მოიძებნა 668048 ჩანაწერი
33081.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ელექტროტექნიკა
თერმომიმღების დინამიური ცდომილების ანალიზური განსაზღვრა.
Analytical determination of thermoreceiver dynamic errors.
33082.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ელექტროტექნიკა
ელექტრული მოდელირების საფუძველზე თერმომიმღები შეცვლილია RC პარამეტრებიანი წრფივი ელექტრული წრედით.
An RC parametric linear electric circuit has been substituted for the thermoreceiver on the basis of electrical modeling.
33083.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ელექტროტექნიკა
კონდენსატორის მომჭერებზე ძაბვა გასაზომი ტემპერატურის ანალოგიური სიდიდეა.
The voltage on the terminals of the capacitor is similar to the value of the temperature to be measured.
33084.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ელექტროტექნიკა
მისი განსაზღვრის მიზნით მოცემული ელექტრული წრედისათვის ამოხსნილია დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა.
In order to determine the value of the voltage for the given electric circuit, a system of differential equations has been solved.
33085.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ელექტროტექნიკა
ამოხსნის შედეგად მიღებულია ფორმულა, რომელიც თერმომიმღების დინამიური ცდომილების ანალიზური განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
This has resulted in a formula which enables the determination of thermoreceiver errors.
33086.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, მცენარეთა ფიზიოლოგია
პლასტიდური პიგმენტების შესახებ Salix alba L. ფესვებში.
On the plastidial pigments of the roots of white willow, Salix alba L.
33087.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, მცენარეთა ფიზიოლოგია
გამომჟღავნდა მკვეთრი და გარკვეული სქესობრივი დიმორფიზმი პლასტიდური პიგმენტების რაოდენობრივი შემცველობის მხრივ ტირიფის მდედრობითი და მამრობითი მცენარეების „სინათლის“ - შეფერილ და „სიბნელის“ - უფერულ ფესვებში.
A clearly-defined sharp sexual dimorphism has been revealed in respect of the number of plastidial pigments in the coloured roots of "light" and colourless roots of "dark" in the male and female species of white willow Salix alba L.
33088.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოფიზიკა
ადამიანის გამა-გლობულინის ულტრაიისფერი დიფერენციალური სპექტრები (ინტერპრეტაცია).
Ultraviolet differential spectra of the human gamma-globulin (interpretation).
33089.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოფიზიკა
მიღებული და ინტერპრეტირებულია ადამიანის გამა-გლობულინის ულტრაიისფერი დიფერენციალური სპექტრები. გამოწვეული მჟავას, ტუტის, შარდოვანასა და ტემპერატურის მოქმედებით, 270-320 ნმ სფეროში.
Ultraviolet differential spectra of the human gamma-globulin caused by the effect of pH, urea and temperature in the 270-320 nm range have been obtained and interpreted.
33090.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ დიფერენციალური სპექტრები, გამოწვეული მჟავას, შარდოვანასა და ტემპერატურის მოქმედებით, წარმოადგენენ ტიროზინისა და ტრიპტოფანის შთანთქმის ზოლების სპექტრალური ძვრების შედეგს.
It is shown that: differential spectra caused by the effect of acid, urea and temperature are spectral shifts (mainly blue) of the absorption bands of tyrosine and tryptophan.
33091.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოფიზიკა
ტრიპტოფანი შეიცავს n―›π* გადასვლის ზოლს და მონაწილეობს განივი H-კავშირების შექმნაში, რაც ცილის მოლეკულის ნატიურ სტრუქტურას სტაბილურს ხდის.
Tryptophan contains the band of the n―›π* transition and it participates in the formation of cross H-bond stabilizing the native structure of a globular protein molecule.
33092.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოფიზიკა
9-12 ტიროზინის ნაშთები მოლეკულაში იმყოფება თავისუფალ მდგომარეობაში.
Each molecule contains 9-12 free tyrosine residues.
33093.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გენეტიკა და სელექცია
ტოქსოპლაზმოზით დაავადებული თაგვების ციტოგენეტიკური გამოკვლევა.
Cytogenetic study of mice infected by toxoplasma.
33094.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გენეტიკა და სელექცია
გამოკვლეულია ტოქსოპლაზმოზით (RH-შტამი) დაავადებული თაგვების ძვლის ტვინისა და ელენთის უჯრედების კარიოტიპი.
The karyotype of the cells of marrow and spleen of mice infected by toxoplasma has been studied.
33095.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გენეტიკა და სელექცია
მიღებული შედეგების მიხედვით დადგენილია, რომ ტოქსოპლაზმის ვირულენტური RH-შტამი მუტაგენურ გავლენას ახდენს ‚‚პატრონის‘‘ უჯრედებზე.
It has been found that virulent RH strain of toxoplasma has a mutation effect on the cells.
33096.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გენეტიკა და სელექცია
ბრუცელას დისოცირებული კულტურების იდენტიფიკაცია და ინდიკაცია გამოსათვლელ კამერაში.
Identification and indication of Brucellas of dissociated cultures in a calculating chamber.
33097.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გენეტიკა და სელექცია
შემუშავებულია მეთოდები, რომლებიც აიდენტიფიცირებენ დისოცირებულ ინაგლუტინირებული და სუსტად აგლუტინირებული ბრუცელების კულტურებს.
Methods have been developed for identifying Brucellas of mutant dissociated inagglutinable and weakly agglutinable cultures.
33098.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გენეტიკა და სელექცია
დისოცირებული ბრუცელების კულტურების მიკრობულ ფრაქციებად R-მუტანტურ და მშობლიურ S-უჯრედებად დაყოფა ხორციელდება: 1) ტრიპოფლავინისა და ნატრიუმქლორის ხსნარით, 2) 0 (1) ჯგუფის სისხლის ერითროციტებით, 3) ბრუცელოზის პოზიტიური შრატით, თერმოსტატში 37° ტემპერატურაზე გაჩერების შემდეგ, ერითროციტების ამრევებში.
Differentiation of microbic fractions of Brucellas of dissociated cultures to mutant R and parental S cells occurs by means of: a) solutions of tripoflavin and chlorine natrium; b) red corpuscles of human blood of 0 (1) group; c) positive brucellosis serum. The reaction takes place in mixing apparatus for erythrocytes after keeping in thermostats at the temperature of 37°C.
33099.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გენეტიკა და სელექცია
ბრუცელების დისოცირებული მიკრობული ფრაქციებისა და მათი სხვადასხვა ტიპის უჯრედების აღრიცხვა წარმოებს გორიაევის გამოსათვლელ კამერაში.
The counting of Brucellas of dissociated microbic fractions and their cell type variations is carried out in Goryaev’s calculating chamber.
33100.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გენეტიკა და სელექცია
ზანდურის პოპულაციაში Triticum timopheevi Zhuk. ავტოპოლიპლოიდური წარმოშობის შესახებ.
On the possibility of autopolyploid origin of Triticum timopheevi Zhuk. in the population of the ‘‘Zanduri’’ wheat.