მოიძებნა 668048 ჩანაწერი
32581.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ციტოლოგია
მიოეპითელური უჯრედების ულტრასტრუქტურა სარძეო ჯირკვლის კიბოს ჩამოყალიბების პროცესში.
Ultrastructure of myoepithelial cells in the process of mammary gland cancer formation.
32582.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ციტოლოგია
სარძეო ჯირკვლის კიბოს ჰისტოგენეზში მიოეპითელურ უჯრედთა როლის გარკვევის მიზნით შესწავლილია ამ უჯრედულ ელემენტთა ულტრასტრუქტურული თავისებურებანი მოცემული ორგანოს კიბოს ჩამოყალიბების პროცესში.
The ultrastructural and pathohistological features of myoepithelial cells have been studied and compared during the process of the formation of mammary gland cancer to throw light on the role of these structural elements in the histogeny of cancer of the indicated organ.
32583.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ციტოლოგია
გამოკვლევის შედეგები ავლენენ მიოეპითელური უჯრედების აქტიურ მონაწილეობას შესწავლილი ორგანოს დისჰორმონულ დისპლაზიათა ფორმირებაში და საშუალებას გვაძლევენ სუბმიკროსკოპული შენების ზოგადი პრინციპული მსგავსების საფუძველზე დავადგინოთ წილაკოვანი წარმოშობის კიბოს სცირული ფორმის პარენქიმულ ელემენტთა გარკვეული ნაწილის მიოეპითელური გენეზი.
Active participation of myoepithelial cells, along with secretory epithelial ones, in the formation of tumour locations of dishormonal dysplasias has been revealed. An ultrastructural description of malignant myoepithelial cells – constituents of the parenchyma of the lobular carcinomas of the organ in question – is given, as exemplified by their scirrhous forms.
32584.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ციტოლოგია
ჰეპარინთერაპიის გავლენა გულის კუნთის მიკროცირკულატორულ ქსელზე რევმატიული მიტრალური მანკების დროს.
Effects of heparin therapy on the state of microcirculatory bed in patients with rheumatic mitral heart disease.
32585.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ციტოლოგია
შესწავლილია რევმატიული მიტრალური მანკის III, IV და IV-V სტადიაში მყოფი 75 ავადმყოფის გულის მარცხენა პარკუჭის კაპილარების ულტრასტრუქტურა ჰეპარინთერაპიის ფონზე.
In 75 patients with rheumatic mitral heart disease in III, IV and IV-V stages of disease, the ultrastructure of left ventricular myocardial capillaries has been studied against the background of heparin therapy.
32586.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ციტოლოგია
ჰეპარინთერაპიის დადებითი შედეგი გამოვლინდა კაპილარების კედლის ულტრასტრუქტურის მოწესრიგებით, უჯრედშუა შეშუპების შემცირებით, ბაზალური შრის შევიწროვებითა და მისი სიმკვრივის აღდგენით.
Positive results of heparin therapy were manifested as regulation of capillary wall ultrastructure, decrease of intracellular edema, restriction of the basal layer and rehabilitation of its density.
32587.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ციტოლოგია
გამოვლინდა მკაფიო ურთიერთკავშირი ჰეპარინთერაპიის კლინიკურ ეფექტსა და კაპილარების ულტრასტრუქტურის მოწესრიგებას შორის.
A clear interrelationship was found between the clinical effect of heparin therapy and the organization of capillary ultrastructure.
32588.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ციტოლოგია
მიღებული შედეგების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ჰეპარინოთერაპია აუმჯობესებს რევმატიული მიტრალური მანკების დროს სისხლის მიმოქცევას გულის კუნთის კაპილარულ ქსელში.
These findings permit the conclusion that heparin therapy improves circulation in the myocardial capillary network in patients with rheumatic mitral heart disease.
32589.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ციტოლოგია
დნმ-ის სინთეზის β-ადრენერგული სტიმულაცია თაგვის ეპიდერმისში.
β-adrenergic stimulation of DNA synthesis in murine epidermis.
32590.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ციტოლოგია
ადრენალინის გავლენით თაგვის ეპიდერმისში იზრდებოდა დნმ-ის მასინთეზებელი (3H-თიმიდინის ჩამრთველი) უჯრედების ფრაქცია, მაგრამ S-ფაზის ხანგრძლივობა არ იცვლებოდა.
