It is shown that hyperactivity, enhancement of emotional stress, lengthening of the time necessary for return to the starting place are of compensatory character, reflecting the self-regulative activity of the brain.
32616.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კარსტული გამოქვაბულის მიკროკლიმატის გავლენა ექსპერიმენტული ნევროზის მდგომარეობაში მყოფი ძაღლების ხანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებაზე.
Karst cave microclimate impact on short-term and long-term memory in dogs with experimental neurosis.
32617.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოკვლევებით დადგინდა, რომ ძაღლებში ექსპერიმენტული ნევროზის მოგვიანო სტადია ხასიათდება ხანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერების სრული დარღვევით.
Experiments in dogs have shown that a late state of experimental neurosis is characterized by complete deficit of long- and short-term memory.
32618.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კარსტულ გამოქვაბულში ერთი თვის მკურნალობის შემდეგ ხდება მეხსიერების აღდგენა.
Memory deficit is restored after a month's treatment of animals in a karst cave.
32619.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სმენითი დისკრიმინაციის დასწავლა პრეფრონტალურ ქერქმოცილებულ კატებში.
Auditory discrimination learning in cats with prefrontal lesions.
32620.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნორმალურ და ოპერირებულ კატებში (პრეფრონტალური ქერქის ორმხრივი დაზიანება) შევისწავლეთ „წასვლა მარჯვნივ ― წასვლა მარცხნივ“ ტიპის სმენითი დისკრიმინაციის გამომუშავება.
«Go right ― go left» type auditory discrimination learning was studied in normal and prefrontal cats.