მოიძებნა 668048 ჩანაწერი
33101.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გენეტიკა და სელექცია
განხილულია ქართული ენდემური ხორბლის ზანდურის პოპულაციის ფილოგენეტიკა, რომლის ტეტრაპლოიდური კომპონენტის Tr. timopheevi Zhuk. წარმოშობის საკითხი დღემდე გადაუჭრელია.
The question of the origin of the tetraploid component of the Georgian endemic wheat ‘‘Zanduri’’ – Triticum timopheevi Zhuk. – is still not solved.
33102.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გენეტიკა და სელექცია
ამ პოპულაციის დიპლოიდური კომპონენტის (Tr. monococcum v. hornemanni) დასხივებული თესლებისაგან მიღებულია ტეტრაპლოიდური ტიმოფეევის ხორბლის ტიპობრივი ფორმები, ხოლო ამ უკანასკნელის თესლებისაგან - ოქტოპლოიდური Tr. timonovum Heslot et Ferery.
From irradiated seeds of diploid Tr. monococcum var. hornemanni the typical forms of tetraploid Tr. timopheevi and from the seeds of the later – octoploid forms, completely identical with Tr. timonovum Heslot et Ferery, have been obtained.
33103.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გენეტიკა და სელექცია
გამოკვლევის შედეგები Triticum timopheevi Zhuk.-ის ზანდურის პოპულაციაში ავტოპოლიპლოიდიის გზით წარმოშობისა და დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებელ გეოგრაფიულ კერაში სიმპატრული ფორმათწარმოქმნის არსებობის პირველი ექსპერიმენტული დასაბუთებაა.
The results of these investigations are the first experimental evidence of the possibility of the origin of Tr. timopheevi Zhuk. by means of autopolyploidization of the ‘‘Zanduri’’ population.
33104.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ზოოლოგია
დასავლეთ საქართველოს წყალსატევებში ბინადარ Gammaridae (Amphipoda) ფაუნის შესწავლისათვის.
Study of the Gammaridae (Amphipoda) fauna inhabiting water bodies of western Georgia.
33105.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ზოოლოგია
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი რაიონის მცირე ზომის წყალსატევებში გავრცელებულია Gammarus ორი სახეობა: 1. Gammarus (Rivulogammarus) caucasicus (Mart.), 2. Niphargus puteanus puteanus (C. Cox).
Two species of gammarus occur in small water bodies of some areas of western Georgia. 1. Gammarus (Rivulogammarus) caucasicus Martinov, 2. Niphargus puteanus puteanus (C. Cox).
33106.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ზოოლოგია
მათ შორის Niphargus puteanus puteanus (C. Cox) პირველად აღვნიშნავთ დიდი ბებესირის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირის ჭაობისათვის.
Among them Niphargus puteanus puteanus (C. Cox) was first identified in the marshes of the north-eastern coast of the Great Bebesiri Lake.
33107.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ზოოლოგია
დასავლეთ საქართველოს მცირე ზომის წყალსატევებში გამარიდების გავრცელების შესახებ.
On the spread of Gammaridae in small water bodies of western Georgia.
33108.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ზოოლოგია
დადგენილია, რომ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი რაიონის მცირე ზომის წყალსატევებში გავრცელებულია Gammarus ორი სახეობა: 1. Gammarus (Rivulogammarus) balcanicus Schäf., 2. Gammarus (Rivulogammarus) komareki Schäf.
Two species of Gammarus occur in small water bodies of some areas of Georgia: (a) Gammarus (Rivulogammarus) balcanicus Schäf., and (b) Gammarus (R) komareki Schäf.
33109.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ზოოლოგია
მათ შორის Gammarus (R) komareki ჩვენ მიერ პირველადაა რეგისტრირებული დასავლეთ საქართველოს მცირე ზომის წყალსატევებში.
Among these species G (R) komareki was for the first time found in small water bodies.
33110.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ისტორია
ფსევდო-დიონისე არეოპაგელი, როგორც გრიგოლ ხანძთელის მსოფლმხედველობის წყარო.
Pseudo-Dionysius the Areopagite: source of Grigol Khandzteli’s teaching.
33111.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ისტორია
აღნიშნულია, რომ გრიგოლ ხანძთელის მიერ ჩატარებული საეკლესიო რეფორმის წყაროს წარმოადგენდა ფსევდო-დიონისე არეოპაგელის იდეა მონაზვნური სქემის მიღების შესახებ.
The idea of taking the monastic vow, put forth by Pseudo-Dionysius in the above treatise, was adopted by Grigol Khandzteli as the basis for reforming the Georgian Church, the essence of it being the occupation of Episcopal sees by monks.
33112.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
პამიდორის მცენარეზე ზოგიერთი აქტინომიცეტური წარმოშობის ანტიბიოტიკის გავლენის შესწავლა.
A study of the influence of some actinomycetic antibiotics on tomato.
33113.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
განხილულია ანტიბიოტიკების - კანდიციდინის, ნისტატინის, ტრიხოტეცინისა და გრიზეოფულვინის მოქმედება პამიდორის თესლების გაღივებაზე, მცენარის განვითარებასა და ნაყოფების შენახვაზე.
The paper deals with the influence of candicidine, nistatine, trichothecine and griseofulvine on germination of seeds, plant development and preservation of the tomato fruit.
33114.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
შესწავლილია მცენარეში მათი შეჭრის სისწრაფე.
The speed of penetration of these antibiotics into the plant has been studied.
33115.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
დადგენილია ტრიხოტეცინის ფიტოტოქსიკურობა.
The phytotoxic effect of trichothecine has been shown.
33116.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ანტიბიოტიკების გამოყენებით ყვავილობის დაჩქარება და ნაყოფების შენახვის გახანგრძლივება.
Application of antibiotics caused acceleration of flowering and prolonged preservation of the tomato fruit.
33117.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ცელულოზის დამშლელი სოკოების ძიება საქართველოს ზოგიერთ ნიადაგში.
On the search of cellulose-destroying fungi in some soils of Georgia.
33118.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ფერმენტ ცელულოზას აქტიური პროდუცენტის ძიების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ნიადაგებიდან გამოყოფილ იქნა ცელულოზის დამშლელი სოკოები.
To screen the most active producent of cellulase enzyme cellulose-destroying fungi were isolated from the soils of Georgia.
33119.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
შედარებით აქტიური პროდუცენტი აღმოჩნდა სოკო Trichoderma-ში, რომელიც გამოყოფილ იქნა ბახმაროს ტყის ნიადაგიდან.
The most active producent of cellulase was a mold fungus from the genus Trichoderma, which was found in the wood soil of Bakhmaro.
33120.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ეს სოკო ხასიათდებოდა ცელულაზური აქტივობით და ზედაპირული მეთოდით გამოზრდისას გამოყოფდა მაცერირებელ ფერმენტს.
This fungus, characterized by cellulolytic activity, produced a cell-separating enzyme during the surface method of cultivating as well.