A single intraperitoneal injection of epinephrine increased the fraction of DNA synthesising cells in murine epidermis, but the duration of S-phase did not change.
32591.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ციტოლოგია
ანალოგიურ მოქმედებას ახდენდა β-ადრენერგული პრეპარატი იზადრინი (იზოპროტერენოლი). α-ადრენერგული პრეპარატი მეზატონი (ფენილეფრინი) ამ მხრივ უმოქმედო იყო.
A similar effect was observed in the case of β-adrenergic agent isoproterenol, while α-adrenergic agent phenylephrine was inactive.
32592.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ციტოლოგია
მაშასადამე, ადრენალინის მასტიმულირებელი ზეგავლენა ეპიდერმული უჯრედების S-ფაზაში გადასვლაზე ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ β-ადრენორეცეპტორებთან ურთიერთქმედების შედეგად.
Thus, the stimulatory effect of epinephrine on the transition of epidermal cells into S-phase is realized by interaction with β-adrenergic receptors.
32593.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ჰიდრობიოლოგია
ენგურჰესის მშენებლობის რაიონის მიწისქვეშა წყლების რადიოლოგიური დახასიათება (დასავლეთ საქართველო).
Radiologic characteristics of underground waters of the area of the Inguri hydro power plant construction (Western Georgia).
32594.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ჰიდრობიოლოგია
მოცემულია ენგურჰესის მშენებლობის რაიონის მიწისქვეშა წყლების რადიოლოგიური კვლევის შედეგები.
A radiologic investigation of the underground waters of the area of the Inguri hydro plant construction was carried out.
32595.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ჰიდრობიოლოგია
შესწავლილი რადიოაქტიური მახასიათებლები, კაშხალის წყლით ავსების შემდეგ ქანების ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, მოგვცემს მდიდარ ინფორმაციას ამ ცვლილებათა შესახებ.
The results obtained show that the radioactive indices will give rich information on the changes in the physico-chemical conditions of rocks after the filling of the dam with water.
32596.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 92, ჰიდრობიოლოგია
საკვლევ წყლებში ურანისა და რადიუმის დაბალი შემცველობის გამო, აღნიშნული ელემენტების იზოტოპური შედგენილობის შესახებ დამაჯერებელი ინფორმაციის მიღების მიზნით, უნდა ვისარგებლოთ წყალში დალექილი ნალექით, ხოლო გოგირდწყალბადის შემცველობის შემთხვევაში, რადიუმისათვის - წყლით.
To obtain trustworthy information on the isotopic content of uranium and radium, in view of the small content of these elements in the waters under study, it is necessary to use sediments precipitable in water, and in the case of sulphuretted hydrogen water must be used to identify radium.
32597.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჰიპოთალამუსის ლატერალური ბირთვის როლი ეპილეფსიური აქტივობის დათრგუნვაში.
The role of lateral hypothalamic nuclei in the inhibition of epileptic discharges.
32598.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია ლატერალური ჰიპოთალამუსის თვითგამღიზიანებელი წერტილების სტიმულაციის გავლენა კრუნჩხვით აქტივობაზე.
The present study was undertaken to examine the effect of stimulation of lateral hypothalamic self-stimulating points on epileptic activity.
32599.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნაჩვენებია, რომ ვირთაგვას ქერქის სენსომოტორულ უბანში სტრიქნინული კერის არსებობისას ლატერალური ჰიპოთალამუსის სტიმულაცია როგორც ინტერიქტალურ პერიოდში, ისე კრუნჩხვითი განმუხტვების მიმდინარეობისას ამცირებს ან სრულიად თრგუნავს აღნიშნულ განმუხტვებს.
Stimulation of the lateral hypothalamus in the interictal period or during epileptic discharges, caused by the existence of strychnine locus in the cortical sensori-motor area, was found to reduce or completely inhibit epileptic activity.
32600.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სიტუაციური პირობითი რეფლექსების ფორმირების თავისებურებანი პირობითი სიგნალების იდენტური და უპირობო გამღიზიანებლების არაიდენტური ლოკალიზაციისას.
Characteristics of the formation of situational conditional reflexes under identical localization of sources of conditioned stimuli and spatially disparate placement of unconditioned stimuli.